ურთიერთობები საქართველოსა და ქუვეითს შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ქუვეითს შორის დამყარდა 1992 წლის 3 სექტემბერს.

საქართველოს ელჩები ქუვეითში:

  • როლანდ ბერიძე - 20.06.2014-დღემდე (რეზიდენციით ქ. ქუვეითი)
  • ეკატერინე მაიერინგ-მიქაძე - 16.04.2009-31.10.2012
  • გოჩა ჯაფარიძე - 01.01.2007-2009
  • ეკატერინე მაიერინგ-მიქაძე - 06.09.2004-01.01.2007

ქუვეითის ელჩები საქართველოში:

  • ბ-ნი მუბარაქ ალ-სეჰაიანი - (რეზიდენციით ქ. ბუქარესტი) 2013 წლის ოქტომბრიდან დღემდე;
  • ბ-ნი ფაჰად ჰაჯარ ალ მეთაირი - (რეზიდენციით ქ. ბუქარესტი) 23.06.2010- 2013 სექტემბრამდე.

თანამშრომლობის სფეროები:

საქართველოსა და ქუვეითის სახელმწიფოს შორის ურთიერთობების განვითარების მიზნით, მხარეებს შორის მიმდინარეობს მუშაობა ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციების გამართვის, მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის, საკანონმდებლო უწყებებს შორის კონტაქტების დამყარების, სამართლებრივი ბაზის განვითარების და სხვადასხვა სფეროში (სავაჭრო-ეკონომიკური, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და ტურიზმის სფეროები) მჭიდრო და ურთიერთსასარგებლო თანამშრმლობის ხელშეწყობის მიმართულებით.

ბმულები:

ქუვეითის საგარეო საქმეთა სამინისტრო