ურთიერთობები საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოს და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას შორის დამყარდა 1993 წლის 23 აპრილს

საქართველოს საელჩო პრეტორიაში გაიხსნა 2011 წლის აგვისტოში

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში:

  • ბექა დვალი - 2012 წლის 2 ნოემბრიდან დღემდე

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ელჩები საქართველოში (რეზიდენციით ქ. კიევში):

  • ქრისტიან ალბერტუს ბასონი (დანიშნული ელჩი) - 2014 წლის 10 თებერვლიდან
  • ჩუპუ სტენლი მაშაბათა - 2012 წლის მარტი - 2013 წლის ნოემბერი (რწმუნებათა სიგელი გადასცა საქართველოს პრეზიდენტს 2013 წლის 1 მარტს)
  • ანდრი ესვენტერი - 03.12.2009- 2012
  • აშრაფ სენტსო - 17.10.2005-2009
  • დელარეი ვან ტონდერი - 02.09.1999-17.10.2005
  • პიტერ ვან რენსბურგ გუსენი - 17.12.1996-02.09.1999
  • დეონ ვან შორი - 1993 - 17.12.1996

თანამშრომლობის სფეროები:

საქართველოს მხრიდან არსებობს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავების ნება და მზადყოფნა, რასაც ადასტურებს პრეტორიაში საქართველოს საელჩოს გახსნა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის შექმნა და ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების ჩატარების პრაქტიკა. ორმხრივი ურთიერთობების საფუძველს წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის არსებული სამართლებრივი ბაზა. თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, მეცნიერების, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვის და სხვა სფეროებში. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს, საპატიო კონსულის და ქართული დიასპორის ხელშეწყობით, პერიოდულად იმართება სხვადასხვა ღონისძიებები საქართველოს წარმოსაჩენად და ქართული კულტურის მიღწევების პოპულარიზაციისთვის. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა დაინტერესებულია ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებით და წარმატებული ქართული რეფორმებით - იუსტიციის სახლებით, პოლიციის რეფორმით და საბაჟო რეფორმით.

ბმულები

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა დეპარტამენტი
საქართველოს საელჩო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში