ორმხრივი ხელშეკრულებები საქართველოსა და კვიპროსის რესპუბლიკას შორის

  1. საქართველოს მთავრობასა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას შორის სავაჭრო შეთანხმება.
    ხელმოწერილია 6.06.1997. ძალაშია 22.11.1998.

  2. საქართველოს მთავრობასა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას შორის ტურიზმის დარგში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება.
    ხელმოწერილია 6.06.1997. ძალაშია 16.02.1998.

  3. შეთანხმება საჰაერო მიმოსვლის შესახებ საქართველოს მთავრობასა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას შორის
    ხელმოწერილია 30.06.1997. ძალაშია 05.11.1998.

  4. შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას შორის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ
    ხელმოწერილია 27.01.2005. ძალაშია 14.06.2005.

  5. შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ.
    ხელმოწერილია 30.11.2007. ძალაშია 10.05.2008.

  6. კვიპროსის რესპუბლიკასა და საბჭოთა კავშირის სოციალისტურ რესპუბლიკებს შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებში სამართლებრივი დახმარების შესახებ შეთანხმება.
    საქართველოსა და კვიპროსის რესპუბლიკას შორის ძალაშია, ნოტების გაცვლის გზით, 2000 წლიდან.

  7. საქართველოს მთავრობასა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას შორის საზღვაო სავაჭრო ნაოსნობის შესახებ შეთანხმება.
    ხელმოწერილია 5.02.2014. ძალაშია 24.05.2014.