ორმხრივი ხელშეკრულებები საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას შორის

  1. ხელშეკრულება პროგრამული კონტაქტებისა და თანამშრომლობის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამეცნიერო საბჭოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებსა და ინსტიტუტებს შორის.
    ძალაშია ხელმოწერის დღიდან 14.09.1994.

  2. ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის კვლევის საბჭოს შორის აგრარული მეცნიერების კვლევისა და განვითარების დარგში თანამშრომლობის შესახებ.
    ძალაშია ხელმოწერის დღიდან 19.09.1994.

  3. ოქმი საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის კვლევის საბჭოს შორის მეცნიერული მასალების გაცვლის შესახებ.
    ძალაშია ხელმოწერის დღიდან 19.09.1994.

  4. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს  შორის თანამშრომლობის შესახებ ოქმი.
    ძალაშია ხელმოწერის დღიდან 05.11.1993.