ორმხრივი ხელშეკრულებები საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის

  1. „საქართველოს რესპუბლიკასა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“ ხელშეკრულება.
    ძალაში შევიდა ნოტების გაცვლის დღიდან 06.01.1994.

  2. „საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება.
    ძალაში შევიდა ხელმოწერის დღიდან 16.02.1995.

  3. „საქართველოს რესპუბლიკის საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტსა და ბელარუსის რესპუბლიკის ავიაციის სამთავრობო კომიტეტს შორის საჰაერო მიმოსვლის დარეგულირების შესახებ“ ხელშეკრულება.
    ძალაში შევიდა ხელმოწერის დღიდან 01.06.1995.

  4. „საქართველოს რესპუბლიკის საარქივო დეპარტამენტსა და ბელარუსის რესპუბლიკის საარქივო და საქმის წარმოების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება.
    ძალაში შევიდა ხელმოწერის დღიდან 11.12.1995.

  5. „საქართვეოლს მთავრობასა და რესპუბლიკა ბელარუსის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება.
    ხელი მოეწერა 07.03.2002. ძალაში შევიდა 26.08.2009.

  6. „საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის დსთ-ს წევრ სახელმწიფოთა მეთაურების საბჭოს 2000 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება, რომელიც ეხება 1994 წლის 15 აპრილის შეთანხმებას თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ.
    ძალაშია ნოტების გაცვლის დღიდან 14.08.2009.

  7. „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს შორის აგროსამრეწველო სფეროში ეკონომიკური და სამეცნიერო–ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება.
    ძალაში შევიდა ხელმოწერის დღიდან 12.03.2010.

  8. „საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველო–ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობოთაშორისო კომისიის შექმნის შესახებ“ შეთანხმება.
    ძალაში შევიდა ხელმოწერის დღიდან 15.07.2010.

  9. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს შორის საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება.
    ძალაში შევიდა ხელმოწერის დღიდან 11.03.2014.

  10. „საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის საგადასახადო საკითხებში ინფორმაციის გაცვლის შესახებ“ შეთანხმება.
    ხელი მოეწერა 16.05.2014. ძალაში შედის შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შემდგომ.

  11. „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკის სპორტისა და ტურიზმის სამინისტროს შორის სპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი.
    ხელმოწერილია 18.05.2014. ძალაში შევიდა 01.09.2014.