ურთიერთობები საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1994 წლის 19 აგვისტოს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები უზბეკეთის რესპუბლიკაში:

  • კონსტანტინე ჟღენტი - (2014 წლიდან-დღემდე)
  • გიორგი კუბლაშვილი - (2009 - 2013)
  • დავით ზალკალიანი - (2004 - 2007)
  • გივი აბდუშელიშვილი - (1997 - 2004)

უზბეკეთის რესპუბლიკას საქართველოში საელჩო არ გააჩნია. და საქართველოს ფარავს ქ. ბაქოში არსებული საელჩოს მეშვეობით.

ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ძირითად სფეროებს წარმოადგენს ტრანსპორტი, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, ფარმაცევტიკა.

უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო აკრედიტებულია ტაჯიკეთის რესპუბლიკაში (ქ. ტაშკენტი).

ბმულები:

უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო
უზბეკეთის რესპუბლიკის პარლამენტი
უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პრესის სამსახური