ურთიერთობები საქართველოსა და შვედეთის სამეფოს შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და შვედეთის სამეფოს შორის დამყარდა 1992 წლის 19 სექტემბერს.

შვედეთის სამეფოში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენბლობა გაიხსნა 2006 წელს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები შვედეთის სამეფოში:

  • მალხაზ კაკაბაძე 2016 -დღემდე
  • კონსტანტინე ქავთარაძე 2011-2015
  • ამირან კავაძე 2006-2011

შვედეთის საელჩო თბილისში სკანდინავიის ქვეყნების ერთადერთი დიპლომატიური წარმომადგებლობაა, რომელიც 2010 წელს გაიხსნა.

შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში:

  • მარტინა ქვიქი 2014 - დღემდე
  • დიანა იანსე 2010-2014

2006-2009 წლებში საქართველოს გადაფარვა ხორციელდებოდა შვედეთის სამეფოდან

  • ჰანს გუნარ ადენი 2006-2009

1995-2005 წლებში საქართველოს გადაფარვა ხორციელდებოდა რუსეთის ფედერაცაში შვედეთის საელჩოს მიერ

  • იოჰან მოლანდერი 2005-2006
  • ჰენიკ სვენ ჰირდმანი 1995-2005

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები

საქართველოსა და შვედეთის სამეფოს შორის სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზა მოიცავს 6 შეთანხმებას, რომლებიც არეგულირებს განვითარების კუთხით თანამშრომლობის, ინვესტიციების წახალისების, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების სფეროებს.

საქართველოსა და შვედეთის სამეფოს შორის ურთიერთობები ინტენსიურად ვითარდება, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში. მნიშვნელოვანია შვედეთის, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის თანაავტორის, აქტიური მხარდაჭერა და ჩართულობა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში. შვედეთი დიდ როლს თამაშობს „EaP“ ინიციატივის ეფექტური განხორციელების ხელშეწყობის კუთხით.

განვითარების სფეროში თანამშრომლობის მიზნით, შვედეთის სამეფოს მთავრობა, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით (SIDA), მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს საქართველოს. ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ის წარმოადგენს ერთ-ერთ უმთავრეს დონორს საქართველოსთვის. თანამშრომლობის შესახებ სტრატეგია 2014-2020 წლებისთვის ითვალისწინებს შემდეგ მიმართულებებს: ევროკავშირში ეკონომიკური ინტეგრაციის გაძლიერება და ფუნქციონირებადი საბაზრო ეკონომიკის განვითარება; დემოკრატიის გაძლიერება, ადამიანის უფლებების პატივისცემა და სახელმწიფოს განვითარება კანონის უზენაესობის ფარგლებში; გარემოს გაუმჯობესება გარემოზე ზეგავლენის შემცირებით და მდგრადობის გაძლიერება გარემოს ზემოქმედებაზე და კლიმატის ცვლილებაზე.

2009 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში და მოიცავს რამდენიმე მიმართულებას, მათ შორის, გამოცდილების გაზიარებას საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობის მიზნით.

საკონონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობა თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა 2013 წელს, შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარის, პერ ვესტერბერგის საქართველოში ვიზიტის ფარგლებშიც გაიმართა რიკსდაგის საქართველოსთან საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის პროექტის ინაუგურაცია. საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის 2013-2014 წლების პროექტის ფარგლებში განხორციელდა პარლამენტარებს შორის გამოცდილების გაზიარება, გაცვლითი ვიზიტები, საქართველოს პარლამენტის წევრების სასწავლო ტურები.

უკანასკნელ წლებში განხორციელდა არაერთი საგანმანათლებლო და კულტურული პროექტი. მათ შორის მნიშვნელოვანია: სტოკჰოლმის ეთნოგრაფიულ მუზეუმის ”Skansen” თანამშრომლობა საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან. წარმატებით თანამშრომლობენ სტოკჰოლმის ბიზნეს-ისტორიის ცენტრი და საქართველოს ძმები ნობელების სახელობის მუზეუმი; მალმოს უნივერსიტეტში მოქმედებს ქართული ენის შემსწავლელი კურსები და კავკასიის შემსწავლელი ცენტრი; ფოლკე ბერნადოტის აკადემია (Folke Bernadotte Academy) ყოველწლიურად ატარებს მოკლევადიან სასწავლო კურსებს, რომელშიც მონაწილეობენ საქართველოს წარმომადგენლები.


ბმულები:

საქართველოს საელჩო შვედეთის სამეფოში და ფინეთის რესპუბლიკაში
შვედეთის სამეფოს საელჩო საქართველოში
შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბ-ნი კარლ ბილდტის ვებ-ბლოგი
შვედეთის სამეფო ოჯახი
შვედეთის სამეფოს მთავრობა
შვედეთის სამეფოს რიკსდაგი (პარლამენტი)
შვედეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობა