ურთიერთობები საქართველოსა და მალტის რესპუბლიკას შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და მალტის რესპუბლიკას შორის დამყარდა 1993 წლის 1 თებერვალს.

2004 წლიდან, მალტის რესპუბლიკის გადაფარვა ხორციელდება იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები მალტაში:

  • კარლო სიხარულიძე 2013 - დღემდე
  • კონსტანტინე გაბაშვილი 2008-2012
  • ზაალ გოგსაძე 2004-2008

2010 წლიდან, საქართველოს გადაფარვა ხორციელდება პოლონეთის რესპუბლიკაში მალტის რესპუბლიკის საელჩოს მიერ.

მალტის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში:

  • პიერ კლაივ აგიუსი 2013-2016
  • გოდვინ მონტანარო 2010-2013

1996-2009 წლებში, საქართველოს გადაფარვა ხორციელდებოდა რუსეთის ფედერაციაში მალტის რესპუბლიკის საელჩოს მიერ.

  • ჯოსეფ კასარი 2002-2009
  • ჯორჯ სალიბა 1996-2001

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები

მალტის რესპუბლიკასთან გაფორმებულია ხუთი შეთანხმება, რომლებიც მოიცავს თანამშრომლობას ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთა, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობა, კულტურის, მეცნიერების და განათლების სფეროები.

ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობები დადებითი დინამიკით ხასიათდება. განხორციელდა ვიზიტები, როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების დონეზე. ვიზიტებისას გამოიკვეთა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები ისეთ სფეროებში, როგორიცაა საზღვაო ტრანსპორტი, განათლება და ტურიზმი.

მალტის ხმელთაშუა ზღვის უნივერსიტეტის დიპლომატიურ აკადემიასთან თანამშრომლობის ფარგლებში, ხორციელდება პროგრამა, რომელიც საშუალებას აძლევს ქართველ დიპლომატებს და საჯარო მოხელეებს გაიარონ სწავლება და აიმაღლონ კვალიფიკაცია მალტის დიპლომატიურ აკადემიაში.


ბმულები:

მალტის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ვებ-გვერდი
მალტის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდი