ორმხრივი ხელშეკრულებები საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის

  1. „საქართველოს რესპუბლიკასა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის ორმხრივი საგარეო ეკონომიკური კავშირების შესახებ შეთანხმება“. ხელმოწერილია 26.05.94 ძალაშია 01.12.1997.

  2. „საქართველოს მთავრობასა და ავსტრიის ფედერალურ მთავრობას შორის საჰაერო ტრანსპორტის დარგში“ შეთანხმება. ხელმოწერილია 15.12.97 ძალაშია 01.10.2001

  3. „საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის შესახებ“ შეთანხმება. ხელმოწერილია 18.10.2001 ძალაშია 01.03.2004

  4. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სააქციო საზოგადოება „Oesterreichishe Kontrollbank“-ს (ვენა) შორის რესტრუქტურირების შეთანხმების თაობაზე შეთანხმება“. ხელმოწერილია 27.07.2001 წლის 27 ივლისს. არ არის საერთაშორისო.

  5. „საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“ შეთანხმება. ხელმოწერილია 11.04.2005 ძალაშია 01.03.2006

  6. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა, რომელიც წარმოადგენს საქართველოს მთავრობას და სააქციო საზოგადოება „Oesterreichishe Kontrollbank“-ს შორის ვალის რესტრუქტურირებისა და დარეგულირების შესახებ საკრედიტო ხელშეკრულება“. ხელმოწერილია 10.01.1997 არ არის საერთაშორისო

  7. „საქართველოს მთავრობასა და ავსტრიის ფედერალურ მთავრობას შორის საჰაერო ტრანსპორტის დარგში შეთანხმების ცვლილების თაობაზე“ ოქმი. ხელმოწერილია 27.03.2006 ძალაშია 01.10.2006

  8. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ავსტრიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის“ ურთიერთგაგების მემორანდუმი. ძალაშია ხელმოწერის დღიდან – 19.03.1999

  9. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ავსტრიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ფედერალურ მინისტრს შორის პოლიციის დარგში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება. ხელმოწერილია 22.02.2010 ძალაშია 01.01.2011

  10. „საქართველოს მთავრობასა და ავსტრიის ფედერალურ მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ შეთანხმება“.
    ხელმოწერილია 06.06.2011
    ძალაშია 01.11.2011

  11. „საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებასა და ოქმში“ ცვლილებების შეტანის ოქმი და დამატებითი ოქმი.
    ხელმოწერილია 4.06.2012
    ძალაშია 01.03.2013

  12. „საქართველოს მთავრობასა და ავსტრიის რესპუბლიკის მთავრობას შორის განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება.
    ხელმოწერილია 05.03.2013
    ძალაშია 1.06.2013

  13. საქართველოს მთავრობასა და ავსტრიის ფედერალურ მთავრობას შორის საქართველოსა და ევროკავშირს შორის „უნებართვოდ მყოფი პირების რეადმისიის“ შესახებ შეთანხმების საიმპლემენტაციო ოქმი.
    ხელმოწერილია 11.07.2013
    ძალაშია 01.01.2014.