ურთიერთობები საქართველოსა და მონტენეგროს შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და მონტენეგროს შორის დამყარდა 2007 წლის 29 ოქტომბერს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები მონტენეგროში (რეზიდენციით ბუდაპეშტი):

  • ზაალ გოგსაძე - 2018-დღემდე
  • ზაზა კანდელაკი – 2013-2018.
  • ზვიად ჭუმბურიძე - 2010-2013

მონტენეგროს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში (რეზიდენციით კიევი):

  • ლუბომირ მიშუროვიჩი (Ljubomir Mišurović) – 01.10.2013-დღემდე.

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები:

ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობები ნაკლებად დინამიურია, თუმცა, აქტიურია -საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

2018 წლის 12-14 ივნისს განხორციელდა მონტენეგროს საგარეო საქმეთა მინისტრის სრჯან დარმანოვიჩის  ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.

გაფორმებულია ორი საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც არეგულირებს ქვეყნების საგარეო სამინისტროებსა და ასევე, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას.

ბმულები:

მონტენეგროს საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სამინისტრო
მონტენეგროს პრეზიდენტი
მონტენეგროს პარლამენტი
მონტენეგროს მთავრობა