სუამ-ის ფარგლებში არსებული პროექტების საბაზისო დოკუმენტები

2002 წლის 20 ივლისს სუუამ-ის სამიტის დროს ხელი მოეწერა შეთანხმებას სუუამ-ის წევრ-სახელმწიფოთა მთავრობებს შორის ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულისა და სხვა საშიში სახის დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ (დანართი #1).

2002 წლის 6-7 დეკემბერს პორტოში (პორტუგალია) გამართულ სუუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს მეორე სხდომაზე დამტკიცებულ იქნა «ვაჭრობისა და ტრანსპორტირების ხელშეწყობის, სასაზღვრო და საბაჟო კონტროლის უზრუნველყოფის, ტერორიზმთან, ორგანიზებულ დანაშაულთან და ნარკოტიკების გავრცელების წინღმდეგ ბრძოლის სუამ-აშშ-ს ჩარჩო პროგრამა», (დანართი #2) რომელიც შემუშავებულ იქნა 2002 წლის სექტემბერში სუუამ-ის მინისტრთა საბჭოს სხდომასა და 29-30 ოქტომბერს ქ. ბაქოში ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულისა და ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ბძოლის საკითხებში სუუამ-ის წევრ სახელმწიფოთა სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრაზე.

2003 წლის წლის 3-4 ივლისს სუუამ-ის სამიტზე ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს სუამ-ის წევრ-სახელმწიფოთა შორის ვაჭრობისა და ტრანსპორტირების ხელშეწყობისა (დანართი #3) და შეთანხმებას ტეროიზმის, ორგანიზებული დანაშაული, ნარკოტიკების გავრცელების და სხვა საშიში სახის დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლის სუუამ-ის ვირტუალური ცენტრისა და სახელმწიფოთაშორისი საინფორმაციო-ანალიტიკური სისტემის შექმნის შესახებ (დანართი #4).

ამჟამად სუამ-ის ფარგლებში მიმდინარეობს «სუუამ-აშშ-ის ჩარჩო პროგრამით» გათვალისწინებული ორი პროექტის იმპლემენტაცია:

ვაჭრობისა და ტრანსპორტირების ხელშეწყობის პროექტის იმპლემენტაციისა და ტერორიზმის, ორგანიზებული დამნაშავეობისა და ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ვირტუალური ცენტრისა და სახელმწიფოთაშორისი საინფორმაციო-ანალიზური სისტემის შექმნის მიზნით, 2003 წლის 1 სექტემბრიდან 30 ნოემბრამდე ქ. კიევში და 2003 წლის 15 სექტემბრიდან 20 დეკემბრამდე ქ. ბაქოში, შესაბამისად, აშშ-სა და SECI-ს ექსპერტების ხელშეწყობით ჩატარდა სუუამ-ის სასაზღვრო და საბაჟო უწყებებისა და სამართალდამცავ უწყებათა წარმომადგენლების სწავლება-სემინარები. სემინარებზე შემუშავებულ იქნა ზემოხსენებული პროექტების ერთობლივი სტრატეგიები, მოქმედების გეგმა და ფუნქციონირების წესები, რომლებიც საბოლოოდ დამტკიცებულ იქნა სუუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს მეექვსე სხდომაზე 2004 წლის 28 ივნისს, ქ. სტამბოლში (დანართი #5), (დანართი #6).


შეთანხმება ტერორიზმთან, ორგანიზებულ დამნაშავეობასთან და სხვა საშიშ დანაშაულთან ბრძოლის სფეროში სუუამ-ის მონაწილე სახელმწიფოთა მთავრობების თანამშრომლობის შესახებ

სუუამ-ის მონაწილე სახელმწიფოთა მთავრობები, შემდგომში «მხარეებად» წოდებულნი,
სურთ რა განავითარონ 2001 წლის 7 ივნისს იალტაში ხელმოწერილი სუუამ-ის ქარტიის დებულებანი,
ადასტურებენ რა, რომ გადაჭრით გმობენ ტერორისტულ აქტებს, და აცხადებენ თავიანთ გადაწყვეტილებას აღკვეთონ ისინი,
ადასტურებენ რა, რომ ტერორისტული ქმედებანი საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობასა და უშიშროებას,
აღიარებენ რა აუცილებლობას, უზრუნველყონ თავიანთ სახელმწიფოთა უშიშროება, ტერიტორიული მთლიანობა და საზღვრების ურღვევობა,
ადასტურებენ რა აუცილებლობას, ყველა საშუალებით ებრძოლონ საფრთხეს, რომელსაც საერთაშორისო მშვიდობასა და უშიშროებას უქმნის ტერორისტული აქტები,
მოუწოდებენ რა ყველა წევრ სახელმწიფოს ერთობლივი ძალისხმევით თავიდან აიცილონ და აღკვეთონ ტერორისტული აქტები, მათ შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ შესაბამისი საერთაშორისო კონვენციების რეალიზაციის უზრუნველყოფის გზით,
აღიარებენ რა აუცილებლობას, განახორციელონ დამატებითი ღონისძიებანი, რათა თავიანთ ტერიტორიაზე ყველანაირი კანონიერი საშუალების გამოყენებით თავიდან აიცილონ და აღკვეთონ ნებისმიერი ტერორისტული აქტების მომზადება და დაფინანსება,
შეშფოთებულნი არიან რა დამნაშავეობის, განსაკუთრებით ორგანიზებული დამნაშავეობის ზრდით,
ხელმძღვანელობენ რა საერთაშორისო სამართლის ნორმებითა და მხარე-სახელმწიფოთა ეროვნული კანონმდებლობის დებულებებით,
ითვალისწინებენ რა თანასწორობას, ურთიერტპატივისცემასა და ურთიერთსარგებლიანობის პრინციპებს,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

მუხლი 1
მხარეები, თავიანთი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად ითანამშრომლებენ შემდეგ სფეროებში:
- ტერორიზმთან ბრძოლა;
- ორგანიზებულ დამნაშავეობასთან ბრძოლა;
- უკანონო შეიარაღებულ შენაერთებთან ბრძოლა;
- იარაღისა და საბრძოლო მასალების, სამხედრო ტექნიკის, მათ შესაქმნელად გამოსაყენებელ ცალკეულ სახეობათა ნედლეულის, მასალების, მოწყობილობებისა და ტექნოლოგიების, მომწამლავი და ფეთქებადი ნივთიერებების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლა;
- მასობრივი განადგურების იარაღის შექმნისა და წარმოებისათვის გამოსაყენებელი ბირთვული მასალების, რადიოაქტიური ნივთიერებების, ორმაგი დანიშნულების მასალების, მოწყობილობებისა და ტექნოლოგიის უკანონო ბრუნვასთან ბრძოლა;
- ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპიული ნივთიერებებისა და წინამორბედების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლა;
- გადახდის საშუალებების, ფასიანი ქაღალდების, საფინანსო დოკუმენტების, პირადობის დამადასტურებელი საბუთების გაყალბებასთან, აგრეთვე ბრუნვაში მათ დანერგვასა და უკანონო გამოყენებასთან ბრძოლა;
- ეკონომიკურ და საფინანსო სფეროში დამნაშავეობასთან, მათ შორის ისეთი დამნაშავეობასთან ბრძოლა, რომელიც დაკავშირებულია გადასახადებისაგან თავის არიდებასთან, შემოსავლების ლეგალიზაციასთან და კორუფციასთან;
- კონტრაბანდასტან და სხვა საბაჟო სამართალდარღვევებთან ბრძოლა;
- პიროვნების წინააღმდეგ დანაშაულთან, აგრეთვე ქონებრივ დანაშაულთანბრძოლა;
- უგზოუკლოდ დაკარგულთა ძებნა, პირთა იდენტიფიკაცია, აგრეთვე გვამების ამოცნობა;
- დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილ ან ბრალდებულ პირთა, აგრეთვე იმ პირთა ძებნა, რომლებიც თავს არიდებენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და სასჯელის მოხდას;
- ავტოსატრანსპორტო საშუალებების ქურდობასთან, უკანონო ბრუნვასა და ვაჭრობასტან ბრძოლა;
- არალეგალურ მიგრაციასთან, უკანონო გადაადგილებასა და ადამიანებით ვაჭრობასთან ბრძოლა;
- კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ქსელების გამოყენების სფეროში დანაშაულთან ბრძოლა;
- ინტელექტუალური საკუთრების სფეროში დანაშაულთან ბრძოლა;
- ავიალაინერების, საზღვაო ხომალდებისა და სხვა სატრანსპორტო საშუალებების გატაცებასთან ბრძოლა.

მუხლი 2
მოცემული შეთანხმების ფარგლებში მხარეთა ურთიერთქმედება ხორციელდება ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატით, იმ მიზნით ხელშეწყობის მოთხოვნის საფუძველზე, რომ თავიდან აიცილონ, გამოავლინონ, აღკვეთონ, გამოიძიონ და აღმოფხვრან ისეთი დანაშაულის შედეგები, როგორიცაა, უწინარეს ყოვლისა:
- ტერორისტული ხასიათის დანაშაული, მათ შორის, მძევლად აყვანა და ადამიანთა გატაცება;
- ძლიერმომქმედი, მომწამლავი და რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო გადაადგილება და ბრუნვა;
- ბირთვული, ქიმიური, ბიოლოგიური და სხვა სახეობათა მასობრივი განადგურების იარაღი, მისი შექმნისათვის გამოსაყენებელი მასალებისა და მოწყობილობების უკანონო ბრუნვა;
- იარაღის, საბრძოლო მასალების, ფეთქებადი ნივთიერებებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო ბრუნვა;
- ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და წინამორბედების უკანონო ბრუნვა.

მხარეები განახორციელებენ ყველა საჭირო ღონისძიებას, რათა უზრუნველყონ ტერორისტული ხასიათის დანაშაულთან ბრძოლაში ხელშეწყობის შესახებ მოთხოვნის დაუყონებლივი და სრული შესრულება.

მუხლი 3
1. ხელსეწყობის შესახებ მოთხოვნა იგზავნება წერილობითი ფორმით. გადაუდებელ სემთხვევებში მოთხოვნა გადაეცემა სიტყვიერად ან კავშირის ელექტრონული საშუალებით, 72 საათში შემდგომი წერილობითი დადასტურებით.
2. ხელშეწყოფის შესახებ მოთხოვნა უნდა შეიცავდეს:
ა) მოთხოვნის გამგზავნი მხარის კომპეტენტური ორგანოსა და მოთხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტური ორგანოს დასახელებას;
ბ) საქმის არსს;
გ) მოთხოვნის მიზანსა და დასაბუთებას;
დ) მოთხოვნილი ხელშეწყობის შინაარს;
ე) მოთხოვნის შესარულების სასურველ ვადებს.
3. იმგვარად, რამდენადაც ეს აუცილებელი და შესაძლებელია, ხელშეწყოფის შესახებ მოთხოვნა უნდა შეიცავდეს:
ა) საქმესთან დაკავშირებულ პირთა სახელებსა და გვარებს, მეტსახელებს (საჭიროების შემთხვევაში - განსაკუთრებულ ნიშნებს), მოქალაქეობას, მათი დაბადები თარიღსა და ადგილს, საქმიანობას, საცხოვრებელ და მდებარეობის ადგილს;
ბ) საქმესთან დაკავშირებულ იურიდიულ პირთა დასახელებასა და მდებარეობის ადგილს;
გ) ქმედების ან მოვლენის აღწერას, სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში - ქმედების კვალიფიკაციას მოთხოვნის გამგზავნი მხარის სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად და კანონის შესაბამისი დებულების ტექსტს;
დ) იმ კითხვების ნუსხას, რომლებზეც საჭიროა პასუხების მიღება;
ე) განსაკუთრებული წესის აღწერას, რომელიც დაცული უნდა იქნეს მოთხოვნის შესრულებისას, და ამ აუცილებლობის დასაბუთებას;
ვ) ნებისმიერ სხვა ინფორმაციას, რომელიც შეიძლება გამოდგეს მოთხოვნის შესრულებისათვის, მათ შორის შესაბამის დოკუმენტებს.
4. ხელშეწყობის შესახებ მოთხოვნა, გადაცემული ან დადასტურებული წერილობითი ფორმით, ხელმოწერილია დადგენილი წესით და დამტკიცებულია გერბიანი ბეჭდით.
5. თითოეული მხარის კომპეტენტური ორგანოები განსაზღვრავენ განხორციელებისათვის უფლებამოსილ პირთა ურთიერთობის წესსა და ნუსხას, რის შესახებაც ატყობინებენ სხვა მხარეებს.
6. ინფორმაცია სხვა მხარეს შეიძლება გაეგზავნოს მოთხოვნის გარეშე, თუ არსებობს იმ ვარაუდის საფუძველი, რომ იგი საინტერესოა ამ მხარისათვის.

მუხლი 4
მხარეები განსაზღვრავენ და იღებენ შეთანხმებულ ზომებს, რათა:
- აღკვეთონ ტერორისტული ორგანიზაციებისა და ჯგუფების საქმიანობა, აგრეთვე გადაკეტონ მათთვის ფინანსური, სამხედრო-ტექნიკური და სხვა დახმარების აღმოჩენის არხები;
- გამოავლინონ ტერორისტების ბაზები, სასწავლო ბანაკები, მკურნალობის ადგილები;
- გადაკეტონ სუუამ-ის მონაწილე სახელმწიფოთა ტერიტორიებზე ტერორისტული ჯგუფებისა და მათთან დაკავშირებული პირების გადაადგილების მარშრუტები;
- გამოავლინონ და დაადგინონ ტერორისტული ორგანიზაციებისა და ჯგუფების საქმიანობასთან დაკავშირებული პირები;
- განახორციელონ ოპერატიული ოპერაციები ზოგადკრიმინალური მიმართულების ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებების, მათ შორის ისეთების წინააღმდეგ, რომლებიც ეწევიან იარაღისა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვას, აგრეთვე არალეგალურ მიგრაციას;
- განახორციელონ კონტროლირებადი მიწოდება;
- გაცვალონ ინფორმაცია, მათ შორის, უკანონო ბრუნვაში ახლად გამოვლენილ ახალ სახეობათა ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების, მათი დამზადების ტექნოლოგიებისა და გამოყენებული ნივთიერებების, აგრეთვე ნარკოტიკული საშუალებების, წინამორბედებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების კვლევისა და იდენტიფიკაციის ახალი მეთოდების შესახებ;
- განახორციელონ, ოპერატიული ინფორმაციისა და შექმნილი კრიმინოგენული ვითარების გათვალისწინებით, მიზნობრივი ოპერატიულ-პროფილაქტიკური ღონისძიებანი საერთაშორისო ორგანიზბული დანაშაულებრივი დაჯგუფებების საქმიანობის აღსაკვეთად;
- განახორციელონ გადაუდებელი ღონისძიებანი იმ საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება შესაძლო ტერორისტულ აქტებს, სხვა უკანონო გამოვლინებებს, აგრეთვე მათი შედეგების ლიკვიდაციას.

მხარეები მიღებული შეთანხმებული ზომების შედეგების შესახებ აცნობებენ ერთმანთს.

მუხლი 5
1. მხარეები განსაზღვრავენ წინამდებარე შეთანხმების დებულებათა შესრულებისათვის პასუხისმგებელ კომპეტენტურ ორგანოებს.
2. მხარეთა კომპეტენტური ორგანოები მოაწყობენ სპეციალისტთა შეხვედრებს თანამშრომლობის შეფასების, აგრეთვე მისი გაუმჯობესების მიზნით.
3. წინამდებარე შეთანხმების დებულებათა რეალიზაციისათვის მხარეთა კომპეტენტურმა ორგანოებმა შეიძლება ხელი მოაწერონ დამატებით დოკუმენტებს, რომლებითაც განისაზღვრება თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებანი, აგრეთვე კავშირის საშუალებები.
4. დამნაშავეობასთან ბრძოლაში ურთიერთქმედების კოორდინაციისათვის მხარეთა კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ გაგზავნონ თავიანთი თანამშრომლები სხვა მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე.
5. მხარეთა კომპეტენტური ორგანოები წინამდებარე შეთანხმების დებულებათა შესაბამისად უშუალოდ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ითანამშრომლებენ.

მუხლი 6
პირთა შესახებ იმ ინფორმაციის კონფიდენციალობის უზრუნველყოფის მიზნით, რომელიც წინამდებარე შეთანხმების დებულებებისა და თავიანთი სახელმწიფოების ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად გადაიცემა, მხარეები დაიცავენ შემდეგ პირობებს:
1. მიმღებ მხარეს შეუძლია გამოიყენოს ცნობები მხოლოდ იმ მიზნით და იმ პირობებით, რომლებიც განსაზღვრულია გამომგზავნი მხარის მიერ;
2. მიმღები მხარე გამგზავნ მხარეს აცნობებს ცნობების გამოყენებისა და მიღწეული შედეგების შესახებ;
3. პირების შესახებ ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს მხოლოდ მხარეთა კომპეტენტურ ორგანოებს. სხვა ორგანოებისათვის, მესამე სახელმწიფოსათვის ან იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის პირადი მონაცემების შემცველი ცნობები, აგრეთვე მასალების, ინფორმაციის, ტექნიკური და სხვა საშუალებების გადაცემა შესაძლებელია მოხდეს გამგზავნი მხარის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში;
4. გამგზავნი მხარე იღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ რამდენად აუცილებელი და მიზანშეწონილია ცნობების გადაცემა და უზრუნველყოფს მათ უტყუარობასა და სიზუსტეს. ამასთან დაცული უნდა იყოს მეორე მხარის სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს ან კრძალავს ასეთი მონაცემების გადაცემას. თუ დამატებით დადგინდება, რომ გადაცემული იყო მცდარი მონაცემები ან ცნობები, რომლებიც არ უნდა გადაცემულიყო, საჭიროა სასწრაფოდ აცნობოს ამის შესახებ მიმღებ მხარეს. Aმ უკანასკნელმა უნდა გაასწოროს მცდარი მონაცემები და გაანადგუროს ისინი, რომლებიც არ უნდა ყოფილიყო გადაცემული;
5. პირს, რომლის შესახებაც უნდა მიიღონ ან უკვე მიიღეს მონაცემები, მისი მოთხოვნით აცნობებენ ინფორმაციას გადაცემული მონაცემების შესახებ, აგრეთვე მათი გამოყენების მიზნების შესახებ, იმ შემთხვევაში, თუე ს დასაშვებია მხარე სახელმწიფოთა ეროვნული კანონმდებლობით.
6. გამგზავნი მხარე მეორე მხარისათვის ცნობების გადაცემისას ატყობინებს მას მათი განადგურების ვადებს, რომლებიც განსაზღვრულია მისი სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობით. ამ ვადების მიუხედავად, უნდა განადგურდეს ცნობები იმპ ირის შესახებ, რომელსაც ისინი ეხება, თუ უკვე აღარ არის მათი აუცილებლობა.

მუხლი 7
1. წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში ხელშეწყობაზე შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ ითქვას უარი, თუ მიმღები მხარე ვარაუდობს, რომ მოთხოვნის შესრულებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს მის ინტერესებს, ანდა იგი ეწინააღმდეგება მისი სახელმწიფოს კანონმდებლობას ან საერთაშორისო ვალდებულებებს, ანდა თუ ქმედება, რომელთან დაკავშირებითაც მიღებულია მოთხოვნა, არ არის დანაშაული მიმღები მხარის სახელმწიფოს კანონმდებლობით.
2. ამ მუხლის 1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მხარეები დაუყოვნებლივ აცნობებენ ერთმანეთს დახმარებაზე უარის შესახებ, ამასთან მიუთითებენ ასეთი უარის მიზეზებს.

მუხლი 8
1. ნებისმიერ მხარეს შეუძლია დათქვას დახმარების გაწევის გარკვეული პირობები, რომლებიც სავალდებულოა მეორე მხარისათვის;
2. ნებისმიერი მხარე უზრუნველყოფს მეორე მხარისაგან მიღებული ინფორმაციის დაცვას, ასეთი ინფორმაციის მფლობელი მხარის მიერ დადგენილი პირობების გათვალისწინებით;
3. მხარეთა კომპეტენტური ორგანოების მიერ საიდუმლო ინფორმაციის და მისი მატერიალური მატარებლების გადაცემა ხორციელდება მხოლოდ საიდუმლო ინფორმაციის ურთიერთდაცვის შესახებ მხარეთა შორის დადებული ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად.

მუხლი 9
თითოეული მხარე ანაზღაურებს წინამდებარე შეთანხმების რეალიზაციასთან დაკავშირებით თავისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე წარმოქმნის ხარჯებს, თუ არ იქნა მიღწეული სხვა მორიგება.

მუხლი 10
წინამდებარე შეთანხმების განხორციელებისას მხარეები სამუშაო ენებად გამოიყენებენ ინგლისურ და რუსულ ენებს.

მუხლი 11
1. წინამდებარე შეთანხმება არ ეხება იმ უფლებებსა და ვალდებულებებს, რომლებიც მხარეებმა იკისრეს იმ სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, რომელთა მონაწილენიც არიან;
2. წინამდებარე შეთანხმების დებულებათა გაგებასთან ან შესრულებასთან დაკავშირებით წამოჭრილი სადავო საკითხები მხარეებმა უნდა გადაწყვიტონ საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად კონსულტაციების გამართვის გზით.

მუხლი 12
1. წინამდებარე შეთანხმებას შეუძლიათ ხელი მოაწერონ სუუამ-ის მონაწილე სახელმწიფოთა მთავრობების სახელით და იგი ძალაში შედის დეპოზიტარისათვის იმ მესამე შეტყობინების ჩაბარების თარიღიდან, რომელიც ადასტურებს მონაწილე სახელმწიფოთა მიერ წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლისათვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესრულებას. მხარეებისათვის, რომლებიც თავიანთ შეტყობინებას ამ თარიღის შემდეგ ჩააბარებენ, შეთანხმება ძალაში შევა იმ თარიღიდან, როგორც კი დეპოზიტარი მიიღებს ასსეტ შეტყობინებას;
2. თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმებაში მონაწილეობა, თუ წერილობით აცნობებს თავის განზრახვას დეპოზიტარს, სავარეუდო თარიღამდე არაუგვიანეს ექვსი თვით ადრე;
3. მხარეთა ურთიერთშეთანხმებით წინამდებარე შეთანხმებაში შეიძლება ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, რომლებიც ფორმდება ცალკე ოქმებით. ეს ოქმები წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შედის ამ მუხლის 1 პუნქტში მითითებული პროცედურეს შესაბამისად;
4. წინამდებარე შეთანხმების დეპოზიტარი არის უკრაინის მინისტრთა კაბინეტი, რომელიც მხარეებს უგზავნის წინამდებარე შეთანხმების დამოწმებულ ასლებს, აგრეთვე ატყობინებს მისი ძალაში შესვლის შესახებ, აგრეთვე მასთან მხარეების მიერთების ან გამოსვლის შესახებ.

შესრულებულია ქ. იალტაში 2002 წლის 20 ივლისს ერთ ნამდვილ ეგზემპლარად ინგლისურ და რუსულ ენებზე, ამასთან ორივე ტექსტს თანაბარი ძალა აქვს.


სუუამ-აშშ ჩარჩო პროგრამა ვაჭრობისა და ტრანსპორტის ხელშეწყობის, სასაზღვრო და საბაჟო კონტროლის უზრუნველყოფის, ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

სუუამ-ის სახელმწიფოებმა და აშშ-მ ერთობლივად შეიმუშავეს წინამდებარე პროგრამა, რომელიც მიმართულია ვაჭრობისა და ტრანსპორტის ხელშეწყობის, სასაზღვრო და საბაჟო კონტროლის უზრუნველყოფისაკენ, ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულის და ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლისაკენ. ამ პროგრამის განხორციელებისათვის პირველ ეტაპზე შემოთავაზებულია შემდეგი პროექტები:

I. პროექტის დასახელება: ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოტიკებით ვაჭრობისა და სხვა საშიში დანაშაულების წინააღმდეგ სუუამ-ის ვირტუალური ცენტრის შექმნა.

ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის მომზადება:

სუუამ-ის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ იალტის სამიტზე 2002 წლის 20 ივლისს ხელმოწერილი suuam-ის მონაწილე სახელმწიფოებს შორის ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოტიკებით ვაჭრობისა და სხვა საშიში დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის სფეროში შეთანხმების ფარგლებში ვირტუალური ცენტრის შექმნის შესახებ სათანადო დოკუმენტის ხელმოწერა.

პროექტის მიზანი:

1. ამ შემთანხმებით დადგენილი ამოცანების შესრულება და ამ მიზნით სათანადო მექანიზმების შემუშავება.
2. სუუამ-ის კორიდორების ტერორისტების, ექსტრემისტების მიერ და დანაშაულებრივი მიზნებისათვის გამოყენების აღკვეთა.
3. ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოტიკებით ვაჭრობისა და სხვა საშიში დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელი შესაბამისი ორგანოების დანაყოფების ტექნიკურ აღჭურვასთან, ასვე მათი პერსონალის პროფესიული წვრთნის სტანდარტების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით წინადადებების შეუშავება.

პროექტის მოკლე აღწერილობა

სუუამ-ის ვირტუალური ცენტრი ხელს შეუწყობს სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობას, ძირითადად, ინფორმაციის გაცვლის და ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლის სფეროში. ვირტუალური ცენტრის ფარგლებში ექსპერტთა კომისია იფუნქციონირებს სუუამ-ის მონაწილე სახელმწიფოების სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობის პროგრამების განსახორციელებლად ვაჭრობის ხელშეწყობის, კონტრაბანდის აღკვეთისა და სატრანსპორტო კორიდორების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. ვაჭრობისა და ტრანსპორტის ხელშეწყობის ინიციატივების განხორციელებასთან ერთად, ცენტრი მოახდენს ერთობლივი ძალისხმევების კოორდინაციას ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით. თანამშრომლობის კონკრეტული და პრაქტიკული საკითხების გადაწყევტის მიზნით ექსპერტთა კომისია შეიკრიბება კვარტალურად სუუამ-ის მონაწილე სახელმწიფოების დედაქალაქებში რიგრიგობით. ექსეპრტთა კომისიის შეხვედრაზე, შესაბამისი სფეროს ექსპერტები უნდა იქნენ მიწვეულნი განსახილვევლად წარმოდგენილი თემების შესაბამისად. ცენტრის საქმიანობა უნდა ეფუძნებოდეს მრავალსფეროიან სამუშაო ჯგუფებს, რომლებიც ფუნციონირებენ სუუამ-ის თითოეული მონაწილე სახელმწიფოში ვაჭრობისა და ტრანსპორტის უსაფრთხოების უზრუნველყოფით დაინტერესებული უწყებების წარმომადგენლების მონაწილეობით. ექსპერტთა კომისიის წევრებსა და სამუშო ჯგუფების წევრებს შორის ინფორმაციის რეგულარული გაცვლა უნდა განხორციელდეს ელექტრონული დოკუმენტების უსაფრთხო გაცვლის საფუძველზე ახლად შექმნილი საინფორმაციონ-ანალიტიკური სისტემის ფარგლებში.

II. პროექტის დასახელება:ანტიტერორისტული საქმიანობის სფეროში მონაცემთა გაცვლის ერთიანი სისტემის შემოღება.

პროექტის მიზანი:

პროექტი ითვალისწინებს მონაცემთა გაცვლის ერთიანი განმანაწილებელი მთავრობათაშორისი საინფორმაციო-ანალიტიკური სისტემის შექმნას პირების, ორგანიზაციების, და შემდეგი მოვლენების შესახებ:
- ტერორიზმი მისი ნებისმიერი გამოვლინებით;
- ორგანიზებული დანაშაულის, ეკონომიკურ სფეროში დანაშაულებების, ფულის გათეთრების ჩათვლით, საკრედიტო-საფინანსო და საბანკო სფეროში დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა;
- ნარკოტიკების უკანონო ბრუნვა;
- იარაღით და რადიოაქტიური ნივთიერებებით უკანონო ვაჭრობა;
- ადამიანებით ვაჭრობა და პროსტიტუცია;
- სხვადასხვა დანაშაულებებთან დაკავშირებით პირთა და სატრანპორტო საშუალებების ჩხრეკა;
- უკანონო მიგრაცია.

საინფორმაციო-ანალიტიკური სისტემა ითვალისწინებს ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართალდამცავი ორგანოების, სასაზღვრო სამსახურების (საბაჟო, საზღვრის დამცავი, საემიგრაციო და სავიზო სამსახურები), სახელმწიფო დაცვის სამსახურის, თავდაცვის სამინისტროსა და სხვა კომპეტენტური ორგანოების მონაწილობას და ითვალისწინებს რეალურ დროში მონაცემთა სრული გაცვლის შესაძლებლობას.

საინფორმაციო-ანალიტიკური სისტემის მოდელი

საინფორმაციო-ანალიტიკური სისტემა აერთიანებს განმანაწილებელ მონაცემთა ბაზას (ცენტრალური ფაილების სერვერის გარეშე), რომელიც აგებულია ეროვნული სერვერების გაერთიანების საშუალებით, პარტნიორებს უზრუნველყოფს თანაბარი მომხმარებლის უფლებებით. საინფორმაციო-ანალიტიკური სისტემისათვის მონაცემთა მიწოდება ხორციელდება თითოეული პარტნიორის მიერ ეროვნულ საინფორმაციო ცენტრებში, რომელიც აგროვებს ზემოთნახსენებ და სხვა პრობლემებზე ინფორმაციას, დაგროვილი ინფორმაციის საფუძველზე.

