ურთიერთობები საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992 წლის 20 აპრილს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საბერძნეთის რესპუბლიკაში:

  • იოსებ ნანობაშვილი - 2015 - დღემდე
  • დავით ბაქრაძე - 2012 - 2014
  • ირაკლი თავართქილაძე - 2007 - 2012
  • ზვიად ჭუმბურიძე - 2003 - 2007
  • ალექსადრე ჩიკვაიძე - 1995 – 2003

საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში:

  • ნიკოლაოს პიპერიღოსი (Nikolaos Piperigos), მისიის ხელმძღვანელი – 2016 წლის სექტემბრიდან - დღემდე
  • გეორგიოს ხაძიმიხელაკისი (Georgios Chazimikhelakis) - 2016 თებერვალი-სექტემბერი
  • ელეფთერიოს პროიოსი (Eleftherios Proios) - 2011 – 2016
  • გეორგიოს ხაძიმიხელაკისი (Georgios Chazimikhelakis) - 2007 – 2011
  • ელეფთერიოს ანგელოპულოსი (Eleftherios Anghelopoulos) - 2005-2007
  • კონსტანტინა მავროსკელიდუ (Constantina Mauroskelidou) - 2002-2005
  • სპირიდონ გეორგილესი (Spyridon Georgiles) - 1999-2002
  • ტასოს კრიეკულისი (Tassos Kriekoulis) - 1995-1999

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები:

საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის წარმატებით ხორციელდება თანამშრომლობა, როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, მრავალმხრივ ფორმატში. საბერძნეთის რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას.

საქართველოს და საბერძნეთის პარლამენტებში ფუნქციონირებს პარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფები.

აქტუალურია თანამშრომლობა კულტურის სფეროში. ხშირია ერთობლივი კულტურული ღონისძიებები, რომელშიც აქტიურად არიან ჩართული ქართული დიასპორული ორგანიზაციებიც. აღსანიშნავია პროექტი „არგონავტების ლაშქრობა“, რომელსაც 2008 წელს ჩაეყარა საფუძველი. 2009 წელს, საბერძნეთის ქალაქ ვოლოსიდან ბათუმში ჩამოვიდა არგონავტების გემის ზუსტი ასლი.

ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვანია თანამშრომლობა განათლების სფეროში. მიმდინარეობს მუშაობა ქართული ენის სწავლების საპილოტე პროექტის დანერგვაზე ათენის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში.

ნიშანდობლივია, რომ საბერძნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ქართული დიასპორა სიდიდით მესამეა მსოფლიოში.


სასარგებლო ბმულები:

საქართველოს საელჩო საბერძნეთის რესპუბლიკაში
საბერძნეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში
საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო
საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი
საბერძნეთის რესპუბლიკის პარლამენტი
საბერძნეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი