ურთიერთობები საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკას შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992 წლის 25 ივნისს.

საქართველოს ელჩები მოლდოვას რესპუბლიკაში:

  • მერაბ ანთაძე - 01.03.2014 - დღემდე
  • ავთანდილ მიქაცაძე (საქმეთა დროებითი რწმუნებული) - 01.06.2012 – 15.05.2014
  • ილია გიორგაძე (რეზიდენციით ქ. ბუქარესტი) - 01.02.2012-10.05.2012
  • ლევან მეტრეველი (რეზიდენციით ქ. ბუქარესტი) - 2008-2011
  • ზურაბ ბერიძე (რეზიდენციით ქ. ბუქარესტი) - 2004-2008
  • გრიგოლ ქათამაძე (რეზიდენციით ქ. კიევი) - 2000-2004
  • მალხაზ ჩაჩავა (რეზიდენციით ქ. კიევი) - 1998-2000
  • ვალერი ჩეჩელაშვილი (რეზიდენციით ქ. კიევი) - 1996-1998

მოლდოვას რესპუბლიკის ელჩები საქართველოში:

  • გეორგე ლეუკა (რეზიდენციით ქ. ბაქო) – 26.05.2016 - დღემდე
  • იგორ ბოდიუ (რეზიდენციით ქ. ბაქო) - 19.10.2011-2015
  • იგორ ბოდიუ (საქმეთა დროებითი რწმუნებული რეზიდენციით ქ. ბაქო) - 2009-2011
  • იონ რობუ რეზიდენციით ქ. ბაქო) - 2007-2009
  • მიჰაილ ლაური (რეზიდენციით ქ. კიევი) - 2005-2007
  • ნიკოლაე ჩერნომაზი (რეზიდენციით ქ. კიევი) - 2003-2005
  • ალექსეი ანდრიევსკი (რეზიდენციით ქ. კიევი) -1999-2003

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები:

საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკას შორის არსებობს ტრადიციული პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები.

ორ ქვეყანას შორის სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზა მოიცავს ცხრამეტ ორმხრივ შეთანხმებას.

საქართველოსა და მოლდოვას შორის მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, რომელიც სამართლებრივად დარეგულირებულია როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ (სუამ-ის ფარგლებში) ფორმატში.

პრიორიტეტულია თანამშრომლობა ევროინტეგრაციის სფეროში გამოცდილების ურთიერთგაზიარების თვალსაზრისით.

ასევე აქტიურია თანამშრომლობა წარმატებულ რეფორმებთან დაკავშირებით საქართველოს გამოცდილების გაზიარების კუთხით.


ბმულები:

მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის სამინისტრო
მოლდოვას რესპუბლიკა
მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტი
მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტი
მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობა