სუამ-ის დაარსება

 

 

სუამ-ის ვებ-გვერდი:

http://guam-organization.org/

twitter:

@GUAMSecretariat 

Facebook:

https://www.facebook.com/odedguam/

1997 წლის 10 ოქტომბერს, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სამიტის მსვლელობისას, ოთხი ქვეყნის (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი და მოლდოვა) მონაწილეობით დაფუძნდა სუამ-ის საკონსულტაციო ფორუმი. 

2006 წლის 22-23 მაისს, კიევში გამართულ სუამ-ის მორიგ სამიტზე, სუამ-ის გაერთიანების ბაზაზე შეიქმნა ახალი ორგანიზაცია - დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ი. ახალი ორგანიზაციის შექმნა ოფიციალურად გაფორმდა სუამ-ის ქვეყნების სახელმწიფო მეთაურთა მიერ კიევის შესაბამისი დეკლარაციის, ორგანიზაციის წესდებისა და სხვა დამფუძნებელი დოკუმენტების ხელმოწერით. 

 

სუამ-ის ორგანიზაციის მიზნები

დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ის ძირითადი მიზნები, ორგანიზაციის წესდების შესაბამისად:

  • დემოკრატიულ ღირებულებათა დამკვიდრება, სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის უზრუნველყოფა;
  • სტაბილური განვითარების უზრუნველყოფა;
  • საერთაშორისო და რეგიონალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცება;
  • ევროპის ინტეგრაციის გაღრმავება საერთო უსაფრთხოების სივრცის შესაქმნელად, აგრეთვე ეკონომიკური და ჰუმანიტარული თანამშრომლობის გაფართოება;
  • მხარეთა სოციალურ-ეკონომიკური, სატრანსპორტო, ენერგეტიკული, სამეცნიერო-ტექნიკური და ჰუმანიტარული პოტენციალის განვითარება;
  • საერთო ინტერესის სფეროებში პოლიტიკური ურთიერთქმედებისა და პრაქტიკული თანამშრომლობის გააქტიურება.

 

ორგანიზაციული სტრუქტურა 

სუამ-ის სამდივნო

მდებარეობს კიევში. სამდივნო ახორციელებს სუამ-ის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას. სამდივნო ფუნქციონირებს სუამ-ის გენერალური მდივნის ხელმძღვანელობით, რომელიც თანამდებობაზე ინიშნება 4 წლის ვადით.

2016 წლის 1 იანვრიდან სუამ-ის გენერალურ მდივნად 4 წლის ვადით დანიშნულია ალთაი ეფენდიევი, (აზერბაიჯანის ყოფილი ელჩი ესპანეთში).

2007-2015 წწ-ში სუამ-ის გენერალური მდივნის თანამდებობა ეკავა ვალერი ჩეჩელაშვილს.

თავმჯდომარე ქვეყანა

2018 წელს - მოლდოვის რესპუბლიკა.

საქართველო სუამ-ს თავმჯდომარეობდა 2017 წელს.

საბჭო

 

  • სახელმწიფოთა მეთაურების საბჭო (სუამ-ის სამიტი) ;
  • საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო;
  • სუამ-ის ეროვნული კოორდინატორების საბჭო;
  • სუამ-ში მუდმივი წარმომადგენლების (ელჩების) საბჭო.

2017 წლის 27 მარტს, კიევში, გაიმართა სუამ-ის წევრი ქვეყნების პრემიერ მინისტრების პირველი შეხვედრა (და სუამ-ის პირველი ბიზნეს-ფორუმი). სუამ-ის პრემიერ-მინისტრების მორიგი შეხვედრა შესაძლებელია გაიმართოს 2018 წლის ივნისში, მოლდოვაში.

სუამ-ის ბოლო სამიტი პრეზიდენტების დონეზე გაიმართა 2008 წელს ქ. ბათუმში.

2017 წლის 8 ოქტომბერს თბილისში გაიმართა სუამ-ის საგანგებო მინისტერიალი, 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით.

სუამ-ის დარგობრივი სამუშაო ჯგუფები

 

სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს კოორდინატორი ქვეყანა, რომელიც ინიშნება 2 წლის ვადით.

ჯგუფის კოორდინატორობას ორგანიზაციის წევრი ქვეყნები ირჩევენ და ერთმანეთში ანაწილებენ ნებაყოფლობით.

კოორდინატორი ქვეყნის ფუნქციაა სამუშაო ჯგუფის სხდომების ინიცირება და სხდომის თავმჯდომარეობა.

  1. ეკონომიკისა და ვაჭრობის (2017-2018 წწ. კოორდინატორია საქართველო);
  2. მეცნიერებისა და განათლების  (2017-2018 წწ. კოორდინატორია საქართველო);
  3. საგანგებო სიტუაციების (2017-2018 წწ. კოორდინატორია საქართველო);
  4. ტრანსპორტის (2017-2018 წწ. კოორდინატორია უკრაინა);
  5. ენერგეტიკის 2017-2018 წწ. კოორდინატორია აზერბაიჯანი);
  6. ინფორმაციული ტექნოლოგიების (არ ჰყავს კოორდინატორი);
  7. კულტურისა და ტურიზმის (2017-2018 წწ. კოორდინატორია მოლდოვა);
  8. დანაშაულთან ბრძოლის კოორდინაციის საკითხებზე (2017-2018 წწ. კოორდინატორია უკრაინა);
  9. კიბერუსაფრთხოების (2017-2018 წწ. კოორდინატორია უკრაინა);
  10. სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხებზე (2017-2018 წწ. კოორდინატორია უკრაინა).

ასევე ფუნქციონირებს სამუშაო ორგანო - სუამ-ის ვაჭრობისა და ტრანსპორტის ხელშეწყობის პროექტის ხელმძღვანელი კომიტეტი, რომლის ფარგლებშიც აქტიურად თანამშრომლობენ სუამ-ის წევრი ქვეყნების საბაჟო უწყებები.

2017 წელს, ქართულმა მხარემ სუამ-ის ფარგლებში ოფიციალურად დააყენა ინიციატივა წევრი ქვეყნების პოლიციის აკადემიებს ან შსს-ოს სასწავლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის საკითხებზე სუამ-ის სამუშაო ქვეჯგუფის შექმნის ინიციატივა.

„სუუამ-ის მონაწილე სახელმწიფოთა შორის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ“ 2002 წლის 20 ივლისის შეთანხმების ხელშემკვრელ მხარეთა მოქმედებების მაკოორდინირებელი სამუშაო ორგანოს შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ ოქმის საფუძველზე შეიქმნა სამუშაო ორგანო.

აღნიშნულ სამუშაო ორგანოში უფლებამოსილ წარმომადგენლად განისაზღვრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი - მარიამ გაბუნია.

სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეა

საპარლამენტო ასამბლეას თავმჯდომარეობა განისაზღვრება 1 წლის ვადით და მას ასრულებს იგივე ქვეყანა, რომელსაც სუამ-ის თავმჯდომარეობა აბარია.

ამჟამად, სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეას თავმჯდომარეობს საქართველო.

სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელია გიორგი მოსიძე.

 

 

 

 

შექმნილია 2004 წლიდან, რომლის ფარგლებში ფუნქციონირებს სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის ბიურო და ოთხი პროფილური კომიტეტი:

  1. სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი (2018 წელს, თავმჯდომარეობს მოლდოვა);
  2. სავაჭრო-ეკონომიკური საკითხების კომიტეტი (2018 წელს, თავმჯდომარეობს უკრაინა);
  3. მეცნიერების, კულტურისა და განათლების  კომიტეტი (2018 წელს, თავმჯდომარეობს აზერბაიჯანი);
  4. რეგიონული უსაფრთოხების კომიტეტი (2018 წელს, თავმჯდომარეობს საქართველო).

2017 წლის 17-18 დეკემბერს თბილისში გაიმართა სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის მე-10 პლენარული სესია. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს და კომიტეტების გაერთიანებული სხდომები და სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეისა და ბალტიის ასამბლეის პრეზიდიუმის ტრადიციული შეხვედრა.

აქტიურია საპარლამენტო თანამშრომლობა სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეასა და ბალტიის ასამბლეას შორის, ორ ორგანიზაციას შორის 2009 წელს გაფორმებული თანამშრომლობის შესახებ დეკლარაციის საფუძველზე.  

