ურთიერთობები საქართველოსა და ლიბანის რესპუბლიკას შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ლიბანის რესპუბლიკას შორის დამყარდა 1993 წლის 1 აპრილს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ლიბანის რესპუბლიკაში (რეზიდენციით ქ.ამანი)

  • გრიგორ ტაბატაძე (2014 - 2018);
  • ზურაბ ერისთავი (16.04.2009 - 2013);
  • ეკატერინე მაიერინგ-მიქაძე ( 06.09.2004-2009);
  • აპოლონ სილაგაძე (რეზიდენციით ქ. კაირო) (28.12.1997-15.07.2004).

ლიბანის საპატიო კონსული საქართველოში: მარსელ დავიდ ხუზამი (2011 - დღემდე).

ლიბანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში (რეზიდენციით ქ.ერევანი)

  • მაია დაღერი  (2018 წლის 6 ნოემბრიდან - დღემდე);
  • გებრაელ ბუტროს გეარა (2009 - 2011).

ლიბანის რესპუბლიკაში საპატიო კონსული საქართველოში: ანესტას ელ-მური (2018 - დღემდე).

თანამშრომლობის სფეროები

საქართველოსა და ლიბანის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობა ვითარდება როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში. 2004 წელს იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში გახსნილი საქართველოს საელჩო ახორციელებს ლიბანის რესპუბლიკის დიპლომატიურ გადაფარვას.

საქართველოსა და ლიბანის რესპუბლიკის საგარეო უწყებებს შორის არსებობს ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების პრაქტიკა. უკანასკნელი წლების განმავლობაში ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ასევე ვითარდება ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროებში.


ბმულები

ლიბანის რესპუბლიკის პრეზიდენტი - http://www.presidency.gov.lb/Arabic/Pages/default.aspx

ლიბანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ემიგრანტთა სამინისტრო - http://www.mfa.gov.lb/arabic/home