ურთიერთობები საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის დამყარდა 1992 წლის 22 აპრილს.

2001 წელს საქართველოში გაიხსნა ნიდერლანდების სამეფოს საელჩო.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ნიდერლანდების სამეფოში:

  • კონსტანტინე სურგულაძე 2014 - დღემდე
  • შოთა ღვინერია 2010 -2014
  • მაია ფანჯიკიძე 2007-2010

1998-2007 წლებში საქართველოს გადაფარვა ხდებოდა ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩოდან:

  • სალომე სამადაშვილი 2005-2007 
  • კონსტანტინე ზალდასტანიშვილი 2000-2005 
  • ზურაბ აბაშიძე 1998-2000 

საქართველოს საპატიო კონსულები ნიდერლანდების სამეფოში:

  • საპატიო კონსული ამსტერდამის რეგიონში - კორნელის გისბერტუს დე იახერი 2012 - დღემდე

ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში:

  • იოჰანეს დუმა  2015 - დღემდე
  • ჰანს ჰორბახი 2013-2015
  • პიტერ ლანგენბერგი 2009-2013
  • ონნო ელდერენბოში 2005-2009
  • ჰარი მოლენაარი 2001-2005 
  • ონნო ვილემ კორნელის ჰათინგა ვან`თ სანთი  2000-2001 (რეზიდენციით კიევი)

1992 -2001 წლებში საქართველოს გადაფარვა ხდებოდა  რუსეთის ფედერაციაში ნიდერლანდების საელჩოდან:

  • გოდერტ ბარონ დე ვოს ვან სტეენვიკი 1993-2000
  • იორის ვოსი 1992-1993

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები:

საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის ორმხრივი ურთიერთობები აქტიურად ვითარდება.
ორ ქვეყანას შორის გაფორმებულია ექვსი შეთანხმება, რომლებიც მოიცავს თანამშრომლობას ეკონომიკის, ტრანსპორტის, საფინანსო და თავდაცვის სფეროებში.

ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებულია მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები. საგულისხმოა, რომ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების რაოდენობით ნიდერლანდების სამეფო წამყვან პოზიციაზეა.

ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერობების ხელშეწყობის მიზნით, 2012 წელს დაარსდა ნიდერლანდები-საქართველოს ბიზნეს საბჭო.

ნიდერლანდების სამეფო მნიშვნელოვან საექსპერტო დახმარებას უწევს საქართველოს ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა: კანონის უზენაესობის განმტკიცება და ადამიანთა უფლებების დაცვა; უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობა; სამშვიდობო პროცესების განმტკიცების ხელშეწყობა; მმართველობის გაუმჯობესება; სიღარიბის დაძლევა.

ნიდერლანდების მთავრობის მხარდაჭერით წარმატებით ხორციელდება სახელმწიფო სექტორის ფინანსური მენეჯმენტის რეფორმა.

ქართველ დიპლომატებს, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის ყოველწლიურ სასწავლო პროგრამაში.

2012 წლიდან ლეიდენის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ფუნქციონირებს ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა.

ნიდერლანდების სამეფოში ფუნქციონირებს რამდენიმე ქართულ-ჰოლანდიური საზოგადოება, რომლებიც ორგანიზებას უწევს სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებას.


ბმულები:

საქართველოს საელჩო ნიდერლანდების სამეფოში
საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩო
ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის სენატი
ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატა
ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრის ოფისი