ორმხრივი ხელშეკრულებები საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკaს შორის

  1. საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ესტონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება
    ძალაშია ხელმოწერის დღიდან 9.05.1994

  2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ესტონეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შორის თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებით ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება
    ხელმოწერილია 18.04.2001. ძალაშია 27.07.2004

  3. საქართველოს მთავრობასა და ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საქმის სფეროში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმება.
    ხელმოწერილია 22.08.2000. ძალაშია 12.07.2005

  4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ესტონეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შორის სამოქალაქო თავდაცვის მრჩევლის დროებით მივლინების წესის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი
    ხელმოწერილია ტალინში 5.07.2004 და თბილისში 15.07.2004. ძალაშია 16.04.2005

  5. საქართველოს მთავრობასა და ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის, განათლების, მეცნიერების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება.
    ხელმოწერილია 12.10.2004. ძალაშია 21.02.2005

  6. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და ესტონეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროებს შორის გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება
    ძალაშია ხელმოწერის დღიდან 27.06.2006

  7. საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის შესახებ შეთანხმება.
    ხელმოწერილია 27.10.2006. ძალაშია 17.12.2007

  8. საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმება.
    ხელმოწერილია 18.12.2006. ძალაშია 27.12.2007

  9. საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ოქმი.
    ხელმოწერილია 17.07.2010. ძალაშია 11.03.2011

  10. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ესტონეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში სამეცნიერო და ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი.
    ძალაშია ხელმოწერის დღიდან 21.01.2010

  11. საქართველოს მთავრობასა და ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი.
    ძალაშია ხელმოწერის დღიდან 21.01.2010

  12. საქართველოს მთავრობასა და ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება.
    ხელმოწერილია 9.9.2013. ძალაშია 12.12.2013

  13. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ესტონეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება
    ხელმოწერილია 22.07.2010. ძალაშია 13.09.2010

  14. საქართველოს მთავრობასა და ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების შესახებ საიმპლემენტაციო ოქმი.
    ხელმოწერილია 12.09.2013. ძალაშია 9.11.2012

  15. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და ესტონეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი.
    ძალაშია ხელმოწერის დღიდან 10.10.2011

  16. საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის შესახებ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ოქმი.
    ხელმოწერილია 30.01.2013. ძალაშია 11.06.2013

  17. სასაზღვრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ესტონეთის რესპუბლიკის პოლიციისა და საზღვრის დაცვის საბჭოს შორის შეთანხმება.
    ხელმოწერილია 5.12.2011. ძალაშია 14.02.2012

  18. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ესტონეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს შორის 2013-2016 წლებისთვის კულტურული თანამშრომლობის შესახებ პროგრამა.
    ძალაშია ხელმოწერის დღიდან 26.07.2013