ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის დამყარდა 1992 წლის 1 ივლისს.

2008 წლის აგვისტოში საქართველოს მიმართ რუსეთის მიერ გამხორციელებული სამხედრო აგრესიის გამო და რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს განუყოფელი ნაწილების ე.წ. აღიარების შემდეგ, საქართველომ გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან (02.09.2008 წ.).

2009 წლის მარტში გაიხსნა საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექცია, და რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები რუსეთის ფედერაციაში:

  • ეროსი კიწმარიშვილი - (2008 წლის თებერვალი - 2008 წლის სექტემბერი)
  • ირაკლი ჩუბინიშვილი - (2005 წლის ივლისი - 2008 წლის თებერვალი)
  • ვალერი ჩეჩელაშვილი - (2004 წლის აგვისტო - 2005 წლის თებერვალი)
  • კონსტანტინე კემულარია - (2004 წლის თებერვალი - 2004 წლის ივლისი)
  • ზურაბ აბაშიძე - (2000 წლის ივლისი - 2004 წლის თებერვალი)
  • მალხაზ კაკაბაძე - (1998 წლის სექტემბერი - 2000 წლის მაისი)
  • ვაჟა ლორთქიფანიძე - (1995 წელი - 1998 წლის აგვისტო)
  • ვალერიან ადვაძე - (1993 წლის აპრილი - 1995 წლის იანვარი).

რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელები:

  • გივი შუღაროვი - (2009 წლის მარტიდან - 2012 წლის დეკემბრამდე)
  • გიორგი ჩხეიძე - (2012 წლის 4 დეკემბრიდან - დღემდე).

რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში:

  • ვიაჩესლავ კოვალენკო - (2006 წლის ივლისი - 2008 წლის სექტემბერი)
  • ვლადიმირ ჩხიკვიშვილი - (2002 წლის ნოემბერი - 2006 წლის ივლისი)
  • ვლადიმირ გუდევი - (2000 წლის აგვისტო - 2002 წლის ნოემბერი)
  • ფელიკს სტანევსკი - (1996 - 2000 წლის აგვისტო)
  • ვლადიმერ ზემსკი - (1993 წელი - 1996 წელი).

საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის ხელმძღვანელები:

  • ანდრეი სმაგა - (2008 წლის მარტიდან - დღემდე).

დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ ორ ქვეყანას შორის მიმდინარეობს პოლიტიკური კონსულტაციები ჟენევის ფორმატით. ასევე ტარდება არაფორმალური შეხვედრები აბაშიძე-კარასინის ფორმატში.

აბაშიძე-კარასინს შორის გამართული შეხვედრების შედეგად მოიხსნა 2006-2007 წლებში რუსეთის მიერ დაწესებული ემბარგო ქართულ პროდუქციაზე.

ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ძირითად სფეროებს წარმოადგენს ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, კვების მრეწველობა.

ბმულები:

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ოფიციალური ვებ-გვერდი
რუსეთის ფედერაციის ეროვნული კრების ოფიციალური ვებ-გვერდი
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი
საქართველოში რუსეთის ფედერაციის შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის ვებ-გვერდი