ურთიერთობები საქართველოსა და სურინამის რესპუბლიკას შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და სურინამის რესპუბლიკას შორის დამყარდა 2011 წლის 27 მაისს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სურინამის რესპუბლიკაში (რეზიდენციით ქ. ბრაზილია):

  • ოთარ ბერძენიშვილი (რეზიდენციით ქ. ბრაზილია) - 2011 წლის 17 ნოემბრიდან - დღემდე

საქართველოსა და სურინამის რესპუბლიკას შორის მიმდინარეობს მუშაობა პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების მიმართულებით, მხარეებს შორის ფუნქციონირებს ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მექანიზმი. პარალალურად, ვითარდება თანამშრომლობა ეკონომიკის, განათლების, კულტურის სფეროებში. წარმატებით ხორციელდება თანამშრომლობა აკადემიური გაცვლების კუთხით. სურინამის მხარე დაინტერესებულია საქართველოს საჯარო სექტორში განხორციელებული რეფორმების გაცნობით.

მხარეები აქტიურად თანამშრომლობენ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.