ურთიერთობები საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის დამყარდა 1994 წლის 27 მაისს.

საქართველოს ელჩები საუდის არაბეთში:

  • გიორგი ჯანჯღავა - (რეზიდენციით ქ. რიადი)-02.09.2014
  • ეკატერინე მაიერინგ-მიქაძე - (რეზიდენციით ელ-ქუვეითში) - 16.04.2009-31.10.2012
  • გოჩა ჯაფარიძე - (რეზიდენციით ელ-ქუვეითში) - 01.01.2007-2009
  • ეკატერინე მაიერინგ-მიქაძე - (რეზიდენციით ქ. ამანში) - (06.09.2004-01.01.2007).

თანამშრომლობის სფეროები

საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საუდის არაბეთის სამეფოსთან თანამშრომლობის გააქტიურებას. ამ მიზნით, 2014 წლის თებერვალში საუდის არაბეთში, ქ. რიადში გაიხსნა საქართველოს საელჩო, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარებას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო, კულტურისა და ტურიზმის სფეროებში.

აღსანიშნავია, რომ მხარეები აქტიურად თანამშრომლობენ ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური დიალოგის ფორმატში, ასევე აქტიური თანამშრომლობაა ჩამოყალიბებული ორი ქვეყნის საკონონმდებლო უწყებას შორის.

ბმულები:

საქართველოს საელჩოს ვებ-გვერდი
საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო