ურთიერთობები საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის

საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1995 წლის 26 ივნისს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები სერბეთის რესპუბლიკაში (რეზიდენციით ათენი):

  • იოსებ ნანობაშვილი - 2015 - დღემდე
  • დავით ბაქრაძე - 2012-2014
  • ირაკლი თავართქილაძე - 2010 - 2012
  • ზვიად ჭუმბურიძე (რეზიდენციით ბუდაპეშტი)- 2009-2010
  • ირაკლი თავართქილაძე - 2007- 2009
  • ზვიად ჭუმბურიძე - 2003-2007

სერბეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში (2011 წლიდან სერბეთის საელჩო რეზიდენციით კიევი):

  • რადე ბულატოვიჩი (Rade Bulatovic) - 2014-დღემდე
  • დუშან ლაზიჩი (Dušan Lazić) - 2011-2013

2004-2011 წლებში საქართველოს გადაფარვა ხორციელდებოდა რუსეთის ფედერაციიდან.

  • სტანიმირ ვუკიჩევიჩი (Stanimir Vukichevich) - 2008-2011
  • მილან როჩენი (Milan Roćen) - 2004-2006

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები:

საქართველოსა და სერბეთს შორის ურთიერთობები 2017- 2018 წწ საგრძნობლად გააქტიურდა, რაც გამოიხატა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლით. საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის სერბეთში 2018 წელს განხორციელებული ვიზიტის დროს მხარეები შეთანხმდნენ, განათავსონ თითო დიპლომატი დედაქალაქებში, რაც უზრუნველყოფს ურთიერთობების მეტ დინამიურობას. ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას, რაც ხალხთა შორის კონტაქტების გააქტიურებას შეუწყობს ხელს. 

საქართველოსა და სერბეთს შორის ხელმოწერილია შვიდი შეთანხმება, რომელიც არეგულირებს ურთიერთობებს ეკონომიკის, ვაჭრობის, საკონსულო და სხვ. სფეროებს. აქტუალურია თანამშრომლობა საჯარო ადმინისტრირების სფეროში საქართველოს წარმატებული გამოცდილების გაზიარების მიმართულებით. მიმდინარეობს მხარეებს შორის  ინტერაქცია სერბეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში რეგიონული სერვის-ცენტრის ქართული ანალოგის შექმნასთან დაკავშირებით.

2015 წლის ნოემბერში ხელი მოეწერა თბილისისა და ბელგრადის ოპერისა და ბალეტის თეატრებს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს.

აღსანიშნავია, სერბეთის ქ. ზემანის მუნიციპალიტეტში განთავსებული მართლმადიდებლური ეკლესიის ქვის მონუმენტი, რომელზეც გამოსახულია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები. მონუმენტი წარმოადგენს საქართველოს საჩუქარს, რომელიც 1988 წელს გადაეცა ქ. ზემანის მუნიციპალიტეტს.

ბმულები:

საქართველოს საელჩო სერბეთის რესპუბლიკაში (რეზიდენციით ქ. ათენი)
სერბეთის საელჩო საქართველოში (რეზიდენციით ქ. კიევი)
სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
სერბეთის პრეზიდენტი
სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეა (პარლამენტი)
სერბეთის მთავრობა