სუამ-ის განცხადებები

წინა წლების მსგავსად, 2018 წლის 18 აპრილს, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-17 კონსოლიდირებული ანგარიშისკონფლიქტი საქართველოში განხილვისას მოლდოვის თავმჯდომარეობამ განცხადება გააკეთა სუამის სახელით. განცხადებაში ყურადღება გამახვილდა საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ადამიანის უფლებების კუთხით არსებული საგანგაშო მდგომარეობასთან დაკავშირებით; ასევე, არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით; გამოითქვა მწუხარება ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესთან, გამშვები პუნქტების დახურვასთან, თავისუფალი გადაადგილების, საკუთრების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებების შეზღუდვასთან დაკავშირებით; აღინიშნა პროგრესის მიღწევის მნიშვნელობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში; 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულების აუცილებლობასთან დაკავშირებით.

სუამ-ის დელეგაცია მიესალმა საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას.

[Statement of the Delegations of GUAM member states on the Secretary General’s 17th consolidated report on the Conflict in Georgia]

მიმდინარე პროექტები

მიმდინარე პროექტები

  • თავისუფალი სავაჭრო ზონა;
  • სუამ-ის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების კონცეფცია;
  • ტერორიზმთან, ორგანიზებულ დანაშაულთან, ნარკოტრეფიკინგთან და სხვა საშიში ტიპის ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლის ვირტუალური სამართალდამცავი ცენტრი.

პარტნიორი ქვეყნები და თანამშრომლობის ფორმატები

აშშ (სუამ+აშშ ფორმატი)

 

 

სუამ+აშშ ფორმატი ოფიციალურად ჩამოყალიბდა 2002 წლის 6 დეკემბერს მიღებული სუამ-აშშ თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო პროგრამის საფუძველზე: "GUAM-US Framework Program of Trade and Transport Facilitation, Ensuring Border and Customs Control, Combating Terrorism, Organized Crime and Drug Trafficking". წლების განმავლობაში, სუამ-ი ამერიკულ მხარესთან აქტიურ თანამშრომლობას ავითარდება, ძირითადად, სამართალდამცავ და საერთაშორისო დანაშაულთან ბრძოლის სფეროში.

სუამ-აშშ ფორმატის მაღალი დონის ბოლო შეხვედრა გაიმართა 2017 წლის 21 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის გენერალური დებატების ფარგლებში, სადაც მხარეებმა მიიღეს ერთობლივი განცხადება „GUAM-US Joint Statement“.

სუამ-აშშ ფორმატში გამართულია 27 შეხვედრა, ხოლო 21 შეხვედრაზე მიღებულია დასკვნითი დოკუმენტები, ერთობლივი განცხადებების სახით.

იაპონია (სუამ-იაპონიის ფორმატი)

 

ფორმატს საფუძველი დაუდო 2007 წელს, ბაქოში  სუამ-სა და იაპონურ მხარეს შორის გამართულმა შეხვედრამ.

2017 წელს აღინიშნა სუამ+იაპონიის თანამშრომლობის 10 წლის იუბილე.

 2017 წლის 20 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის გენერალური დებატების ფარგლებში, გაიმართა სუამ-იაპონიის მაღალი დონის შეხვედრა, რომელშიც იაპონური მხარე პირველად იყო წარმოდგენილი საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე (Minister for Foreign Affairs Taro KONO). შეხვედრაზე ტრადიციულად მიღებულ იქნა დასკვნითი დოკუმენტი - GUAM-Japan Joint Press Release, რომელშიც დაფიქსირდა პოლიტიკური მესიჯები, იაპონიის მხრიდან სუამ-ის ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის შესახებ, ასევე შეხვედრის მონაწილეების მხრიდან ჩრდილოეთ კორეის მიერ ქმედებების დაგმობა.

თანამშრომლობის პროგრამას “GUAM-Japan Cooperation program” ხელი მოეწერა 2015 წლის 3 დეკემბერს, ბელგრადში გამართულ სუამ-იაპონიის ფორმატის მაღალი დონის შეხვედრაზე. იაპონიის მხრიდან მონაწილეობა მიიღო იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სახელმწიფო მინისტრმა იოჯი მუტომ (Yoji MUTO).

2018 წლის 28 იანვარი - 3 თებერვლის პერიოდში, იაპონიაში გაიმართა ტრადიციული სემინარი სუამ-ის ექსპერტებისთვის, ამჯერად მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის საკითხებზე.

2017 წლის 21-24 სექტემბერს იაპონიაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე „Japan Expo 2017“ მოეწყო სუამ-ის ერთობლივი სტენდი.