ურთიერთობები საქართველოსა და ურუგვაის რესპუბლიკას შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

საქართველოსა და ურუგვაის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1994 წლის 11 მაისს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ურუგვაის რესპუბლიკაში:

  • გელა სეხნიაშვილი - 2013 წლის 21 მარტიდან დღემდე (რეზიდენციით ქ. ბუენოს-აირესი)

ურუგვაის რესპუბლიკის მიერ საქართველოს დიპლომატიური გადაფარვა ხორციელდება ბუქარესტში ურუგვაის საელჩოს მეშვეობით.

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები:

ურუგვაის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის, პოლიტიკური დიალოგის პარალელურად, მიმდინარეობს მუშაობა თანამშრომლობის გაღრმავებაზე ვაჭრობის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროებში. ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციების ორი რაუნდი, გრძელდება მუშაობა ორმხრივი სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბებაზე. მხარეები აქტიურად თანამშრომლობენ მრავალმხრივი ორგანიზაციების ფარგლებში.

ბმულები:

ურუგვაის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო