ურთიერთობები საქართველოსა და სინგაპურის რესპუბლიკას შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

საქართველოსა და სინგაპურის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1993 წლის 16 თებერვალს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სინგაპურის რესპუბლიკაში (რეზიდენციით ჯაკარტა):

  • ბატონი ზურაბ ალექსიძე - (2013 წლის 26 თებერვლიდან დღემდე).

თანამშრომლობის სფეროები:

საქართველოსა და სინგაპურის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მხარეებს შორის მიმდინარეობს აქტიური მუშაობა სამთავრობო და ბიზნეს დელეგაციების გაცვლის, ორი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენელთა შორის კონტაქტების დამყარების, ერთობლივი ბიზნეს ფორუმებისა და სხვა სახის ღონისძიებების ორგანიზების მიმართულებით. საქართველო დაინტერესებულია სხვადასხვა სფეროში სინგაპურის მდიდარი გამოცდილების გაზიარებით და სინგაპურის მხარესთან მჭიდრო და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის დამყარებით.

2013 წლიდან საქართველოს მიერ სინგაპურის რესპუბლიკის დიპლომატიური გადაფარვა წარმოებს ინდონეზიის რესპუბლიკიდან, ქ. ჯაკარტაში მდებარე საქართველოს საელჩოს მეშვეობით.

აღსანიშნავია მხარეებს შორის აქტიური თანამშრომლობა, რომელიც სინგაპურის თანამშრომლობის პროგრამის (SCPTA) ფარგლებში მიმდინარეობს. SCPTA-ის ხელშეწყობით, საქართველოს საჯარო მოხელეებს შესაძლებლობა ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების, ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის ხელშეწყობის, სამოქალაქო ავიაციის, განათლების უბედური შემთხვევების მართვისა და პრევენციის, საზღვაო ტრანსპორტის და სხვა სფეროებში ორგანიზებულ სასწავლო პროგრამებში.

ბმულები:

სინგაპურის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო
სინგაპურის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფისი
სინგაპურის რესპუბლიკის პრემიერ–მინისტრის ოფისი
სინგაპურის რესპუბლიკის პარლამენტი