საქართველოსა და პერუს რესპუბლიკას შორის არსებული ურთიერთობები

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

პერუს რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 2010 წლის 14 იანვარს.

პერუს რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი:

  • ოთარ ბერძენიშვილი (რეზიდენციით ქ. ბრაზილია) - 2011 წლის 7 ნოემბრიდან

პერუს რესპუბლიკის ელჩები საქართველოში:

  • ხორხე აბარკა დელ კარპიო (რეზიდენციით ქ. ანკარა) - დანიშნული ელჩი

მხარეებს შორის გამართული მაღალი დონის შეხვედრებისა და ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების შედეგად მიმდინარეობს მუშაობა ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, კულტურისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე, ისევე როგორც ორმხრივი სამართლებრივი ბაზის გაფართოებაზე. მხარეები თანამშრომლობენ მრავალმხრივი ორგანიზაციების ფარგლებში.

ბმულები:

პერუს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო