ურთიერთობები საქართველოსა და უკრაინას შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992 წლის 22 ივლისს.

საქართველოს ელჩები უკრაინაში:

  • მიხეილ უკლება - 04.2013 - დღემდე.
  • გრიგოლ ქათამაძე - 2008 - 2013 წწ.
  • მერაბ ანთაძე - 2007-2008 წწ.
  • გრიგოლ ქათამაძე - 2000-2007 წწ.
  • მალხაზ ჩაჩავა - 1998-2000 წწ.
  • ვალერი ჩეჩელაშვილი - 1994-1998 წწ.

საქართველოს საკონსულო ოდესაში - კონსული მანუჩარ წოწონავა (2013 წლის 22 ივლისიდან დღემდე);

საქართველოს საკონსულო დონეცკში - კონსული ირაკლი ადვაძე (2013 წლის 22 ივლისიდან დღემდე - ამჟამად საკონსულო მომსახურეობა ხორციელდება ქ. კიევში);

უკრაინის ელჩები საქართველოში:

  • იგორ დოლგოვი (Igor Dolgov) - 03.02.2017- დღემდე​
  • გიორგი ნაზაროვი საქმეთა დროებითი რწმუნებული (Georgi Nazarov) - 18.07.2015-03.02.2017).
  • ვასილ ციბენკო (Vasyl Tsybenko) - 10.06.2009 - 17.07.2015.
  • მიკოლა სპისი (Mykola Spys) - 2003-2009წწ.
  • სტეფან ვოლკოვეცკი (Stephan Volkovetskiy) - 1998-2003წწ.
  • იური ჩუგაენკო (Yurii Chugayenko) - 1996-1998წწ.
  • ანატოლი კასიანენკო (Anatoliy Kasianenko) - 1994-1996წწ.
  • იური ჩუგაენკო საქმეთა დროებითი რწმუნებული - (Yurii Chugayenko) 1994წ.

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები:

საქართველოსა და უკრაინას აკავშირებს ტრადიციულ პარტნიორობასა და მჭიდრო თანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობები.

არსებული სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზა მოიცავს 105 ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებას და არეგულირებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობათა პრაქტიკულად ყველა სფეროს.

აქტიურად ვითარდება თანამშრომლობა ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის, რაზეც ურთიერთშეხვედრების მზარდი დინამიკაც მეტყველებს.

უკრაინა საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი და მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. საქართველოსა და უკრაინას შორს მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, რომელიც სამართლებრივად დარეგულირებულია როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში (სუამ-ის ფარგლებში).

თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მიმართულებაა გამოცდილების გაზიარება წარმატებული რეფორმების საკითხებში. ასევე აქტიურად ვითარდება თანამშრომლობა სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებებით. დამყარებულია პირდაპირი სამეცნიერო-საგანმანათლებლო კავშირები ორი სახელმწიფოს წამყვან უნივერსიტეტებს შორის.

პრიორიტეტულია ტურიზმის სფერო. საქართველო წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას უკრაინელი ტურისტებისათვის, რაზეც მეტყველებს საქართველოში ჩამოსული უკრაინელი ტურისტების რაოდენობის მუდმივი ზრდა.


ბმულები:

საქართველოს საელჩო უკრაინაში
უკრაინის საელჩო საქართველოში
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო
უკრაინის პრეზიდენტი
უკრაინის პარლამენტი (ვერხოვნა რადა)
უკრაინის მთავრობა