განხორციელების სტადიები:

საინფორმაციო-ანალიტიკური სისტემის განხორციელება ითვალისწინებს 4 ძირითადი სტადიის შესრულებას:
1. სუუამ-ის განმანაწილებელი საინფორმაციო-ანალიტიკური სისტემის შექმნა:
- მთავრი სამუშაო ჯგუფისა და ეროვნული სამუშო ჯგუფების შექმნა სუუამ-ის საინფორმაციო-ანალიტიკური სისტემის დასაპროექტებლად და შემოსაღებად;
- საინფორმაციო-ანალიტიკური სისტემის ერთიანი საინფორმაციო ობიექტების ტიპებისა და რეკვიზიტების შემუშავება და კოორდინაცია (მაგ «პირები». «ორგანიზაციები», «შემთხვევები», «საბანკო ანგარიშები», «ნორმატიულ-სამართლებრივი დოკუმენტი», «ანალიტიკური რეზიუმე», და ა.შ.);
- საინფორმაციო ობიექტების შევსების საერთო ენის და პროგრამის ინტერფეისის შერჩევა (შემოთავაზებულია ინგლისური ან რუსული);
- საინფორმაციო ობიექტების რეკვიზიტების აღსანიშნავად საერთო ტერმინოლოგიის (ლექსიკონის) შემუშავება და კოორდინაცია;
- პროგრამულ-ტექნიკური პლატფორმის შერჩევა (კომპიუტერული ტექნიკის, პროგრამული სისტემის, SUBD, პროგრამირების ენების ტიპები და თვისებები);
- სუუამ-ის საინფორმაციო-ანალიტიკური სისტემის ეროვნული სერვერების გაერთიანების მიზნით ტელეკომუნიკაციების წესრიგში მოყვანა (პროექტი უნდა იქნას მომზადებული არსებული კომუნიკაციების ხაზებთან დაკავშირებით);
- საინფორმაციო-ანალიტიკური სისტემის კოდების დაშიფვრის სიდიდის და ალგორითმის შერჩევა;
- სუუამ-ის საინფორმაციო-ანალიტიკური სისტემის კვალიფიციური პერსონალის რაოდენობისა და დონის განსაზღვრა. მათი წვრთნის ორგანიზება;
- საინფორმაციო-ანალიტიკური სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის და ელექტრონული დოკუმენტების უსაფრთხო გაცვლის შემუშავება, შემოწმება და დაინსტალირება.
2. ცალკეულ სერვერებზე განთავსებული და სუუამ-ის საერთო ინტერნეტ პორტალში გაერთიანებული ერთიანი ეროვნული ვებ-გვერდების შემუშავება. პროგრამული უზრუნველყოფა იძლევა სუუამ-ის საინფორმაციო-ანალიტიკური სისტემის ეროვნული სერვერებიდან ინფორმაციის ხელმწისაწვდომობის კრიტერიუმით ინფორმაციის შერჩევის შესაძლებლობას.
3. სუუამ-ის სახელმწიფოების ერთიანი ეროვნული საინფორმაციო ცენტრებისა და სუუამ-ის საინფორმაციო-ანალიტიკური სისტემის ეროვნული სერვერის შექმნა (განვითარება), რომლებიც განკუთვნილია ტერიტორიაზე ზემოთხსენებული ინფორმაციის შეგროვებისათვის და დამუშავებისათვის (ამ ეროვნული ცენტრების შექმნის (განვითარების) პროექტები უნდა წარედგინოთ ეროვნულ სამუშაო ჯგუფებს შეთანხმებულ ვადებში).
4. პროგრამულ-ტექნიკური ინტერეფეისის შემუშავება ეროვნულ საინფორმაციო ცენტრებსა და სუუამ-ის საინფორმაციო-ანალიტიკური სისტემის ეროვნულ სერვერს შორის. ინტერფეისი განკუთვნილია ეროვნული საინფორმაციო ცენტრებიდან ინფორმაციის შეგროვებაზე, I თავში მითითებული საკითხთან და სახელმწიფოს მოქმედი ნორმატიულ-სამართლებრივ ბაზასთან შესაბამისობაში. ინტერფეისი უზრუნველყოფს ინფორმაციის ეროვნული ენებიდან საინფორმაციო-ანალიტიკური სისტემის შერჩეულ საერთო ენაზე თარგმნას.

დაფინანსება:

ამ პროექტის დაფინანსება დაგეგმილია განხორციელბულ იქნას დონორი სახელმწიფოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ასევე სუუამ-ის მონაწილე სახელმწიფოების მიერ.

პირველი და მეორე ეტაპები, რომლებიც საერთოა სუუამ-ის ყველა სახელმწიფოსათვის, შესაძლებელია განხორციელებულ იქნას რეალურ ვადებში, მხოლოდ დონორი სახელმწიფოების მიზნობრივი დაფინანსების პირობით.

სუუამ-ის სახელმწიფოებმა პირველი ეტაპის დასრულებისთანავე უნდა განახორციელონ მესამე და მეოთხე ეტაპები დონორი სახელმწიფოებისაგან, იმათი ჩათვლით, რომლებსაც დადებული აქვთ ორმხრივი შეთანხმებები სუუამ-ის თითოეულ მონაწილე სახელმწიფოსთან, დაფინანსების მოზიდვით.

III. პროექტის დასახელება: სასაზღვრო და საბაჟო კონტროლის საკითხებზე სუუამ-ის მონაწილე სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთქმედების გაძლიერება

იმისათვის, რომ გაიზარდოს ტერორიზმთან, ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულთან, კონტრაბანდასთან, უკანონო მიგრაცისთან, მასიური განადგურების იარაღის კომპონენტების გავრცელებასთან, ორმაგი დანიშნულების მასალების, ნარკოტიკების უკანონო გავრცლებასთან და სხვა დანაშაულებრივ ქმედებებთან ბრძოლის სფეროში სუუამ-ის მონაწილე სახელმწიფოების პერსონალისა და სასაზღვრო და საბაჟო სამსახურების ტექნიკური პოტენციალი, აუცილებელია ტექნიკური და ფინანსური დახმარების გაწევა ამ ორგანოებისათვის შემდეგი მიმართულებებით:

სასაზღვრო კონტროლი:
1. სასაზღვრო სფეროში სუუამ-ის სახელმწიფოების საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზაცია, იმისათვის, რომ იქნას უზრუვლეყოფილი სუუამ-ის სატრანსპორტო კორიდორების შეუფერხებელი ფუნქციონირება.
2. სუუამ-ის სახელმწიფოების სასაზღვრო სამსახურების პერსონალის მომზადება.
3. ინფორმაციის გაცვლის მექანიზმების შექმნა.
4. საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერება საერთაშორისო გამშვები პუნქტებისა და «მწვანე» საზღვრის დამცავი ქვედანაყოფების ტექნიკური აღჭურვილობის გაუმჯობესების გზით.

საბაჟო კონტროლი:
1. აზერბაიჯანსა და საქართველოს საზღვარზე არსებული საერთაშორისო საბაჟო სამსახურების პოსტების («ბეუკ კასიკი», «სინიგ კორპუ» თაუზის საბაჟო «მაზიმიჩაი», ბელაქანის საბაჟო აზერბაიჯანის მხარეს და საქართველოს მხარეს შესაბამისი პოსტები) ტექნიკური აღჭურვა.
2. უკრაინასა და მოლდოვას საზღვარზე არსებული საერთაშორისო საბაჟო სამსახურების პოსტების ტექნიკური აღჭურვა.
3. საბაჟო პოსტებს შორის ტელეკომუნიკაციური კავშირების შექმნა.
4. საერთაშორისო საბაჟო ორგანიზაციის მიერ ქალაქ ბაქოში დაარსებული რეგიონალური წვრთნის ცენტრის ტექნიკური არჭურვილობით უზრუნველყოფა.
5. პერსონალის მომზადება.

სამუშაო ჯგუფი შეთანხმდა, რომ საერთაშორისო საბაჟო სამსახურების პოსტების ინფრასტრუქტურის (საერთო ტექნოლოგიურ ციკლში ფუნქციონირებადი აღჭურვილობით მომარაგება) განვითარება აზერბაიჯანსა და საქართველოს, და უკრაინასა და მოლდოვას შორის, უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი.

ზემოთაღნიშნულ საკითხებზე დასაფინანსებელი თანხის ოდენობაზე ტექნიკურ მონაცემებზე მითითებით სუუამ-ის მონაწილე სახელმწიფოების სასაზღვრო და საბაჟო სამსახურების ექსპერტებმა რაც შეიძლება უმოკლეს ვადაში უნდა შეიმუშავონ და წარმოადგინონ კონკრეტული პროექტები.


ურთიერთგაგების მემორანდუმი სუუამის მონაწილე სახელმწიფოთა შორის ვაჭრობისა და სატრანსპორტო გადაზიდვების ხელშეწყობის შესახებ

სუუამის მონაწილე სახელმწიფოები (შემდგომში - მხარეები)

გამოხატავენ ვაჭრობისა და სატრანსპორტო გადაზიდვების პრობლემებთან დაკავშირებით ურთიერთთანამშრომლობის განვითარებისა და ინფორმაციის გაცვლის სურვილს სუუამის ფარგლებში ვაჭრობისა და სატრანსპორტო გადაზიდვების ხელშეწყობის მიზნით;

ადასტურებენ საერთო მისწრაფებას სასაზღვრო და საბაჟო პროცედურების გამარტივებისათვის, სასაზღვრო და საბაჟო კანონმდებლობათა უნიფიცირებისა და ჰარმონიზაციისათვის სუუამის მონაწილე სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობის განმტკიცებისა და ვაჭრობის მოცულობის გაზრდის მიზნით, ტერორიზმთან, კონტრაბანდასთან, საბაჟო წესების დარღვევისა და საზღვრის გადმოკვეთისას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებისათვის;

ადასტურებენ ერთგულებას სუუამის პროექტისადმი ვაჭრობისა და სატრანსპორტო გადაზიდვების ხელშეწყობის შესახებ (ვტხპ), რომელსაც ნაწილობრივ აფინანსებს რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი და განვითარების საერთაშორისო ასოციაცია, აგრეთვე სხვა კრედიტორები და დონორები;

შეთანხმდნენ შემდეგზე:

მუხლი 1. მიზნები

ამ მემორანდუმის ძირითადი მიზნებია:
- ვაჭრობისა და სატრანსპორტო გადაზიდვების ხელშეწყობისა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის სახელმწიფოთაშორისი და უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაფართოება;
- ვაჭრობისა და სატრანსპორტო გადაზიდვების ხელშეწყობისათვის იმ საერთო პრინციპების დანერგვისა და გამოყენების უზრუნველყოფა, რომლებიც შეესაბამება საერთაშორისო ნორმებს;
- სახელმწიფო საზღვრებსა და შიდა საბაჟო პუნქტებში სასაზღვრო და საბაჟო კონტროლის ქმედითი და ეფექტიანი სისტემის სრულყოფა, რომელიც ხელს შეუწყობს მგზავრთა და საქონლის ნაკადის გაზრდას, ინტელექტუალური საკუთრების დაცვას, შესაბამისი მოსაკრებლებისა და გადასახადების ამოღებას, აგრეთვე ეკონომიკური დანაშაულისა და კონტრაბანდის აღკვეთას;
- ²ვაჭრობისა და სატრანსპორტო გადაზიდვების ხელშეწყობისათვის, სასაზღვრო და საბაჟო კონტროლის უზრუნველყოფისათვფის, ტერორიზმთან, დამნაშავეობას და ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ სუუამი-აშშ-ის ჩარჩო პროგრამის² მესამე ნაწილის რეალიზება.

მუხლი 2. საერთო ვალდებულებები
თითოეული მხარე დროულად აცნობებს სხვა მხარეებს ვტხპ-ის შემადგენელი სხვა პროექტის დანერგვის თაობაზე.

მუხლი 3. ხელმძღვანელი კომიტეტი
ვტხპ-ის შესრულების საერთო ხელმძღვანელობის მიზნით მხარეები ქმნიან ხელმძღVანელ კომიტეტს (შემდგომში - ხკ-ს), რომელშიც შევლენ თითოეული მხრიდან მაღალი დონის თითო წარმომადგენელი, რომლებსაც ნიშნავენ მხარეთა მთავრობები.

ხელმძღვანელი კომიტეტი ატარებს რეგულარულ სხდომებს არანაკლებ 3 თვეში ერთხელ. ვტხპ-ის პრაქტიკაში დასანერგად სუუამის საინფორმაციო ოფისთან იქმნება ხელმძღვანელი კომიტეტის სამდივნო. დებულებას ხკ-ის და ხკ-ის სამდივნოს შესახებ ამტკიცებს სუუამის მონაწილე სახელმწიფოთა ეროვნული კოორდინატორების კომიტეტი.

მუხლი 4. დანერგვა
ვტხპ-ის ფარგლებში საქმიანობა ეფუძნება რეგიონულ სტრატეგიასა და იმ მოქმედებათა გეგმას, რომელიც უნდა შემუშავდეს 2003 წლის ბოლომდე.

მუხლი 5. დასკვნითი დებულებანი
ეს მემორანდუმი იდება განუსაზღვრელი ვადით და ძალაში შედის მისი ხელმოწერის თარიღიდან, ხოლო იმ მხარეთათვის, რომელთა კანონმდებლობებიც მემორანდუმის ძალში შესასვლელად ითვალისწინებს შიდა სახელმწიფოებრივი პროცედურების ჩატარებას, რომლებიც აუცილებელია მემორანდუმის ძალაში შესვლისათვის, დეპოზიტარისათვის შესაბამისი პროცედურების შესრულების შესახებ შეტყობინების თარიღიდან.

ეს მემორანდუმი ღიაა მისაერთებლად მესამე მხარეებისათვის. მიერთების შესახებ მიმართვა ფორმდება დეპოზიტარის სახელზე წერილობითი განცხადებით. თითოეული სახელმწიფოსათვის, რომელსაც სურვილი აქვს მიუერთდეს ამ მემორანდუმს, ეს უკანასკნელი ძალაში შედის ამ მემორანდუმის მხარეთა თანხმობის შესახებ დეპოზიტარისაგან წერილობითი დადასტურების მიღების დღიდან.

ამ მემორანდუმის დეპოზიტარია უკრაინის მთავრობა.

შესრულებულია 200 ________ ერთ (1) ნამდვილ ეგზემპლარად, ინგლისურ და რუსულ ენებზე, ამასთან, ორივე ტექსტი ავთენტიკურია.


შეთანხმება ტერორიზმთან, ორგანიზებულ დამნაშავეობასთან, ნარკოტიკების გავრცელებასთან და დანაშაულის სხვა საშიშ სახეებთან ბრძოლის სუუამ-ის ვირტუალური ცენტრისა და სუუამ-ის სახელმწიფოთაშორისი საინფორმაციო-ანალიტიკური სისტემის (სსას) შექმნის შესახებ

სუუამ-ის სახელმწიფოები

ხელმძღვანელობენ სუუამ-ის 2002 წლის 20 ივლისის დოკუმენტების დებულებებით, აგრეთვე ერთობლივი ძალებით რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ სახელმწიფოების მეთაურთა დეკლარაციების დებულებებით;

ტერორიზმთან, ორგანიზებულ დამნაშავეობასთან და დანაშაულის სხვა საშიშ სახეებთან ბრძოლის სფეროში სუუამ-ის მონაწილე სახელმწიფოთა მთავრობებს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების მე-5 მუხლის (პ.3) შესაბამისად;

ვაჭრობისა და ტრანსპორტირების ხელშეწყობის, სასაზღვრო და საბაჟო კონტროლის უზრუნველყოფის, ტერორიზმთან, ორგანიზებულ დამნაშავეობასა და ნარკოტიკების გავრცელებასთან ბრძოლის სუუამ-აშშ-ის ჩარჩო პროგრამიდან გამომდინარე,

საერთაშორისო ტერორიზმთან, ორგანიზებულ დამნაშავეობასთან, ნარკოტიკების გავრცელებასთან და დანაშაულის სხვა საშიშ სახეებთან ეფექტიანი ბრძოლის მიზნით,

შეთანხმდნენ შემდეგზე:
1. შეიქმნას ტერორიზმთან, ორგანიზებულ დამნაშავეობასთან, ნარკოტიკების გავრცელებასთან და დანაშაულის სხვა საშიშ სახეებთან ბრძოლის სუუამ-ის ვირტუალური ცენტრი და სუუამ-ის სახელმწიფოთაშორისი საინფორმაციო-ანალიტიკური სისტემა (სსას).
2. დამტკიცდეს დებულება ტერორიზმთან, ორგანიზებულ დამნაშავეობასთან, ნარკოტიკების გავრცელებასა და დანაშაულის სხვა საშიშ სახეებთან ბრძოლის სუუამ-ის ვირტუალური ცენტრის შესახებ და სუუამ-ის სახელმწიფოთაშორისი საინფორმაციო-ანალიტიკური სისტემის (სსას) ძირითადი პრინციპები.
3. ეს შეთანხმება ძალაში შედის ტერორიზმთან, ორგანიზებულ დამნაშავეობასთან და დანაშაულის სხვა საშიშ სახეებთან ბრძოლის სფეროში სუუამ-ის მონაწილე სახელმწიფოთა მთავრობებს შორის თანამშრომლობის შესახებ 2002 წლის 20 ივლისის შეთანხმების მე-12 მუხლის შესაბამისად.

შესრულებულია 2003 წლის 4 ივლისს, ქ. იალტაში, ერთ (1) ნამდვილ ეგზემპლარად, ინგლისურ და რუსულ ენებზე. ამასთან, ორივე ტექსტი აუთენტიკურია.


გადაწყვეტილება ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოტიკებით ვაჭრობისა და სხვა საშიში დანაშაულების წინააღმდეგ სუუამ-ის ვირტუალური ცენტრისა და სუუამ-ის სახელმწიფოთაშორისი ინფორმაციის მმართვის სისტემის შექმნის (VC/IIMS) შესახებ პროექტების მიღების თაობაზე

სუუამ-ის სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო.

ხელმძღვანელობს რა სუუამ-ის 2002 წლის 20 ივლისის სამიტზე მიღებული სუუამ-ის წევრ სახელმწიფოებს შორის ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოტიკებით ვაჭრობისა და სხვა საშიში დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის სფეროში შეთანხმებისა და სუუამ-ის 2003 წლის 4 ივლისის სამიტზე მიღებული ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოტიკებით ვაჭრობისა და სხვა საშიში დანაშაულების წინააღმდეგ სუუამ-ის ვირტუალური ცენტრის და სუუამ-ის სახელმწიფოთაშორისი ინფორმაციის მმართვის სისტემის შექმნის (VC/IIMS) შესახებ შეთანხმების დებულებებით,

ითვალისწინებენ რა სუუამ-აშშ შორის ვაჭრობისა და ტრანსპორტის ხელშეწყობის შესახებ ჩარჩო პროგრამას, რომელიც უზრუნველ;ყოფს სასაზღვრო და საბაