ურთიერთობები საქართველოსა და მონაკოს სამთავროს შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და მონაკოს სამთავროს შორის დამყარდა 1993 წლის 1 თებერვალს.

2009 წლიდან, მონაკოს სამთავროს გადაფარვა ხორციელდება საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები მონაკოში:

  • ეკატერინე სირაძე-დელონე 2013 - დღემდე
  • მამუკა კუდავა 2009-2012

ორმხრივი თანამშრომლობა

მონაკოსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობა არ გამოირჩევა აქტიურობით.

ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო ურთიერთობები არ არსებობს.

2011 წლის სექტემბერში, საქართველოს სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია მონაკოს პრინცი ალბერტ II. ვიზიტის ფარგლებში, იგი იმყოფებოდა თბილისში, ბათუმსა და სვანეთში და ოფიციალური შეხვედრების გარდა, ასევე შესაძლებლობა ჰქონდა გაცნობოდა ქართულ კულტურასა და ტრადიციებს.

მონაკო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.


ბმულები:

საქართველოს საელჩო მონაკოს სამთავროში
მონაკოს სამთავროს საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის სამინისტრო