ურთიერთობები საქართველოსა და მალაიზიის ფედერაციას შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და მალაიზიის ფედერაციას შორის დამყარდა 1993 წლის 7 მაისს.

საქართველოს საელჩო მალაიზიაში გაიხსნა 2013 წლის დეკემბერში.

მალაიზიის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში (რეზიდენციით ქ. კიევში):

  • ჯაჰ ჯა ბაბა (1996-2002, რეზიდენციით ქ. მოსკოვში);
  • ქამარუდინ ბინ მუსტაფა (2002-2005, რეზიდენციით ქ. მოსკოვში);
  • მოჰამედ ჰალისი (2005 -2010, რეზიდენციით ქ. მოსკოვში);
  • აბდულა სანი ომარი, დანიშნული ელჩი (2010 წლის 29 აპრილიდან-2011 წლის 21 იანვრამდე, რეზიდენციით ქ. კიევში);
  • ჩუა ტეონგ ბანი (2011 წლის 20 ოქტომბრიდან დღემდე, რეზიდენციით ქ. კიევში).

თანამშრომლობის სფეროები

უკანასკნელ პერიოდში მნიშვნელოვნად ვითარდება ორმხრივი ურთიერთობები საქართველოსა და მალაიზიის რესპუბლიკას შორის სხვადასხვა მიმართულებებით, მათ შორის პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურის, ტურიზმის და სხვა სფეროებში. 2013 წლის დეკემბრიდან მალაიზიაში ფუნქციონირებს საქართველოს საელჩო, რამაც მნიშვნელოვანად შეუწყო ხელი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გააქტიურებას.

მხარეებს შორის ვითარდება თანამშრომლობა მალაიზიის ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამის (MTCP) ფარგლებშიც. მალაიზიის გამოცდილებისა და მიღწევების გაზიარების მიზნით, MTCP-ის ხელშეწყობით, საქართველოს საჯარო მოხელეები მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა სფეროში ორგანიზებულ სასწავლო პროგრამებში.

ბმულები:

მალაიზიის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო
მალაიზიის ფედერაციის სენატი
მალაიზიის ფედერაციის პრემიერ–მინისტრის ოფისი
მალაიზიის ფედერაციის საელჩო კიევში