შესავალი

საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგია წარმოადგენს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის კონცეპტუალურ ჩარჩო დოკუმენტს. იგი რიგით მეოთხე უწყებრივი სტრატეგიაა, რომელშიც ასახულია საშუალოვადიან პერსპექტივაში (2015-2018 წწ.) ქვეყნის საგარეო უწყების მიერ შესასრულებელი საგარეო პოლიტიკური მიზნები და ამოცანები.

წინამდებარე სტრატეგიაში საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ ამოცანად რჩება ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ამ კუთხით, საგარეო უწყების ძალისხმევა მიმართული იქნება რუსეთის მიერ ქვეყნის დეოკუპაციის წარმატებული პოლიტიკის გატარებისაკენ, რაც ითვალისწინებს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის პროცესში საერთაშორისო ჩართულობის ამაღლებას; საქართველო-რუსეთის კონფლიქტის გადაწყვეტისათვის ხელსაყრელი ნიადაგის მომზადებას; ომით გაყოფილ და საოკუპაციო ხაზებით დაშორიშორებულ საქართველოს მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენასა და ურთიერთობების გაღრმავებას.

საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ უპირველეს ამოცანად ასევე რჩება ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. იგი ქართული საზოგადოების თავისუფალი და ურყევი არჩევანია, რომელიც საქართველოს მოსახლეობის მიერ განვითარების მთავარ ორიენტირად განიხილება.

აღნიშნული მიმართულებით იდგმება კონკრეტული ნაბიჯები, რისი დასტურიცაა 2014 წლის 27 ივნისს ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტის - საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა, რომელიც ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკურ ასოცირებასა და ეტაპობრივ ეკონომიკურ ინტეგრაციას უზრუნველყოფს.

საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია წარმოადგენს ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებისა და დემოკრატიული განვითარების უზრუნველყოფის საშუალებას. საქართველოს საგარეო უწყების ძალისხმევა მიმართული იქნება ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების განხორციელებისაკენ.

საგარეო უწყება განაგრძობს შესაბამის ძალისხმევას, მმართველობის დემოკრატიული სისტემის შემდგომი განვითარებისა და საქართველოში ევროპული ტიპის ლიბერალურ-დემოკრატიული სახელმწიფოს აღმშენებლობის მიმართულებით.

მნიშვნელოვანი იქნება ეკონომიკური დიპლომატიის განხორციელება, საქართველოს ეკონომიკური განვითარების, მათ შორის უცხოურ ინვესტიციათა მოზიდვისა და საერთაშორისო ეკონომიკურ პროცესებში ქვეყნის სრულფასოვანი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად.

საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გლობალური უსაფრთხოებისა და მშვიდობის განმტკიცების საქმეში და მომავალშიც განაგრძობს, საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე არსებულ გამოწვევებთან, მათ შორის საერთაშორისო ტერორიზმთან და ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან აქტიურ ბრძოლას, ასევე ენერგეტიკული უსაფრთხოების, შეიარაღებაზე კონტროლისა და გაუვრცელებლობის უზრუნველყოფის სფეროში საკუთარი წვლილის შეტანას.

საგარეო უწყების მიერ გადაიდგმება ნაბიჯები, საერთაშორისო არენაზე საქართველოსა და მისი პოტენციალის, მათ შორის ქვეყნის რეფორმატორული გამოცდილების, გარე სამყაროსათვის ობიექტურად და პოზიტიურად წარმოჩენის მიმართულებით.

საქართველოს საგარეო პოლიტიკა ითვალისწინებს მეზობელ და რეგიონის სახელმწიფოებთან მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. საგარეო უწყება ძალისხმევას არ დაიშურებს, კიდევ უფრო გააღრმავოს თანამშრომლობა რეგიონში მიმდინარე ეკონომიკური და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებისათვის, რაც რეგიონს ეკონომიკურად უფრო მიმზიდველს გახდის  და  მის უსაფრთხოებას გაზრდის.
მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობის პატივისცემის საფუძველზე საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაცია, რისი საწინდარიც უნდა გახდეს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაცია და ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმება.

საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავება, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული მიმართულებების - უსაფრთხოებისა და თავდაცვის, ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის, დემოკრატიული მმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების, ასევე ხალხთაშორისი და კულტურული კონტაქტების განვითარების ფარგლებში.
ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობის შემდგომი განვითარება, რომელსაც ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია, მათ შორის საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტების - ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, საქართველოს დემოკრატიული განვითარების შეუქცევადობის, მშვიდობიანი გზით ქვეყნის დეოკუპაციის უზრუნველყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

დიდი ყურადღება დაეთმობა, ასევე აზიის კონტინენტის რეგიონების, ავსტრალიისა და ოკეანეთის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან ურთიერთსასარგებლო ორმხრივი, თუ მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარებას გლობალური პარტნიორობის კონტექსტში.

საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მათ ფარგლებში არსებულ ინსტიტუტებთან აქტიური თანამშრომლობა, მათ შორის ქვეყნის შიგნით მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების წარმატების უზრუნველყოფის, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციათა როლის გაზრდის, ომით გაყოფილ საქართველოს მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენისა და ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმების შექმნის მიმართულებებით.

საქართველოს საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვა და საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან კონტაქტების განმტკიცება.
მსოფლიოში მოვლენების დინამიურად განვითარების გათვალისწინებით, სტრატეგია პერიოდულად დაექვემდებარება  რედაქტირებას.

  • მისია

    საქართველოს ეროვნული ინტერესების გატარება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვა და უკეთესი მსოფლიო თანამეგობრობის ჩამოყალიბებაში წვლილის შეტანა

    • ერთიანი, უსაფრთხო, დემოკრატიული და განვითარებული სახელმწიფო
      • სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა
      • ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია
      • დემოკრატიული განვითარება
      • ეკონომიკური განვითარება
    • საქართველოს როლი საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში
      • საერთაშორისო უსაფრთხოება
      • ენერგეტიკული უსაფრთხოება
      • ახალ საფრთხეებთან ბრძოლა
      • შეიარაღებაზე კონტროლი და გაუვრცელებლობა
      • საქართველოს წარმოჩენა
    • საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ
      • მოქალაქეთა უფლებები და თავისუფლებები
      • დიასპორებთან ურთიერთობა

დაძმობილებული ქალაქები ქუთაისი და ნიუპორტი თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებს განიხილავენ

გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩის, თამარ ბერუჩაშვილის უელსში განხორციელებული პირველი ვიზიტის ფარგლებში, ელჩი და ქალაქ ქუთაისის მერი შოთა მურღულია ქ. ნიუპორტის მერიას ეწვივნენ, სადაც შეხვედრები გამართეს ქალაქის მერთან დევიდ ფოუვეზერთან და საკრებულოს ხელმძღვანელთან, დები ვილკოქსთან.


სამხრეთ აფრიკის კეიპის ღვინის რეგიონსა და კახეთს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას

19.06.2017 სტელენბოში - სამხრეთ აფრიკის დასავლეთ კეიპის პროვინციაში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, კეიპ ტაუნში საქართველოს საპატიო კონსულის, სამხრეთ აფრიკა-საქართველოს სავაჭრო პალატისა და ქვეყნის სხვადასხვა უწყებების ხელშეწყობით, ორი ღონისძიება გაიმართა.


​ათენში საბერძნეთსა და საქართველოს შორის სპორტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს

19.06.2017 ქ.ათენი  - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანა ელჩმა საბერძნეთსა და სერბეთის რესპუბლიკებში იოსებ ნანობაშვილმა შეხვედრა გამართა საბერძნეთის რესპუბლიკის სპორტის მინისტრთან გეორგიოს ვასილიადისთან.


​ჯაკარტაში საქართველოს საელჩოს ჩართულობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ინდონეზიის უნივერსიტეტს შორის პარტნიორული ურთიერთობები გაღრმავდება

19.06.2017 ქ.ჯაკარტა -  ინდონეზიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ინდონეზიის უნივერსიტეტში და საქართველოს საელჩოში გაიმართა ლექციები თემაზე: „პირველი ადამიანები აფრიკიდან: დმანისის (საქართველო) ადრეული პერიოდის ადამიანები“. ლექციები წაიკითხა ფილიპინების უნივერსიტეტის არქეოლოგმა მილენ ლისინგმა, რომელიც ...


„ფიროსმანი“ლიტვის სამეფო თეატრის შესრულებით

19.06.2017 - ქ. თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ლიტვის ქალაქ ტრაკაის  სამეფო თეატრმა  სპექტაკლი  „ფიროსმანი“ წარადგინა. ლიტვაში  აღნიშნული პროექტი საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით და ლიტვაში არსებული ქართული დიასპორული ორგანიზაცია „კახეთის“ ხელმძ...


ტორონტოში „ქართული საღამო“ გაიმართა

17.06.2017 ტორონტო, კანადა - ​კანადაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, საქართველოს პოპულარიზაციის აქციების ციკლმა „ქართული საღამოები“ სტარტი აიღო. „ქართული საღამოების“ პირველი ღონისძიება ქ. ტორონტოში სქარბოროუს მსოფლიო ფილმების ფესტივალის ფარგლებში გაიმართა, სადაც ნაჩვენები იქნა ქართველი რეჟ...


ბუდაპეშტში უნგრეთ–საქართველოს ბიზნეს ფორუმი გაიმართა

16.06.2017, ბუდაპეშტი - „ევროკავშირი–საქართველოს ბიზნესსაბჭოს“ (EUGBC) ორგანიზებით,  საქართველოსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებთან და უნგრეთის სავაჭრო–სამრეწველო პალატასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ევროპის სავაჭრო-სამრეწველო პალატათა ასოციაციისა და უნგრეთში საქართველოს საელჩოს ხელშეწ...


საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და საქართველო-ჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილე პეკინში სადღესასწაულო კონცერტით აღინიშნა

16.06.2017, პეკინი - ​საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კულტურის სამინისტროსა და ჩინელი ხალხის საზღვარგარეთის ქვეყნებთან მეგობრობის ასოციაციის ორგანიზ...


რუმინეთის პატრიარქმა საქართველოს ელჩი ბუქარესტში საერო პირებისათვის რუმინეთის საპატრიარქოს უმაღლესი ორდენით დააჯილდოვა

14.06.2017, ბუქარესტი - 14 ივნისს, რუმინეთის პატრიარქის დანიელის ინიციატივით, გაიმართა რუმინეთში საქართველოს ელჩთან, ილია გიორგაძესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა. შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და რუმინეთის მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის განსაკუთრებულად ახლო ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და ხელშეწყობისათვის, რუმინეთის პა...


ლიუბლიანაში შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმით ბარელიეფი გაიხსნა

14.06.2017, ლიუბლიანა - ​სლოვენიის დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ, „ნავიე“-ს სკვერში, „მსოფლიოს მზარდი წიგნების“ პროექტის ფარგლებში, გაიხსნა ბარელიეფი შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“ რამდენიმე აფორიზმით. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს „მსოფლიოს მზარდი წიგნების&ld...


ლიმაში საქართველოს დამოუკიდებლობისა აღდგენისა და ქართული კინოფილმების ფესტივალისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა

14.06.2017, ლიმა - ​ლიმაში პერუს რესპუბლიკაში საქართველოს საპატიო კონსულის ორგანიზებით გაიმართა ოფიციალური მიღება, რომელიც მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობისა აღდგენისა და ქართული კინოფილმების ფესტივალს. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს საპატიო კონსულმა პერუს რესპუბლიკაში პილარ დეზამ ...


​ვენეციის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის და ლიტერატურის შესწავლა მომავალშიც შესაძლებელი იქნება

13.06.2017 - საქართველოს ელჩმა იტალიაში კახა სიხარულიძემ, ვენეციის კა’ ფოსკარის პროფესორ გაგა შურღაიასთან ერთად, შეხვედრა გამართა იტალიის განათლების, უნივერსიტეტისა და კვლევის მინისტრის დიპლომატიურ მრჩეველთან. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა კა’ ფოსკარის უნივერსიტეტში ქართული ენის სწავლების გადარჩენა. წარმატებუ...


ირლანდიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმო მიღებით აღინიშნა

13.06.2017, დუბლინი - ​დუბლინში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მიღება გაიმართა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა და დუბლინის ლორდ მერმა ბრენდან კარმა. გამოსვლისას საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ისაუბრა...


ინდოეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი და საქართველო-ინდოეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა

​ინდოეთის ქ. მუმბაის  სასტუმრო „Taj Mahal Palace“-ში, საქართველოს საელჩოს სახელითა და ქ. მუმბაიში საქართველოს საპატიო საკონსულოს მხარდაჭერით, გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი და საქართველო-ინდოეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება.


ბრიუსელში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველოსა და ბელგიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს ფარგლებში ღონისძიებები გაიმართა

9.06.2017, ბრიუსელი - ბრიუსელში, საქართველოსა და ბელგიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს ფარგლებში გაიმართა ქართული კლასიკური მუსიკისა და ქართული პოლიფონიის კონცერტი - „გაზაფხულის კონცერტი - ქართული კლასიკური მუსიკა და პოლიფონია“. ბრიუსელში მოღვაწე ქართველმა პიანისტმა, ნანა ქუბინიძემ და ტენორ...


კვიპროსში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და საქართველო-კვიპროსს შორის დიპლომატიურ ურთიერთობების 25 წლისთავი საზეიმო მიღებით აღინიშნა

9.06.2017, ნიქოზია - ქ. ნიქოზიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველო-კვიპროსს შორის დიპლომატიურ ურთიერთობების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რევაზ ლომინაძემ და კვიპროსი...


საქართველო-ბულგარეთის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლის იუბილეს ფარგლებში ქ. სოზოპოლში გამოფენა და კინოჩვენება გაიმართა

9.06.2017, სოზოპოლი - საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში, ბულგარეთის შავი ზღვის ქალაქ სოზოპოლში, ტურისტული სეზონის გახსნით ფესტივალზე,  საქართველოს საელჩომ გამართა თემატური ფოტოგამოფენა - „Spectecular Georgia&rd...


ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი ზურაბაშვილი ირლანდიელ ევროპარლამენტარს ბრაიან ჰეიესს შეხვდა

8.06.2017, დუბლინი - ​2017 წლის 8 ივნისს, ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრა გამართა ირლანდიელ ევროპარლამენტართან ბრაიან ჰეიესთან.


საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აღნიშნავენ

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობენ მსოფლიოს დედაქალაქებშიც, სადაც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები ამ დღეს სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავენ.


კოპენჰაგენში საქართველო-დანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა

25.05.2017б კოპენჰაგენი - კოპენჰაგენში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველო-დანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.