საქართველო საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში

ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, უსაფრთხოების, სტაბილურობისა და განვითარების სრულად უზრუნველყოფა, ურთიერთდამოკიდებულ სამყაროში მხოლოდ მჭიდრო თანამშრომლობით არის შესაძლებელი. შესაბამისად, საქართველო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო სისტემის ფარგლებში და მონაწილეობს გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებაში. კერძოდ, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო ტერორიზმთან და ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის, ენერგეტიკული უსაფრთხოების, შეიარაღებაზე კონტროლისა და გაუვრცელებლობის უზრუნველყოფის საქმეში და მომავალშიც აქტიურად განაგრძობს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე არსებულ, უსაფრთხოების გამოწვევებთან აქტიურ ბრძოლას. ამასთან, საგარეო უწყების ძალისხმევა მიმართული იქნება მსოფლიოსთვის საქართველოს პოტენციალის ობიექტურად და პოზიტიურად წარმოჩენისაკენ.

საერთაშორისო უსაფრთხოება

საქართველოს წვლილის გაძლიერება საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში
საქართველო აქტიურად მონაწილეობს რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების ფორმატებში და საკუთარი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში, როგორც ფუძემდებლური პრინციპების და აღებული ვალდებულებების შესრულების, სათანადო შეთანხმებებსა და კონვენციებთან მიერთების, ასევე საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობის გზით. საქართველო იზიარებს არამხოლოდ ევროატლანტიკური თანამეგობრობის ფასეულობათა ერთიან სისტემას, არამედ კოლექტიური თავდაცვის პრინციპსაც.

2004 წლიდან 2014 წლამდე ქართველი სამხედროები მონაწილეობდნენ ავღანეთის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში - ჰელმანდის პროვინციაში უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალების (ISAF) ოპერაციაში.  2015 წლიდან ქართული მხარე მონაწილეობს ავღანეთში ნატო-ს ახალ მისიაში - „მტკიცე მხარდაჭერა“.

საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში. საქართველოს საკუთარი წვლილი შეაქვს ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში, მათ შორის, საქართველოს შეაირაღებული ძალები მონაწილეობენ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე ევროკავშირის სამხედრო ოპერაციაში (EUFOR RCA).

საერთაშორისო უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით:

  • გაგრძელდება საქართველოს მიერ წვლილის შეტანა ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ (Resolute Support) მისიაში.

  • გაგრძელდება ევროკავშირთან კონსულტაციები და ძალისხმევა ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში თანამშრომლობის განვითარების მიზნით. მათ შორის, ევროკავშირის მიერ წარმოებულ მისიებში საქართველოს სამხედრო და სამოქალაქო პირების მონაწილეობისა და აღჭურვილობით შესაძლო კონტრიბუციის უზრუნველსაყოფად.

  • გაგრძელდება გაერო-სთან კონსულტაციები და ძალისხმევა გაერო-ს სამშვიდობო ოპერაციებში, საქართველოს სამხედრო და სამოქალაქო პირების მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით. 

  • გაგრძელდება საქართველოს  ძალისხმევა ევროკავშირთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გააქტიურებისა და გაღრმავების კუთხით.

  • განხორციელდება ძალისხმევა ეუთო-ს ეფექტიანობის გაზრდისა და უსაფრთხოების საკითხებში მისი ქმედითი ჩართვის მიმართულებით, როგორც საქართველოს, ასევე მთელი ეუთო-ს სივრცის მასშტაბით.

  • ხელი შეწყობ ქვეყნის უფრო აქტიურ მონაწილეობას ეუთო-ს ორგანიზაციის საქმიანობის ყველა სფეროში, მათ შორის, ორგანიზაციის უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის ფორუმის (FSC) ფარგლებში.

მთავარი პარტნიორები
ნატო ევროკავშირი გაერო ეუთო სუამი აშშ და პარტნიორი ქვეყნები

ენერგეტიკული უსაფრთხოება

ქვეყნისა და ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცების სფეროში წვლილის შეტანა

მსოფლიოში არსებული შეზღუდული ბუნებრივი რესურსებისა და ენერგიის მოხმარებაზე მზარდი მოთხოვნის პირობებში, საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ქვეყნის მდგრადი განვითარებისათვის, ასევე, ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ამ კუთხით, საქართველოს, მისი განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობის გამო, საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი აკისრია, რასაც ქვეყნის ტერიტორიაზე სხვადასხვა ენერგეტიკული, სატრანსპორტო და სატრანზიტო მაგისტრალების არსებობა ადასტურებს. ბაქო-სუფსისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენები და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი უკვე მოქმედი სტრატეგიული პროექტებია. ქვეყნის სატრანზიტო ენერგეტიკული პოტენციალი მკვეთრად გაიზრდება 2018 წლიდან, როდესაც ამოქმედდება შაჰდენიზის ე.წ. მეორე ფაზა და ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულებები გაივლის საქართველოს ტერიტორიაზე.

საქართველოს გააჩნია ენერგიის წარმოების მნიშვნელოვანი პოტენციალი ჰიდრო–ენერგეტიკის სფეროში, რაც მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის. ელექტროსადგურების მშენებლობის კუთხით არსებული პოტენციალი, მისი რეალიზაციის შემთხვევაში, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. აღსანიშნავია შავი ზღვის ელექტროენერგიის გადაცემის პროექტი, რომელიც უკვე დასრულებულია და თურქეთთან დამაკავშირებელი ხაზი საექსპორტო მოცულობებით დასატვირთად სრულ მზადყოფნაშია. გრძელვადიან პერსპექტივაში იგეგმება აღნიშნული ხაზით ევროპის ქვეყნებში ელექტროენერგიის ექსპორტი.

ენერგიის მიწოდებაზე არსებული მონოპოლიები მსოფლიოში ენერგორესურსებზე არსებული მზარდი მოთხოვნის ფონზე ხშირად არასასიკეთო პოლიტიკური მანიპულირების საშუალებას იძლევა. გადაჭარბებული დამოკიდებულება ენერგიის ერთ მიმწოდებელზე, რომელიც საკუთარ ენერგორესურსებს პოლიტიკური ზეწოლისთვის იყენებს, საფრთხის შემცველია საერთო ევროპული უსაფრთხოებისათვის. აქედან გამომდინარე, ენერგიის წყაროებისა და ტრანსპორტირების გზების დივერსიფიცირება ევროპული თანამეგობრობის, მათ შორის საქართველოს წინაშე მდგარი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.

ზემოაღნიშნული ამოცანის მისაღწევად:

  • პრიორიტეტი მიენიჭება ე.წ. სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის ფარგლებში ახალი პროექტების განხორციელებას. 

  • ძალისხმევა მიმართული იქნება საქართველო-თურქეთის ელექტროგადამცემი  სისტემის ინტეგრირების მეშვეობით, საქართველოს ერთიან ევროპულ სისტემაში ჩართვისკენ.

  • ხელი შეეწყობა ახალი ენერგოპროექტების განხორციელებას, კერძოდ, ენერგორესურსების ტრანსპორტირების ალტერნატიული მარშრუტების განვითარებას, რაც ენერგიის მწარმოებელი, სატრანზიტო და მომხმარებელი ქვეყნების ინტერესთა გათვალისწინებით შემუშავდება. 

  • ქვეყანა ინტენსიურად იმუშავებს განახლებადი ენერგიების ათვისების მიმართულებით როგორც ქვეყნის შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილების, ისე საექსპორტო მოცულობების გაზრდის მიზნით.

  • ხელი შეეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში ენერგეტიკული დიალოგისა და თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას.

  • მოხდება, საქართველოს ტერიტორიის გავლით, ენერგოდერეფნების ამოქმედების პოტენციალის წარმოჩენა. დიპლომატიური ძალისხმევა მიმართული იქნება, რათა გაძლიერდეს მსოფლიო თანამეგობრობის და კერძოდ, ევროკავშირის ინტერესი პოტენციური ენერგოპროექტების მიმართ, რომლებიც, საქართველოს გავლით, ენერგორესურსების ტრანსპორტირების ახალი მარშრუტების ამოქმედებას უკავშირდება.

მთავარი პარტნიორები
ევროკავშირი აშშ რეგიონის ქვეყნები

ახალ საფრთხეებთან ბრძოლა

ახალი ტიპის საფრთხეებთან - საერთაშორისო ტერორიზმთან და ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა და მათი პრევენცია

თანამედროვე მსოფლიო უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა ისეთი ტიპის ასიმეტრიული საფრთხეები, როგორიცაა საერთაშორისო ტერორიზმი და  ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული; იარაღის, მათ შორის მასობრივი განადგურების იარაღისა და მისი შემადგენელი კომპონენტების; ასევე ნარკოტიკების უკანონო გადაზიდვები და ვაჭრობა; ადამიანთა ტრეფიკინგი და კიბერდანაშაული. შესაბამისად, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, მათ წინააღმდეგ ბრძოლა და მათთან დაკავშირებული რისკების პრევენცია საქართველოს ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანაა. განსაკუთრებით საყურადღებოა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული რთული ვითარება, რაც კრიმინალისა და ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმისათვის ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის.

ამ მიმართულებით გადაიდგმება შემდეგი ნაბიჯები:

  • ძალისხმევა მიმართული იქნება საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებისა და ჩართულობის უზრუნველსაყოფად, რუსეთის, როგორც ოკუპანტი ძალის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული და დაგეგმილი ტერორისტული აქტებისა და ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულის შემთხვევებთან დაკავშირებით.

  • გაგრძელდება აქტიური მონაწილეობა ტერორიზმის, მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ საერთაშორისო ბრძოლასა და მრავალეროვნულ ანტიტერორისტულ ოპერაციებში საკუთარი წვლილის შეტანის კუთხით.  

  • გაგრძელდება გაერო-ს ანტიტერორისტული კონვენციებისა და ოქმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება და აღნიშნულ სფეროში შესაბამის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მათ შორის გაერო-სთან, ეუთო-სთან, ევროპის საბჭოსთან, ევროკავშირთან, ნატო-სთან და პარტნიორ სახელმწიფოებთან მჭიდრო თანამშრომლობა.

  • გაღრმავდება ურთიერთობები პარტნიორ სახელმწიფოებთან და შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან კიბერუსაფრთხოების საკითხებზე როგორც პრაქტიკული თანამშრომლობის განვითარების, ასევე არსებული გამოცდილების გაზიარების მიზნით.

მთავარი პარტნიორები
გაერო ეუთო ევროკავშირი ნატო ევროპის საბჭო პარტნიორი ქვეყნები

შეიარაღებაზე კონროლი და გაუვრცელებლობა

მასობრივი განადგურების იარაღის, მისი გადამტანი საშუალებებისა და შემადგენელი კომპონენტების, მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიებისა და ჩვეულებრივი  შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის უკონტროლო  გავრცელების პრევენცია

მასობრივი განადგურების იარაღის, მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიებისა და მასალების (ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაქტიური და ბირთვული ნივთიერებები) უკონტროლო გავრცელება თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევაა, რომლის ეფექტიანი პრევენცია მხოლოდ მრავალეროვნული კონსოლიდირებული მიდგომებით არის შესაძლებელი. შეიარაღებაზე კონტროლისა და გაუვრცელებლობის საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. საქართველო გეოგრაფიულად ესაზღვრება მასობრივი განადგურების იარაღის, მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიებისა და მასალების გავრცელების თვალსაზრისით მაღალი რისკის მქონე რეგიონებს. შესაბამისად, არსებობს  საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის  პოტენციალის, უკანონო გადაზიდვებისთვის გამოყენების მცდელობის საფრთხე. ამასთან, ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიები წარმოადგენს ნაყოფიერ ნიადაგს სხვადასხვა ტიპის არალეგალური  საქმიანობისთვის. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო მაკონტროლებელი მექანიზმების არარსებობისა და დიდი ოდენობით შეიარაღების უკონტროლო თავმოყრის გათვალისწინებით მაღალია ოკუპირებული რეგიონებიდან სხვადასხვა ტიპის შეიარაღებისა და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების უკანონო გადინებისა და გავრცელების რისკი, რაც საფრთხეს უქმნის არამარტო საქართველოს, არამედ რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანა იქნება მასობრივი განადგურების იარაღის, მისი გადამტანი საშუალებებისა და შემადგენელი კომპონენტების, მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, ჩვეულებრივი  შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის უკონტროლო  გავრცელების პრევენცია და საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი შეიარაღების და ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტის სისტემის გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა.

ამ ამოცანების შესასრულებლად:

  • შეიარაღებაზე კონტროლის განმტკიცებისა და უკანონო ვაჭრობის აღმოფხვრის მიზნით, გაგრძელდება საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევაში ქვეყნის სრულფასოვანი მონაწილეობა.

  • პარტნიორ სახელმწიფოებთან და ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით, გაგრძელდება ეროვნული უსაფრთხოების ინსტიტუციური სრულყოფა და შესაბამისი შიდა მექანიზმების საერთაშორისო მექანიზმებთან ჰარმონიზაცია.   

  • ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის უმნიშვნელოვანესი კომპონენტის, ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების კონტროლის რეჟიმის გამართული ფუნქციონირების მიზნით, გაგრძელდება აქტიური მონაწილეობა ყველა იმ კონსტრუქციულ ძალისხმევაში, რომელიც მიმართული იქნება ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების კონტროლისა და ევროპული უსაფრთხოების სისტემის სრული ქმედითუნარიანობის აღდგენისაკენ. 

მთავარი პარტნიორები
გაერო ეუთო ნატო ევროკავშირი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (აესს) ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია (ქიაო) პარტნიორი ქვეყნები

საქართველოს წარმოჩენა

საერთაშორისო არენაზე საქართველოს ობიექტურად და პოზიტიურად წარმოჩენა, გარე სამყაროსათვის ქვეყნის სრული პოტენციალის ეფექტიანად დემონსტრირებისა და რეფორმატორული გამოცდილების გაზიარების გზით

საუკუნეების მანძილზე საქართველო გარე სამყაროსაგან იზოლირებული იყო ჯერ როგორც რუსეთის და შემდეგ როგორც საბჭოთა იმპერიის ნაწილი, რამაც განაპირობა ზოგიერთ შემთხვევაში ქვეყნის შესახებ არაზუსტი ინფორმაციის დამკვიდრება საერთაშორისო არენაზე. საქართველოს სახელმწიფოს წინაშე მდგარი ამოცანების წარმატებით გადაჭრის საქმეში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება მსოფლიოში საქართველოს, როგორც დემოკრატიული, წარმატებული რეფორმატორული, სტაბილური, უსაფრთხო, მიმზიდველი ბიზნესგარემოსა და მდიდარი კულტურის მქონე ქვეყნის იმიჯის განმტკიცებას.

ამ მხრივ, დიპლომატიური სამსახურის საქმიანობა წარიმართება შემდეგი მიმართულებით:

  • განხორციელდება ძალისხმევა გარე სამყაროსათვის ქართული კულტურის რესურსების მაქსიმალურად წარმოჩენის კუთხით. კერძოდ:

    • საგარეო უწყება საგარეო პოლიტიკის წარმართვისას აქტიურად გამოიყენებს კულტურულ კომპონენტს და განახორციელებს ეფექტიან კულტურულ დიპლომატიას.

    • ხელი შეეწყობა საერთაშორისო კულტურულ ცხოვრებაში საქართველოს მეტ ჩართულობას.

    • განხორციელდება ძალისხმევა, რათა მსოფლიო საზოგადოებამ უკეთ გაიცნოს საქართველოს კულტურა და ისტორია.

    • ხელი შეეწყობა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს, როგორც მდიდარი და მრავალფეროვანი კულტურის მქონე ქვეყნის წარმოჩენას, რომელიც ევროპული კულტურული სივრცის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

    • საგარეო უწყება კომპეტენციის ფარგლებში ხელს შეუწყობს საზღვარგარეთ ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვას.

    • განხორციელდება ძალისხმევა, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში საერთაშორისო კულტურული და ჰუმანიტარული თანამშრომლობის განვითარებისა და ერთობლივი საერთაშორისო პროექტების განხორციელების მიმართულებით.

    • საქართველო აქტიურად ითანამშრომლებს გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციასთან (UNESCO) ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალის გაძლიერებისა და გლობალურ ჰუმანიტარულ პროცესებში მაქსიმალურად ჩართვის მიზნით.

    • განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა UNESCO-ს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიურად ჩართვას რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებში.​

  • განხორციელდება ძალისხმევა ქვეყნის წარმატებებისა  და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში ქვეყნის წვლილის თაობაზე ინფორმაციის გარე სამყაროსათვის გაზიარების მიმართულებით. კერძოდ:

    • დიპლომატიური არხების გამოყენებით, მსოფლიოს თანამამეგობრობას მიეწოდება ინფორმაცია საქართველოში მომხდარი პოზიტიური ძვრებისა და წარმატებების თაობაზე.

    • ტრანზიციის ეტაპზე მყოფი ქვეყნებისთვის მოხდება საქართველოს რეფორმატორული გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა.

    • გავრცელდება ინფორმაცია საერთაშორისო მშვიდობის, უსაფრთხოების განმტკიცებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის საქმეში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილის შესახებ.​

  • მოხდება ნეგატიურ პროპაგანდასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლა. კერძოდ, დიპლომატიური ინსტრუმენტების მეშვეობით, განხორციელდება კონტრზომები, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდის, დეზინფორმაციისა და არასწორი სტერეოტიპების წინააღმდეგ. 

მთავარი პარტნიორები
გაერო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები ევროკავშირი აშშ და სხვა პარტნიორი ქვეყნები

დაძმობილებული ქალაქები ქუთაისი და ნიუპორტი თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებს განიხილავენ

გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩის, თამარ ბერუჩაშვილის უელსში განხორციელებული პირველი ვიზიტის ფარგლებში, ელჩი და ქალაქ ქუთაისის მერი შოთა მურღულია ქ. ნიუპორტის მერიას ეწვივნენ, სადაც შეხვედრები გამართეს ქალაქის მერთან დევიდ ფოუვეზერთან და საკრებულოს ხელმძღვანელთან, დები ვილკოქსთან.


სამხრეთ აფრიკის კეიპის ღვინის რეგიონსა და კახეთს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას

19.06.2017 სტელენბოში - სამხრეთ აფრიკის დასავლეთ კეიპის პროვინციაში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, კეიპ ტაუნში საქართველოს საპატიო კონსულის, სამხრეთ აფრიკა-საქართველოს სავაჭრო პალატისა და ქვეყნის სხვადასხვა უწყებების ხელშეწყობით, ორი ღონისძიება გაიმართა.


​ათენში საბერძნეთსა და საქართველოს შორის სპორტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს

19.06.2017 ქ.ათენი  - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანა ელჩმა საბერძნეთსა და სერბეთის რესპუბლიკებში იოსებ ნანობაშვილმა შეხვედრა გამართა საბერძნეთის რესპუბლიკის სპორტის მინისტრთან გეორგიოს ვასილიადისთან.


​ჯაკარტაში საქართველოს საელჩოს ჩართულობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ინდონეზიის უნივერსიტეტს შორის პარტნიორული ურთიერთობები გაღრმავდება

19.06.2017 ქ.ჯაკარტა -  ინდონეზიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ინდონეზიის უნივერსიტეტში და საქართველოს საელჩოში გაიმართა ლექციები თემაზე: „პირველი ადამიანები აფრიკიდან: დმანისის (საქართველო) ადრეული პერიოდის ადამიანები“. ლექციები წაიკითხა ფილიპინების უნივერსიტეტის არქეოლოგმა მილენ ლისინგმა, რომელიც ...


„ფიროსმანი“ლიტვის სამეფო თეატრის შესრულებით

19.06.2017 - ქ. თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ლიტვის ქალაქ ტრაკაის  სამეფო თეატრმა  სპექტაკლი  „ფიროსმანი“ წარადგინა. ლიტვაში  აღნიშნული პროექტი საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით და ლიტვაში არსებული ქართული დიასპორული ორგანიზაცია „კახეთის“ ხელმძ...


ტორონტოში „ქართული საღამო“ გაიმართა

17.06.2017 ტორონტო, კანადა - ​კანადაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, საქართველოს პოპულარიზაციის აქციების ციკლმა „ქართული საღამოები“ სტარტი აიღო. „ქართული საღამოების“ პირველი ღონისძიება ქ. ტორონტოში სქარბოროუს მსოფლიო ფილმების ფესტივალის ფარგლებში გაიმართა, სადაც ნაჩვენები იქნა ქართველი რეჟ...


ბუდაპეშტში უნგრეთ–საქართველოს ბიზნეს ფორუმი გაიმართა

16.06.2017, ბუდაპეშტი - „ევროკავშირი–საქართველოს ბიზნესსაბჭოს“ (EUGBC) ორგანიზებით,  საქართველოსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებთან და უნგრეთის სავაჭრო–სამრეწველო პალატასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ევროპის სავაჭრო-სამრეწველო პალატათა ასოციაციისა და უნგრეთში საქართველოს საელჩოს ხელშეწ...


საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და საქართველო-ჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილე პეკინში სადღესასწაულო კონცერტით აღინიშნა

16.06.2017, პეკინი - ​საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კულტურის სამინისტროსა და ჩინელი ხალხის საზღვარგარეთის ქვეყნებთან მეგობრობის ასოციაციის ორგანიზ...


რუმინეთის პატრიარქმა საქართველოს ელჩი ბუქარესტში საერო პირებისათვის რუმინეთის საპატრიარქოს უმაღლესი ორდენით დააჯილდოვა

14.06.2017, ბუქარესტი - 14 ივნისს, რუმინეთის პატრიარქის დანიელის ინიციატივით, გაიმართა რუმინეთში საქართველოს ელჩთან, ილია გიორგაძესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა. შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და რუმინეთის მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის განსაკუთრებულად ახლო ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და ხელშეწყობისათვის, რუმინეთის პა...


ლიუბლიანაში შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმით ბარელიეფი გაიხსნა

14.06.2017, ლიუბლიანა - ​სლოვენიის დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ, „ნავიე“-ს სკვერში, „მსოფლიოს მზარდი წიგნების“ პროექტის ფარგლებში, გაიხსნა ბარელიეფი შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“ რამდენიმე აფორიზმით. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს „მსოფლიოს მზარდი წიგნების&ld...


ლიმაში საქართველოს დამოუკიდებლობისა აღდგენისა და ქართული კინოფილმების ფესტივალისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა

14.06.2017, ლიმა - ​ლიმაში პერუს რესპუბლიკაში საქართველოს საპატიო კონსულის ორგანიზებით გაიმართა ოფიციალური მიღება, რომელიც მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობისა აღდგენისა და ქართული კინოფილმების ფესტივალს. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს საპატიო კონსულმა პერუს რესპუბლიკაში პილარ დეზამ ...


​ვენეციის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის და ლიტერატურის შესწავლა მომავალშიც შესაძლებელი იქნება

13.06.2017 - საქართველოს ელჩმა იტალიაში კახა სიხარულიძემ, ვენეციის კა’ ფოსკარის პროფესორ გაგა შურღაიასთან ერთად, შეხვედრა გამართა იტალიის განათლების, უნივერსიტეტისა და კვლევის მინისტრის დიპლომატიურ მრჩეველთან. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა კა’ ფოსკარის უნივერსიტეტში ქართული ენის სწავლების გადარჩენა. წარმატებუ...


ირლანდიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმო მიღებით აღინიშნა

13.06.2017, დუბლინი - ​დუბლინში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მიღება გაიმართა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა და დუბლინის ლორდ მერმა ბრენდან კარმა. გამოსვლისას საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ისაუბრა...


ინდოეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი და საქართველო-ინდოეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა

​ინდოეთის ქ. მუმბაის  სასტუმრო „Taj Mahal Palace“-ში, საქართველოს საელჩოს სახელითა და ქ. მუმბაიში საქართველოს საპატიო საკონსულოს მხარდაჭერით, გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი და საქართველო-ინდოეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება.


ბრიუსელში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველოსა და ბელგიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს ფარგლებში ღონისძიებები გაიმართა

9.06.2017, ბრიუსელი - ბრიუსელში, საქართველოსა და ბელგიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს ფარგლებში გაიმართა ქართული კლასიკური მუსიკისა და ქართული პოლიფონიის კონცერტი - „გაზაფხულის კონცერტი - ქართული კლასიკური მუსიკა და პოლიფონია“. ბრიუსელში მოღვაწე ქართველმა პიანისტმა, ნანა ქუბინიძემ და ტენორ...


კვიპროსში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და საქართველო-კვიპროსს შორის დიპლომატიურ ურთიერთობების 25 წლისთავი საზეიმო მიღებით აღინიშნა

9.06.2017, ნიქოზია - ქ. ნიქოზიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველო-კვიპროსს შორის დიპლომატიურ ურთიერთობების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რევაზ ლომინაძემ და კვიპროსი...


საქართველო-ბულგარეთის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლის იუბილეს ფარგლებში ქ. სოზოპოლში გამოფენა და კინოჩვენება გაიმართა

9.06.2017, სოზოპოლი - საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში, ბულგარეთის შავი ზღვის ქალაქ სოზოპოლში, ტურისტული სეზონის გახსნით ფესტივალზე,  საქართველოს საელჩომ გამართა თემატური ფოტოგამოფენა - „Spectecular Georgia&rd...


ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი ზურაბაშვილი ირლანდიელ ევროპარლამენტარს ბრაიან ჰეიესს შეხვდა

8.06.2017, დუბლინი - ​2017 წლის 8 ივნისს, ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრა გამართა ირლანდიელ ევროპარლამენტართან ბრაიან ჰეიესთან.


საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აღნიშნავენ

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობენ მსოფლიოს დედაქალაქებშიც, სადაც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები ამ დღეს სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავენ.


კოპენჰაგენში საქართველო-დანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა

25.05.2017б კოპენჰაგენი - კოპენჰაგენში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველო-დანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.