ურთიერთობები საქართველოსა და ალბანეთს შორის

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ალბანეთს შორის დამყარდა 1993 წლის 8 ივლისს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ალბანეთში (რეზიდენციით ქ. ანკარა):

  • ირაკლი კოპლატაძე - 2013 - დღემდე
  • ტარიელ ლებანიძე - 2009 - 2012
  • გრიგოლ მგალობლიშვილი - 2006 - 2008

ალბანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში (რეზიდენციით ქ. ანკარა):

  • გენტი გაჟელი (Genti Gazheli), დანიშნული ელჩი – 2016 - დღემდე
  • გენჯი მუჩაი (Genci MUÇAJ) - 2013- 2016
  • ალთინ კოდრა (Altin Kodra) - 2009- 2013
  • ნერითან კოლგინი (Neritan Kolgjini), საქმეთა დროებითი რწმუნებული - 2006 – 2009
  • იონუზ ბეგაი (Ionutz Begai) - 2003 - 2006
  • შაქირ ვუკაი (Shakir Vukai) - 1998 - 2003
  • არბენ ჯიჯი (Arben Cici) - 1998

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები:

ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობები ნაკლებად დინამიურია, თუმცა, აქტიურია საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

გაფორმებულია სამი საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც არეგულირებს ორი ქვეყნის საგარეო და თავდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობას, ასევე დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლას.

ამასთან, საქართველოსა და ალბანეთს შორის, თანამშრომლობის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს იუსტიციის სფეროში წარმატებული რეფორმების გამოცდილების გაზიარება.

ბმულები:

ალბანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
ალბანეთის პრეზიდენტი
ალბანეთის პარლამენტი
ალბანეთის პრემიერ-მინისტრი