საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის ურთიერთობები

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992 წლის 17 ივლისს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები სომხეთის რესპუბლიკაში:

  • გიორგი საგანელიძე – 15.08.2016 – დღემდე
  • მალხაზ მალაშხია (საქმეთა დროებითი რწმუნებული) – 03.03.2016 – 14.08.2016
  • თენგიზ შარმანაშვილი – 01.01.2011 – 02.03.2016
  • გრიგორ ტაბატაძე – 2009 – 2010
  • რევაზ გაჩეჩილაძე – 2005 – 2009
  • ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი – 1998 – 2004
  • გრიგოლ ბარამიძე – 1995 – 1998

სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში:

  • იური ვარდანიანი – 20.08.2014 – დღემდე
  • ვაჰაგნ აფიანი (საქმეთა დროებითი რწმუნებული) – 03.05.2014 – 20.08.2014
  • ჰოვანეს მანუკიანი – 11.04.2011 – 03.05.2014
  • ჰრაჩ სილვანიანი – 2005 – 2011
  • გიორგი ხოსროევი – 1998 – 2005
  • ლევონ ხაჩატრიანი – 1996 – 1998

სომხეთის გენერალური საკონსულო ქ. ბათუმში – გენერალური კონსული იეღიშე სარგსიანი (2016 წლის მაისიდან – დღემდე).

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები:

საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას აკავშირებს მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები, რომლებიც დაფუძნებულია კეთილმეზობლობის, ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის პრინციპებზე.

აქტიურია ვიზიტების ურთიერთგაცვლის დინამიკა როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონდებლო ორგანოების დონეზე.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები რეგულირდება ფართო სახელშეკრულებო ბაზით, რომელიც ოთხმოცამდე დოკუმენტს მოიცავს.

სომხეთის რესპუბლიკა საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომელთანაც მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი.

პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გარდა, ასევე პრიორიტეტული მიმართულებაა თანამშრომლობა კულტურის სფეროში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ტურიზმის სფეროს, ვინაიდან სომხეთის მოქალაქეთათვის საქართველოს კურორტები წარმოადგენს მნიშვნელოვან ტურისტულ მიმართულებას.


ბმულები:

საქართველოს საელჩო სომხეთის რესპუბლიკაში
სომხეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში
სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო
სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი
სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრება (პარლამენტი)
სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა