ორმხრივი ურთიერთობები

ურთიერთობები რეგიონის ქვეყნებთან

საქართველოსათვის მნიშვნელოვანია რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობების განვითარება და განმტკიცება, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში ურთიერთინტერესებზე დამყარებული პოლიტიკური თანამშრომლობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამყარებას, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ სფეროებში ურთიერთობების გაღრმავებას.

საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან - აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკულ, სატრანსპორტო  და კულტურის სფეროებში. ქვეყნის წინაშე არსებული მიზნების მისაღწევად, მნიშვნელოვანი იქნება მხარეებს შორის ვიზიტების ურთიერთგაცვლის არსებული აქტიური დინამიკის შენარჩუნება და ძალისხმევის გააქტიურება სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის დასრულების მიზნით.

საქართველო ესწრაფვის მჭიდრო პოლიტიკური დიალოგის კიდევ უფრო გაღრმავებას და სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ენერგეტიკისა და კულტურის სფეროებში ურთიერთობის შემდგომ განვითარებას თურქეთის რესპუბლიკასთან, რომელიც  საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს წარმოადგენს. ამ მხრივ, მნიშვნელოვანი იქნება ურთიერთქმედება მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს ფარგლებში.

ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის და სატრანსპორტო დერეფნის განვითარების თვალსაზრისით, აზერბაიჯანთან და თურქეთთან პრიორიტეტული იქნება „სამხრეთის დერეფნისა“ და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტების განხორციელება. რეგიონული პარტნიორობის განვითარების კონტექსტში, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაღრმავება საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივ ფორმატში.

სომხეთის რესპუბლიკასთან მიმართებაში, საქართველოს მიზანია ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებული კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შემდგომი განვითარება. მნიშვნელოვანი იქნება ურთიერთხელსაყრელი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, ასევე მუშაობის გააქტიურება სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის დასრულების მიზნით.

მნიშვნელოვანია მჭიდრო პარტნიორობის გაგრძელება, შავი ზღვის რეგიონში საქართველოს მოსაზღვრე ბულგარეთის რესპუბლიკასთან და რუმინეთთან. მათთან ურთიერთობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების, სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროებში თანამშრომლობას, მათ შორის სატრანსპორტო-ენერგეტიკული სატრანზიტო დერეფნის განვითარებასა და ერთობლივი ეკონომიკური და საინვესტიციო პროექტების განხორციელებას. გაგრძელდება ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა ნატოში გაწევრიანებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში, აღნიშნული ქვეყნების მხარდაჭერის შენარჩუნებისა და გამოცდილების გაზიარების, ასევე კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში ურთიერთობების განვითარების მიმართულებით.

საქართველო მიისწრაფვის, რეგიონის ქვეყნებთან - უკრაინასთან და მოლდოვის რესპუბლიკასთან მეგობრული და ურთიერთსასარგებლო, მჭიდრო თანამშრომლობის  გაღრმავებისაკენ. გასათვალისწინებელია, რომ უკრაინა და მოლდოვა, საქართველოსთან ერთად დღეს ისეთი საერთო გამოწვევების წინაშე დგანან, რაც საფრთხეს უქმნის მათ ტერიტორიულ მთლიანობასა და საზღვრების ურღვევობას, ევროკავშირში ინტეგრაციასა და ევროპულ ღირებულებებზე დამყარებული თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობის პროცესის გაღმავებას. საქართველო-უკრაინასა და საქართველო-მოლდოვას შორის არსებული, ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობებისა და საერთო თანამედროვე გამოწვევების კონტექსტის გათვალისწინებით, პრიორიტეტულია ევროინტეგრაციის კუთხით ურთიერთდახმარებაზე, წარმატებულ რეფორმებთან დაკავშირებით გამოცდილების ურთიერთგაზიარებაზე დაფუძნებული, მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება და საერთო გამოწვევების წინააღმდეგ, მხარეებს შორის, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის გაფართოება.

საქართველოს მიზანია რუსეთის ფედერაციასთან დაძაბული ურთიერთობების დეესკალაცია და საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობის პატივისცემის საფუძველზე ურთიერთობების ნორმალიზაცია, რისი საწინდარიც უნდა გახდეს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაცია და მის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების გაუქმება.
უსაფრთხოების, სტაბილურობის, იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების მთავარი ფორმატი, კვლავ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები იქნება. საქართველო და რუსეთს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობების დეესკალაციისთვის, საქართველო, საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენებს საქართველოს მთავრობის ინიციატივით რუსეთთან ჩამოყალიბებულ არაფორმალური პირდაპირი დიალოგის ფორმატს, სადაც განიხილება ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული ვაჭრობის, სატრანსპორტო კავშირებისა და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების სფეროებთან დაკავშირებული ის პრაქტიკული საკითხები, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებების მიღმა რჩება. საქართველო, საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობების დეესკალაციას არ განიხილავს, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ალტერნატივად. ეს ორი პროცესი პარალელურ რეჟიმში წარიმართება - საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი, რომელიც ქართველი ხალხის თავისუფალი ნების გამოხატულებაა, გადასინჯვას არ ექვემდებარება.

საქართველოსთვის მნიშვნელოვანია  კეთილმეზობლური ურთიერთობების გაგრძელება ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან, რომლის როლი ძალზედ მნიშვნელოვანია, რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. საერთაშორისო გარემოს გათვალისწინებით, საქართველო გააგრძელებს ირანთან ორმხრივი ურთიერთობების წარმართვას ეკონომიკის, კულტურისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების, ასევე სატრანსპორტო და ენერგეტიკულ საკითხებში თანამშრომლობის განვითარების კუთხით.

ასევე გაგრძელდება მეგობრული ურთიერთობების განვითარება ბელარუსის რესპუბლიკასთან, პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარების გზით. 

ურთიერთობები ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებთან

საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავება, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით განსაზღვრული, ოთხი მიმართულების გათვალისწინებით, რომელიც მოიცავს უსაფრთხოებასა და თავდაცვას; ეკონომიკას, ვაჭრობასა და ენერგეტიკას; დემოკრატიულ მმართველობასა და სამოქალაქო საზოგადოებას; ხალხთაშორის და კულტურულ კონტაქტებს.
საქართველო ასევე გააგრძელებს აშშ-სთან წარმატებულ თანამშრომლობას „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ (MCC) ფარგლებში. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება. ამ მხრივ, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება როგორც მთავრობათაშორისი, ისე ბიზნესწრეებს შორის ურთიერთობების გასაღრმავებლად.

საქართველოსთვის პრიორიტეტულია აშშ-ის კონგრესთან და მასში წარმოდგენილ ორივე პოლიტიკურ პარტიასთან ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელება, მათ შორის აშშ-ის კონგრესის დელეგაციების საქართველოში ვიზიტების, ასევე უმაღლესი და მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების ურთიერთგაცვლის პოზიტიური დინამიკის გაზრდა.

გადაიდგმება ნაბიჯები, აშშ-ის საზოგადოების ყველა სეგმენტთან, მათ შორის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან, მასმედიასთან, საგანმანათლებლო და სამეცნიერო, დაწესებულებებთან, კვლევით ცენტრებთან, კულტურულ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საქართველოს მხარდამჭერ ჯგუფებთან, აშშ-ში ქართულ დიასპორასთან, ახალგაზრდულ გაერთიანებებთან თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით. მნიშვნელოვანია, აგრეთვე, საქართველოსა და რუსეთს შორის ჟენევის ფორმატში მიმდინარე მოლაპარაკებებში, აშშ-ის აქტიური ჩართულობის შენარჩუნება და ზოგადად, ორ ქვეყანას შორის მრავალმხრივ ფორმატებში არსებული ტრადიციული წარმატებული თანამშრომლობის შემდგომი განმტკიცება.

საქართველო ესწრაფვის კანადასთან, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ეკონომიკურ და პოლიტიკურ აქტორთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების ეტაპობრივ განვითარებას. საქართველოსათვის მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში კანადის მხარდაჭერა და მასთან სავაჭრო ეკონომიკური კავშირების გაღრმავება. აღნიშნულის მისაღწევად, განხორციელდება ძალისხმევა, ქვეყნებს შორის ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის, პარლამენტთაშორისი ურთიერთობების გააქტიურების, სამართლებრივი ბაზის განვითარების, კანადაში საქართველოს ცნობადობის ამაღლების, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისა და ორ ქვეყანას შორის მრავალმხრივ ფორმატებში არსებული თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებებით. 

ურთიერთობები ევროპის ქვეყნებთან

საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას ევროპის ქვეყნებთან მჭიდრო, ურთიერთსასარგებლო პარტნიორული თანამშრომლობის ჩამოყალიბება/გაღრმავება წარმოადგენს, რომელსაც ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ყურადღება დაეთმობა ევროპის ქვეყნებთან ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, ჰუმანიტარული და სოციალური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას. გარდა ამისა, ევროპის ქვეყნებთან პარტნიორული თანამაშრომლობის გაძლიერებას მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერის, საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების შეუქცევადობის, ასევე მშვიდობიანი გზით ქვეყნის დეოკუპაციის უზრუნველყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თვალსაზრისით.

საქართველოს მთავარი საგარეო პოლიტიკური ამოცანების განხორციელების თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესი იქნება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან თანამშრომლობის გაღრმავება და გაფართოება, ასევე გერმანიის მეტი ჩართულობის უზრუნველყოფა საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროცესში. განსაკუთრებული ძალისხმევა განხორციელდება საქართველოში გატარებული რეფორმების შედეგების, გერმანიაში სრულფასოვნად წარმოჩენისა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობის გაზრდის  უზრუნველყოფის მიმართულებით. ხელი შეეწყობა საქართველოსა და გერმანიის დარგობრივ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის განვითარებასა და საქართველოში გრძელვადიანი ინვესტიციების განხორციელების მიზნით გერმანული ბიზნესის მოზიდვას. საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი იქნება გაგრძელდეს გერმანიის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა.

დიდი ყურადღება დაეთმობა საფრანგეთის რესპუბლიკასთან ორმხრივი კონტაქტების კიდევ უფრო გაღრმავებას, მათ შორის, მნიშვნელოვანი იქნება ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერება, ასევე საქართველოში გატარებული რეფორმების შედეგების საფრანგეთში სრულფასოვნად წარმოჩენა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობის გაზრდის უზრუნველყოფა. ასევე მნიშვნელოვანი იქნება საფრანგეთის მხარდაჭერის განმტკიცება ფრანკოფონურ ქვეყნებთან კონტაქტების დამყარების, განვითარების და არაღიარების პოლიტიკის განხორციელების პროცესში.

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოსთან გაღრმავდება არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა „უორდროპის დიალოგის“ ფარგლებში საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის საქმეში ბრიტანული გამოცდილების გაზიარების, საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ენერგოდერეფნის შემდგომი განვითარების, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების, საქართველოს ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერის და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გატარების თვალსაზრისით.

დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების გაგრძელებას ევროკავშირის წევრ ბალტიის რეგიონისა და ვიშეგრადის ქვეყნებთან. ამ ქვეყნების მხარდაჭერა და მათი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვან სარგებელს, მათ შორის, სტიმულს აძლევს საქართველოს, არსებული გამოწვევების მიუხედავად, განაგრძოს დემოკრატიული გარდაქმნებისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსი. გაგრძელდება თანამშრომლობა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის, უსაფრთხოების ხელშეწყობის, ასევე ევროკავშირში ინტეგრაციისა და ნატო-ში გაწევრიანების პროცესში, აღნიშნული ქვეყნების მხარდაჭერის და მათი გამოცდილების გაზიარების მიმართულებით. გაძლიერდება ძალისხმევა ურთიერთსასარგებლო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობისა და ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.

სტრატეგიულ ურთიერთობები  ბალტიის რეგიონის ქვეყნებთან და მათი მხარდაჭერა განსაკუთრებით ღირებულია ქვეყნის განვითარების ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე. გადაიდგმება ნაბიჯები ბალტია-შავი ზღვის რეგიონული თანამშრომლობის არსებული პოტენციალის სრულად გამოყენების, მათ შორის, ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განხორციელების თვალსაზრისით. ძალისხმევა მიმართული იქნება როგორც ორმხრივი დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავების, ისე რეგიონული სატრანსპორტო-ენერგეტიკული პროექტების განხორციელებისკენ. გაგრძელდება მუშაობა მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიების შექმნისა და მათი ეფექტიანი ამოქმედების კუთხით. პრიორიტეტული იქნება გამოცდილების გაზიარება ელექტრონული მმართველობისა (e-governance) და კიბერუსაფრთხოების სფეროებში.

ვიშეგრადის ჯგუფის წევრ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების გარდა, გააქტიურდება თანამშრომლობა თავად ამ რეგიონულ გაერთიანებასთან. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ბალტიისა და ვიშეგრადის ქვეყნების კონკრეტული ინიციატივების განხორციელებას, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოსთვის გამოცდილების გაზიარებას.

საქართველოსთვის მნიშვნელოვანია შვეიცარიის კონფედერაციის ძალისხმევა, მისი მეშვეობით, რუსეთსა და საქართველოს შორის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების განხორციელების საქმეში. კვლავ აქტუალურია, რომ შვეიცარიამ, როგორც რუსეთის ფედერაციასთან მედიატორმა ქვეყანამ, გააგრძელოს დაკისრებული ფუნქციების შესრულება. ამავე თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია შვეიცარიის როლი საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ბრუნვის მონიტორინგის მექანიზმის ძირითადი პრინციპების შესახებ შეთანხმების შესრულების პროცესში. ხელი შეეწყობა შვეიცარიასთან ეკონომიკურ და პოლიტიკურ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას, მათ შორის საქართველოში შვეიცარიის საინვესტიციო პოტენციალის მოზიდვის გზით.

კავკასიის და შავი ზღვის რეგიონით ავსტრიის რესპუბლიკის დაინტერესება კარგ შესაძლებლობას იძლევა კიდევ უფრო გაღრმავდეს არსებული თანამშრომლობის დინამიკა და გამოიძებნოს ახალი სფეროები სამომავლო ურთიერთობებისთვის. ხელი შეეწყობა ავსტრიასთან ურთიერთობების არსებული დინამიკის შენარჩუნებას, სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალის ამოქმედებას, ასევე კულტურის სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

ძირითადად, ურთიერთობების შემდგომი განვითარების - მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებისა და ინვესტიციების მოზიდვის - ხელშეწყობა მოხდება ბენილუქსის ქვეყნებთან.
გააქტიურდება ურთიერთობა სამხრეთ ევროპის ქვეყნებთან, განსაკუთრებით პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სამეცნიერო სფეროებში. მნიშვნელოვანი იქნება ესპანეთის სამეფოსა და პორტუგალიის რესპუბლიკის მხარდაჭერის განმტკიცება ესპანურენოვან და ლუზოფონურ ქვეყნებთან კონტაქტების დამყარებისა და განვითარების, ასევე არაღიარების პოლიტიკის განხორციელების პროცესში.

მნიშვნელოვანია საბერძნეთის რესპუბლიკასთან და კვიპროსის რესპუბლიკასთან პოლიტიკური და ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების გაღრმავება. ქვეყნებში არსებული მრავალრიცხოვანი ქართული დიასპორის ფაქტორის გათვალისწინებით, გააქტიურდება ორმხრივი თანამშრომლობა ქართული დიასპორების ინტერესების გატარებისა და დაცვის მიმართულებით.

საქართველო გააღრმავებს ეკონომიკურ, სავაჭრო და კულტურული სახის კავშირებს სკანდინავიის სახელმწიფოებთან. ენერგოსფეროში სკანდინავიის რეგიონის მდიდარი პოტენციალის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი იქნება მათი გამოცდილების გაზიარება და ამ სექტორში სკანდინავიის ქვეყნებიდან ინვესტიციების მოზიდვა.

ბოლო ათწლეულში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების გათვალისწინებით, ბალკანეთის რეგიონის ქვეყნები აქტუალურ მნიშვნელობას იძენს საქართველოსთვის. აღნიშნული ქვეყნების ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებიდან და ამ სტრუქტურებში მათი სტატუსიდან (წევრი, გაწევრიანების კანდიდატი ან ასპირანტი ქვეყანა) გამომდინარე, მნიშვნელოვანი იქნება შემდგომი დიალოგის წარმართვა, გამოცდილების გაზიარებისა, თუ ურთიერთმხარდამჭერი პოზიციების მოპოვების თვალსაზრისით.

ურთიერთობები აზიის ქვეყნებთან

საქართველო, როგორც ევროპის აზიასთან დამაკავშირებელი ბუნებრივი რგოლი, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და გლობალური უსაფრთხოების სფეროებში. ჩვენი მიზანია საქართველოს, როგორც ისტორიულად ჩამოყალიბებული აბრეშუმის გზის ქვეყნის, ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი სატრანზიტო ფუნქციის მაქსიმალური გამოყენება და დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ხალხის, საქონლის, მომსახურებისა და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილების ხელშეწყობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით ნახშირწყალბადების ტრანსპორტირება ევროპისაკენ და აქედან გამომდინარე ორმხრივი სატრანსპორტო ურთიერთობების ინტენსიფიკაცია და კომუნიკაციებისა და ინფრასტრუქტურის სრულყოფა, ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნებში ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობა და ტურისტებისა და ინვესტიციების მოზიდვა.

ახლო აღმოსავლეთის რეგიონი დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური კვანძია - ამ რეგიონში განვითარებული პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები გავლენას ახდენს მთელს მსოფლიოზე. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში ხელშესახები წინსვლა. საქართველო სასიცოცხლოდაა დაინტერესებული მის უშუალო სამეზობლოში არასტაბილურობის აღმოფხვრით და მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას გადადგას ეფექტიანი ნაბიჯები კონფლიქტის მოგვარებისთვის, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ძალადობის შეწყვეტისა და ადამიანთა ღირსების, უსაფრთხოების და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის ისტორიულად ჩამოყალიბებული მჭიდრო კავშირების გათვალისწინებით, საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისრაელის სახელმწიფოსთან პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი განვითარება პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ-საგანმანათლებლო, ტურიზმის, ტექნოლოგიების, ინვესტიციებისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების სფეროებში.

მნიშვნელოვანია ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარება არაბულ სახელმწიფოებთან. საქართველოსათვის პრიორიტეტულია სხვადასხვა მიმართულებებით თანამშრომლობის დიდი პოტენციალის გამოყენება და რეგიონში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლება. საქართველო ესწრაფვის არაბულ სახელმწიფოებთან სავაჭრო-ეკონომიკური, მათ შორის, საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, კულტურული, საგანმანათლებლო და ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარებას.

პრიორიტეტს წარმოადგენს ურთიერთობების განვითარება არაბულ სახელმწიფოთა რეგიონულ ორგანიზაციებთან, როგორიცაა არაბული სახელმწიფოების ლიგა (League of Arab States) და სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭო (GCC).

საქართველო ესწრაფვის ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, რომელიც მსოფლიოს ნომერ მეორე ეკონომიკას წარმოადგენს და შედის საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულში. საქართველოს ამოცანაა ჩინეთთან პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავება და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარება, მათ შორის ჩინეთის ბაზარზე საქართველოს პროდუქციის ექსპორტის მოცულობისა და ქართულ ბაზარზე ჩინური ინვესტიციების მოცულობის გაზრდის კუთხით. ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებაა ასევე თანამშრომლობა „ახალი აბრეშუმის გზის“ პროექტის აღორძინების კუთხით, რათა სრულად იქნას გამოყენებული საქართველოს, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ტრადიციული სატრანზიტო დერეფნის პოტენციალი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მხარეთა მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელება ისეთ პრინციპულ საკითხებში, როგორებიცაა სახელმწიფოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.

საქართველო განაგრძობს იაპონიასთან, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ეკონომიკასა და პოლიტიკურ ძალასთან, ტრადიციულად მეგობრულ და მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებს როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. საქართველოსათვის მნიშნელოვანია ორ ქვეყნას შორის არსებული თანამშრომლობის პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება როგორც პოლიტიკური თანამშრომლობის, ისე დემოკრატიული განვითარების, სავაჭრო-ეკონომიკური, მათ შორის საინვესტიციო პოტენციალის მოზიდვის თვალსაზრისით, ასევე სატრანსპორტო და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში.

გაგრძელდება მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და ქვეყნებს შორის პოლიტიკის, ეკონომიკისა და ხალხთაშორისო ურთიერთობების სფეროში თანამშრომლობის არსებული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება ინდოეთის რესპუბლიკასთან, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დინამიურად განვითარებად ქვეყანას წარმოადგენს.

გაგარძელდება ძალისხმევა პოლიტიკური დიალოგისა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების მიმართულებით სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონის ქვეყნებთან, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში საქართველოს ცნობადობის გაზრდას, საერთაშორისო ფორმატებში მხარდაჭერის მოპოვებას და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. 

ურთიერთობები ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებთან

საქართველო ისწრაფვის ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღმავებისაკენ. ამ მიმართულებით პრიორიტეტს წარმოადგენს მაღალი დონის ორმხრივი პოლიტიკური დიალოგის წარმოება, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობა, რეგიონში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლება სხვადასხვა სახის კულტურული პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელების გზით. განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება უწყებათაშორის და საპარლამენტო თანამშრომლობის კომპონენტებს.

საქართველო განაგრძობს თანამშრომლობის განვითარებას ისეთ რეგიონულ ორგანიზაციებთან როგორიცაა „ამერიკულ სახელმწიფოთა ორგანიზაცია“, (OAS), „კარიბეთის საზოგადოება“, (CARICOM), „ცენტრალური ამერიკის ინტეგრაციის სისტემა“, (SICA), მათ შორის დემოკრატიული რეფორმებისა და კარგი მმართველობის სფეროში. საქართველო მზად არის გამოცდილების გაზიარებისთვის ბიუროკრატიული ბარიერების აღმოფხვრისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირების მიმართულებებით.

საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან, როგორც რეგიონის წამყვან მოთამაშესთან მჭიდრო თანამშრომლობის გაღრმავება, რაც გულისხმობს პოლიტიკური, ეკონომიკური, სავაჭრო, საგანმანათლებლო, კულტურული, ხალხთაშორისი ურთიერთობების გააქტიურებას და საპარლამენტო კავშირების ხელშეწყობას. გაღრმავდება პარტნიორული ურთიერთობები რეგიონის მნიშვნელოვან მოთამაშესთან მექსიკ შეერთებულ შტატებთან, პოლიტიკურ, ეკონომიკის, ვაჭრობის, კულტურისა და საგანმანათლებლო სფეროებში. მექსიკა, სტრატეგიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, საქართველოსათვის გარკვეულწილად წარმოადგენს ცენტრალური ამერიკის რეგიონის ქვეყნებთან დამაკავშირებელ რგოლს. საგარეო უწყება გააგრძელებს ძალისხმევას ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარების მიზნით რეგიონის კიდევ ერთ წამყვან სახელმწიფოსთან, არგენტინის რესპუბლიკასთან. ყურადღება გამახვილდება ეკონომიკის, ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის, კულტურის, განათლების სფეროებსა და საპარლამენტო თანამშრომლობის განვითარებაზე.

ურთიერთობები ავსტრალიასთან და ოკეანეთის ქვეყნებთან

საქართველოსთვის პრიორიტეტულია პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი განმტკიცება ავსტრალიის თანამეგობრობასთან და ახალ ზელანდიასთან - მსოფლიოს ერთ-ერთ მოწინავე დემოკრატიებთან და და ოკეანეთის ლიდერ სახელმწიფოებთან. ავსტრალია და ახალი ზელანდია წარმოადგენენ საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორებს, როგორც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, ისე ოკეანეთის რეგიონში საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მხარდაჭერის თვალსაზრისით.

საქართველოსა და ოკეანეთის რეგიონს შორის დიდი გეოგრაფიული დისტანციის მიუხედავად, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია ოკეანეთის რეგიონში საქართველოს ჩართულობა და კუნძულოვან სახელმწიფოებთან ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარება. აღნიშნული აქტივობა მნიშვნელოვანია ოკეანეთის რეგიონში საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდის თვალსაზრისით, განსაკუთრებით საქართველო-რუსეთის კონფლიქტისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის თვალსაზრისით.

ურთიერთობები აფრიკის კონტინენტის ქვეყნებთან

საქართველო ესწრაფვის აფრიკის კონტინენტის ქვეყნებთან პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული და სხვა სახის კავშირების განმტკიცებას და თანამშრომლობის პოზიტიური დღის წესრიგის განვითარებას, მათ შორის დაინტერესებული სახელმწიფოებისთვის საქართველოს რეფორმატორული გამოცდილების გაზიარებას ინსტიტუციური და კარგი მმართველობის სფეროში.

ამ კუთხით მნიშვნელოვანია ასევე ურთიერთობების განვითარება აფრიკის სახელმწიფოთა რეგიონულ ორგანიზაციებთან, განსაკუთრებით აფრიკის კავშირთან, ისევე როგორც  ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება კონტინენტის ლიდერ სახელმწიფოებთან - სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან, ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკასთან და ნიგერიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან. საქართველოს საგარეო პოლიტიკის ამოცანაა აფრიკის რეგიონში საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდა, განსაკუთრებით საქართველო-რუსეთის კონფლიქტისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის თვალსაზრისით.

დაძმობილებული ქალაქები ქუთაისი და ნიუპორტი თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებს განიხილავენ

გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩის, თამარ ბერუჩაშვილის უელსში განხორციელებული პირველი ვიზიტის ფარგლებში, ელჩი და ქალაქ ქუთაისის მერი შოთა მურღულია ქ. ნიუპორტის მერიას ეწვივნენ, სადაც შეხვედრები გამართეს ქალაქის მერთან დევიდ ფოუვეზერთან და საკრებულოს ხელმძღვანელთან, დები ვილკოქსთან.


სამხრეთ აფრიკის კეიპის ღვინის რეგიონსა და კახეთს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას

19.06.2017 სტელენბოში - სამხრეთ აფრიკის დასავლეთ კეიპის პროვინციაში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, კეიპ ტაუნში საქართველოს საპატიო კონსულის, სამხრეთ აფრიკა-საქართველოს სავაჭრო პალატისა და ქვეყნის სხვადასხვა უწყებების ხელშეწყობით, ორი ღონისძიება გაიმართა.


​ათენში საბერძნეთსა და საქართველოს შორის სპორტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს

19.06.2017 ქ.ათენი  - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანა ელჩმა საბერძნეთსა და სერბეთის რესპუბლიკებში იოსებ ნანობაშვილმა შეხვედრა გამართა საბერძნეთის რესპუბლიკის სპორტის მინისტრთან გეორგიოს ვასილიადისთან.


​ჯაკარტაში საქართველოს საელჩოს ჩართულობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ინდონეზიის უნივერსიტეტს შორის პარტნიორული ურთიერთობები გაღრმავდება

19.06.2017 ქ.ჯაკარტა -  ინდონეზიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ინდონეზიის უნივერსიტეტში და საქართველოს საელჩოში გაიმართა ლექციები თემაზე: „პირველი ადამიანები აფრიკიდან: დმანისის (საქართველო) ადრეული პერიოდის ადამიანები“. ლექციები წაიკითხა ფილიპინების უნივერსიტეტის არქეოლოგმა მილენ ლისინგმა, რომელიც ...


„ფიროსმანი“ლიტვის სამეფო თეატრის შესრულებით

19.06.2017 - ქ. თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ლიტვის ქალაქ ტრაკაის  სამეფო თეატრმა  სპექტაკლი  „ფიროსმანი“ წარადგინა. ლიტვაში  აღნიშნული პროექტი საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით და ლიტვაში არსებული ქართული დიასპორული ორგანიზაცია „კახეთის“ ხელმძ...


ტორონტოში „ქართული საღამო“ გაიმართა

17.06.2017 ტორონტო, კანადა - ​კანადაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, საქართველოს პოპულარიზაციის აქციების ციკლმა „ქართული საღამოები“ სტარტი აიღო. „ქართული საღამოების“ პირველი ღონისძიება ქ. ტორონტოში სქარბოროუს მსოფლიო ფილმების ფესტივალის ფარგლებში გაიმართა, სადაც ნაჩვენები იქნა ქართველი რეჟ...


ბუდაპეშტში უნგრეთ–საქართველოს ბიზნეს ფორუმი გაიმართა

16.06.2017, ბუდაპეშტი - „ევროკავშირი–საქართველოს ბიზნესსაბჭოს“ (EUGBC) ორგანიზებით,  საქართველოსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებთან და უნგრეთის სავაჭრო–სამრეწველო პალატასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ევროპის სავაჭრო-სამრეწველო პალატათა ასოციაციისა და უნგრეთში საქართველოს საელჩოს ხელშეწ...


საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და საქართველო-ჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილე პეკინში სადღესასწაულო კონცერტით აღინიშნა

16.06.2017, პეკინი - ​საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კულტურის სამინისტროსა და ჩინელი ხალხის საზღვარგარეთის ქვეყნებთან მეგობრობის ასოციაციის ორგანიზ...


რუმინეთის პატრიარქმა საქართველოს ელჩი ბუქარესტში საერო პირებისათვის რუმინეთის საპატრიარქოს უმაღლესი ორდენით დააჯილდოვა

14.06.2017, ბუქარესტი - 14 ივნისს, რუმინეთის პატრიარქის დანიელის ინიციატივით, გაიმართა რუმინეთში საქართველოს ელჩთან, ილია გიორგაძესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა. შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და რუმინეთის მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის განსაკუთრებულად ახლო ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და ხელშეწყობისათვის, რუმინეთის პა...


