ურთიერთობები საქართველოსა და ლიხტენშტაინის სამთავროს შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ლიხტენშტაინს შორის დამყარდა 1992 წლის 10 ივნისს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ლიხტენშტაინში (რეზიდენციით ბერნი):

  • დავით ჯალაღანია 2018 წლის იანვრიდან
  • ირაკლი ყურაშვილი  2013-2017
  • ზურაბ ჭიაბერაშვილი  2011-2012
  • გიორგი გორგილაძე  2008-2011

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები:

საქართველო და ლიხტენშტაინის სამთავრო აქტიურად თანამშრომლობენ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

საქართველოს მთავრობასა და ლიხტენშტაინის სამთავროს მთავრობას შორის ძალაშია შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ კონვენციას.

ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების თვალსაზრისით აღსანიშნავია ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასა (EFTA - ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია, შვეიცარია) და საქართველოს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება.


სასარგებლო ბმულები

საქართველოს საელჩო შვეიცარიის კონფედერაციაში
ლიხტენშტაინის სამთავროს საგარეო საქმეთა, განათლებისა და კულტურის სამინისტრო
ლიხტენშტაინის სამთავროს მთავრობა