ურთიერთობები საქართველოსა და ფინეთის რესპუბლიკას შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ფინეთის რესპუბლიკას შორის დამყარდა 1992 წლის 8 ივლისს.

ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ფუნქციონირებს 2011 წლიდან.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ფინეთის რესპუბლიკაში (რეზიდენციით სტოკჰოლმი):

  • მალხაზ კაკაბაძე 2016 - დღემდე
  • კონსტანტინე ქავთარაძე 2011-2015
  • ამირან კავაძე 2006-2011

ფინეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში:

2004 წლიდან დღემდე ფინეთის რესპუბლიკა საქართველოს ფარავს ჰელსინკიდან

  • არია ინკერი მაკონენი  2016 - დღემდე
  • კრისტერ მიკელსონი 2013-2016
  • პეტრი სალო 2008-2012
  • ტერჰი ჰაკალა  2004-2007

1997-2004 წლებში საქართველოს გადაფარვა ხორციელდებოდა თურქეთში ფინეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ

  • ტიმო ალექსი ლაჰელმა 2001-2004
  • კარლ იუნგე ბიორნ ეკბლომი 1998–2001
  • იორნ კროგბეკი  1997-2001
  • იან ჰენრიკ გროოპი 1995-1998

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები

ურთიერთობები ვითარდება როგორც პოლიტიკურ, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ და საგანმანათლებლო სფეროებში. აქტიურია თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

2018 წლის ნოემბრის თვეში, თითქმის 6 წლიანი პაუზის შემდეგ, შედგა საგარეო საქმეთა მინისტრის ნორდიკული ტურნე, რომელის ფარგლებში მინისტრი ფინეთს ეწვია.

ფინეთის მხარდაჭერით, ესტონეთის დიპლომატიურ სკოლაში, ყოველწლიურად საქართველოდან 4 წარმომადგენელს აქვს შესაძლებლობა გაიაროს 9 თვიანი სასწავლო კურსი თემაზე - საერთაშორისო ურთიერთობები და ევროპული ინტეგრაცია.

ფინეთის მთავრობამ, გაერო-ს განვითრების ოფისთან (UNDP) ერთად, განახორციელა ბორჯომი-ხარაგაულის სატყეო ეკოსისტემების აღდგენის და წყლის მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესების პროექტები.

ფინეთი აქტიურადაა ჩართული საქართველოში ევროკავშირის TWINING პროექტების განხორციელების პროცესში.

ფინანსთა სამინისტროს აკადემია მჭიდროდ თანამშრომლობს ფინეთის საჯარო მმართველობის ინსტიტუტთან ევროკავშირის პროექტის ფარგლებში. პროექტის მიზანია აკადემიის ინსტიტუციური შესაძლებლობის გაძლიერება, მაღალი ხარისხის სატრენინგო და პროფესიული კარიერის განვითარების უზრუნველყოფა ფინანსთა სამინისტროს სისტემაში და სხვა სექტორებისთვის. ასევე, აქტიურია თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში.

ბმულები:

ფინეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო
ფინეთის რესპუბლიკის მთავრობა
ფინეთის რესპუბლიკის ედუსკუნტა (პარლამენტი)