ურთიერთობები საქართველოსა და სლოვენიის რესპუბლიკას შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და სლოვენიის რესპუბლიკას შორის დამყარდა 1993 წლის 18 იანვარს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები სლოვენიის რესპუბლიკაში:

  • ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი (რეზიდენციით ბრატისლავა)  2006-2011
  • ზაურ გამსახურდია (რეზიდენციით თბილისი)  2004-2005
  • გიორგი არსენიშვილი (რეზიდენციით ვენა)  2001-2004

2011 წლიდან სლოვენიის რესპუბლიკაში დაფუძნდა საქართველოს საელჩო.

  • ალექსანდრე ნალბანდოვი (საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სლოვენიის რესპუბლიკაში, რეზიდენციით ბრატისლავა)  2011-2014
  • ალექსანდრე ჭკუასელი (საქმეთა დროებითი რწმუნებული, რეზიდენციით ლიუბლიანა) 2011-2014

2014 წლის სლოვენიის რესპუბლიკაში დაინიშნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, რეზიდენციით ლიუბლიანაში.

  • ზურაბ ბექაია   2014 - დღემდე

სლოვენიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში:

  • ნატაშა პრაჰი (Nataša Prah) (რეზიდენციით კიევი) 05.08.2014 - დღემდე
  • ნატაშა პრაჰი (Nataša Prah) საქმეთა დროებითი რწმუნებული (რეზიდენციით კიევი) 2010-1014
  • პრიმოჟ შელიგო (Primoj Sheligo) (რეზიდენციით კიევი) 2007 - 2008 
  • იოზეფა პუჰარი (Josefa Puhar) (რეზიდენციით ათენი) 2002-2006 
  • ბორუთ მაჰნიკი (Boruth Mahnik) (რეზიდენციით ათენი)1999-2002 

სლოვენიის რესპუბლიკის საპატიო კონსული საქართველოში:

  • გოჩა გოგილაშვილი  2009 - დღემდე

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები:

საქართველოსა და სლოვენიის რესპუბლიკას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები დინამიურად ვითარდება. ამასთან, აქტიურია თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

ქვეყნებს შორის ხელმოწერილია 6 შეთანხმება, რომლითაც რეგულირდება კულტურის, განათლების, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების, მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების, ხანმოკლე ვიზის აღების ვალდებულებისგან სამსახურეობრივი პასპორტების მფლობელთა გათავისუფლების და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები.

საქართველოსა და სლოვენიის საკანონმდებლო ორგანოებში ფუნქციონირებს პარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფები.

შეინიშნება ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების ტენდენცია. 2016 წელს, სლოვენიის და საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატებს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს.

2016 წელს, საქართველოს პრეზიდენტის სლოვენიაში პირველი ოფიციალური ვიზიტისას, ლიუბლიანაში, თბილისის ქუჩაზე მდებარე სკვერში საქართველოსა და სლოვენიას შორის „მეგობრობის სკამი“ გაიხსნა.

საქართველოსა და სლოვენიას შორის დაძმობილებული ქალაქები არიან თბილისი - ლიუბლიანა და ქუთაისი - მარიბორი.