ურთიერთობები საქართველოსა და ჩილეს რესპუბლიკას შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

საქართველოსა და ჩილეს რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1993 წლის 7 ივლისს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ჩილეს რესპუბლიკაში:

  • გელა სეხნიაშვილი (რეზიდენციით ქ. ბუენოს-აირესი) - 2013 წლის 4 აპრილიდან დღემდე.

ჩილეს რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში:

  • ხოსე ლუის მორალეს მოლინე (რეზიდენციით ქ. ფრანკფურტი) - 2013 წლის 28 თებერვლიდან 2014 წლის 28 თებერვლამდე.

პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებასთან ერთად, გრძელდება მუშაობა ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგზე ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, კულტურის და განათლების სფეროებში. მხარეებს შორის მოქმედებს პოლიტიკური კონსულტაციების მექანიზმი, მიმდინარეობს მუშაობა ორმხრივი სამართლებრივი ბაზის განვრცობაზე. მხარეები აქტიურად თანამშრომლობენ საერთაშორისო ფორუმების ფარგლებში საერთო ინტერესის მატარებელ საკითხებზე.

ბმულები:

ჩილეს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო