ურთიერთობები საქართველოსა და სან მარინოს რესპუბლიკას შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და სან-მარინოს შორის დამყარდა 1996 წლის 19 ნოემბერს.

2006 წლიდან, სან-მარინოს გადაფარვა ხორციელდება იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები სან-მარინოში:

  • კახა სიხარულიძე – 2013-დღემდე
  • კონსტანტინე გაბაშვილი – 2008-2012
  • ზაალ გოგსაძე – 2006-2008

2013 წლიდან, საქართველოს გადაფარვა ხორციელდება სან-მარინოდან.

სან-მარინოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში:

  • ბრუნო მარი (H.E. Bruno Marry) 2013-დღემდე

2007-2012 წლებში, საქართველოს გადაფარვა ხორციელდებოდა რუსეთის ფედერაციაში სან-მარინოს საელჩოს მიერ.

  • მაურიციო ჯაკომი (H.E. Maurice Jakom) – 2007-2012

სან-მარინოს საპატიო კონსული საქართველოში: დონატო ლანატა – 2013-დღემდე

ორმხრივი თანამშრომლობა

სან-მარინოსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობა არ გამოირჩევა აქტიურობით. 2013 წელს, სან მარინოში გაიმართა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები მინისტრის მოადგილეების დონეზე.

2015 წლის 18-20 ნოემბერს, საქართველოს ვიზიტით ეწვია სან-მარინოს საგარეო და პოლიტიკურ საქმეთა მინისტრი პასკუალე ვალენტინი. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ.

საქართველოსა და სან-მარინოს შორის დადებულია 3 შეთანხმება. ქვეყნებს შორის თანამშრომლობა დინამიურად ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.


ბმულები:

სან მარინოს საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის სამინისტრო