ურთიერთობები საქართველოსა და ხორვატიის რესპუბლიკას შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

საქართველოსა და ხორვატიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1993 წლის 1 თებერვალს.

2007-2010 წლებში ხორვატიის გადაფარვა ხორციელდებოდა საბერძნეთში საქართველოს საელჩოდან, ხოლო 2010 წლიდან უნგრეთში საქართველოს საელჩოს მიერ. საქართველოს გადაფარვა ხორციელდება საბერძნეთში ხორვატიის საელჩოს მიერ.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ხორვატიის რესპუბლიკაში რეზიდენციით ბუდაპეშტში:

  • ზაზა კანდელაკი 2013 - დღემდე;
  • ზვიად ჭუმბურიძე 2010 – 2013.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ხორვატიის რესპუბლიკაში რეზიდენციით ათენში:

  • ირაკლი თავართქილაძე 2007-2010.

ხორვატიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში რეზიდენციით ათენში:

  • ივან ველიმირ სტარჩევიჩი (Ivan Velimir Starčević) - 2013 - დღემდე;
  • ვესნა ცვეტკოვიჩ კურელეცი (Vesna Cvjetkovic Kurelec) - 2010 – 2013;
  • ნევენ მადეი (Neven Madey) - 2005 – 2008;
  • ტატიანა კრალი დრაგანიჩი (Tatjana Kralj Draganić) - 2003 – 2004;
  • დანიელ ბუჩანი (Daniel Bučan) - 2002 – 2003.

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები:

საქართველოსა და ხორვატიას შორის ორმხრივი ურთიერთობები ნაკლებად აქტიურია, თუმცა, წარმატებულია თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

ამასთან, საქართველოსა და ხორვატიას შორის გაფორმებულია ოთხი საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლებიც მოიცავს ეკონომიკისა და კულტურის სფეროებს, ასევე არეგულირებს თანამშრომლობას ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის.


მულები:

საქართველოს საელჩო ხორვატიაში (რეზიდენციით ქ. ბუდაპეშტი)
ხორვატიის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტრო
ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტი
ხორვატიის რესპუბლიკის პარლამენტი
ხორვატიის რესპუბლიკის მთავრობა