ურთიერთობები საქართველოსა და ტაილანდის სამეფოს შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ტაილანდის სამეფოს შორის დამყარდა 1992 წლის 21 ივლისს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ტაილანდის სამეფოში:

  • ნოდარ კომახიძე - (1994-1997, რეზიდენციით ქ. ანკარაში);
  • ტარიელ ლებანიძე - (1998-2004, რეზიდენციით ქ. ანკარაში);
  • გრიგოლ მგალობლიშვილი - (2004-2008, რეზიდენციით ქ. ანკარაში);
  • ტარიელ ლებანიძე - (2009-2010, რეზიდენციით ქ. ანკარაში);
  • ზურაბ კაჭკაჭიშვილი - (2011 წლის ნოემბერი - 2014 წლის თებერვალი, რეზიდენციით ქ. ნიუ-დელიში);

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ინდოეთის რესპუბლიკაში ლევან ნიჟარაძე იქნება ასევე აკრედიტებული ტაილანდის სამეფოში.

ტაილანდის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში:

  • სუჩიტრა ჰირანპრუეკი - (1997-1999, რეზიდენციით ქ. მოსკოვში);
  • ვიჩიენ ჩენსავასდიჯაი - (1999-2000, რეზიდენციით ქ. მოსკოვში);
  • რანგსან პჰაჰოლიტინი - (2001-2005, რეზიდენციით ქ. მოსკოვში);
  • სორაიუტ პრომპოჯი - (2005-2008, რეზიდენციით ქ. მოსკოვში);
  • სუპოტ დჰირაკაოსალი - (2008-2009, რეზიდენციით ქ. მოსკოვში);
  • კანია ჩაიმანი - (2009-2010, რეზიდენციით ქ. ანკარაში);
  • არბჰორნ მანასვანიჩი - (2011-2012 წელი, რეზიდენციით ქ. ანკარაში);
  • რათაკიტ მანათატ - (2013 წლის თებერვალი - 2013 წლის სექტემბერი).

თანამშრომლობის სფეროები:

უკანასკნელ პერიოდში გააქტიურდა ორმხრივი ურთიერთობები საქართველოსა და ტაილანდის სამეფოს შორის. გაიმართა ორი ქვეყნის როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ისე საპარლამენტო დელეგაციების ოფიციალური და სამუშაო ვიზიტები ბანგკოკსა და თბილისში. განსაკუთრებით ვითარდება თანამშრომლობა ეკონომიკის სფეროში.

საქართველო ჩართულია ტაილანდის სამეფოს საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (TICA) პროგრამებში, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა სფეროებში სპეციალისტებისა და ექსპერტების მომზადებას.

ბმულები:

www.mfa.go.th - ტაილანდის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
www.parliament.go.th - ტაილანდის სამეფოს ეროვნული ასამბლეა
www.india.mfa.gov.ge - საქართველოს საელჩო ინდოეთის რესპუბლიკაში
www.mfa.go.th - ტაილანდის სამეფოს საელჩო ანკარაში