ლიუბლიანაში შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმით ბარელიეფი გაიხსნა

14.06.2017, ლიუბლიანა - ​სლოვენიის დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ, „ნავიე“-ს სკვერში, „მსოფლიოს მზარდი წიგნების“ პროექტის ფარგლებში, გაიხსნა ბარელიეფი შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“ რამდენიმე აფორიზმით. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს „მსოფლიოს მზარდი წიგნების&ld...


ლიმაში საქართველოს დამოუკიდებლობისა აღდგენისა და ქართული კინოფილმების ფესტივალისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა

14.06.2017, ლიმა - ​ლიმაში პერუს რესპუბლიკაში საქართველოს საპატიო კონსულის ორგანიზებით გაიმართა ოფიციალური მიღება, რომელიც მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობისა აღდგენისა და ქართული კინოფილმების ფესტივალს. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს საპატიო კონსულმა პერუს რესპუბლიკაში პილარ დეზამ ...


​ვენეციის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის და ლიტერატურის შესწავლა მომავალშიც შესაძლებელი იქნება

13.06.2017 - საქართველოს ელჩმა იტალიაში კახა სიხარულიძემ, ვენეციის კა’ ფოსკარის პროფესორ გაგა შურღაიასთან ერთად, შეხვედრა გამართა იტალიის განათლების, უნივერსიტეტისა და კვლევის მინისტრის დიპლომატიურ მრჩეველთან. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა კა’ ფოსკარის უნივერსიტეტში ქართული ენის სწავლების გადარჩენა. წარმატებუ...


ირლანდიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმო მიღებით აღინიშნა

13.06.2017, დუბლინი - ​დუბლინში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მიღება გაიმართა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა და დუბლინის ლორდ მერმა ბრენდან კარმა. გამოსვლისას საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ისაუბრა...


ინდოეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი და საქართველო-ინდოეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა

​ინდოეთის ქ. მუმბაის  სასტუმრო „Taj Mahal Palace“-ში, საქართველოს საელჩოს სახელითა და ქ. მუმბაიში საქართველოს საპატიო საკონსულოს მხარდაჭერით, გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი და საქართველო-ინდოეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება.


ბრიუსელში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველოსა და ბელგიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს ფარგლებში ღონისძიებები გაიმართა

9.06.2017, ბრიუსელი - ბრიუსელში, საქართველოსა და ბელგიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს ფარგლებში გაიმართა ქართული კლასიკური მუსიკისა და ქართული პოლიფონიის კონცერტი - „გაზაფხულის კონცერტი - ქართული კლასიკური მუსიკა და პოლიფონია“. ბრიუსელში მოღვაწე ქართველმა პიანისტმა, ნანა ქუბინიძემ და ტენორ...


კვიპროსში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და საქართველო-კვიპროსს შორის დიპლომატიურ ურთიერთობების 25 წლისთავი საზეიმო მიღებით აღინიშნა

9.06.2017, ნიქოზია - ქ. ნიქოზიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველო-კვიპროსს შორის დიპლომატიურ ურთიერთობების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რევაზ ლომინაძემ და კვიპროსი...


საქართველო-ბულგარეთის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლის იუბილეს ფარგლებში ქ. სოზოპოლში გამოფენა და კინოჩვენება გაიმართა

9.06.2017, სოზოპოლი - საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში, ბულგარეთის შავი ზღვის ქალაქ სოზოპოლში, ტურისტული სეზონის გახსნით ფესტივალზე,  საქართველოს საელჩომ გამართა თემატური ფოტოგამოფენა - „Spectecular Georgia&rd...


ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი ზურაბაშვილი ირლანდიელ ევროპარლამენტარს ბრაიან ჰეიესს შეხვდა

8.06.2017, დუბლინი - ​2017 წლის 8 ივნისს, ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრა გამართა ირლანდიელ ევროპარლამენტართან ბრაიან ჰეიესთან.


საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აღნიშნავენ

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობენ მსოფლიოს დედაქალაქებშიც, სადაც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები ამ დღეს სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავენ.


კოპენჰაგენში საქართველო-დანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა

25.05.2017б კოპენჰაგენი - კოპენჰაგენში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველო-დანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.