ურთიერთობები საქართველოსა და ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიას შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

საქართველოს არ აქვს დამყარებული დიპლომატიური ურთიერთობა ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიასთან. მიუხედავად ამისა, მრავალმხრივ ფორმატში საქართველო ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიასთან ურთიერთობს გაეროში მიღებული საერთაშორისო სახელით - ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია - FYROM. მაკედონია საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანებულია ამავე სახელით.

ცნობა: 1993 წელს მაკედონია გაერო-ში მიღებულ იქნა დროებითი საერთაშორისო სახელწოდებით „ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია", მანამდე, სანამ გადაწყდება დავა საბერძნეთთან აღნიშნული სახელმწიფოს დასახელებასთან დაკავშირებით.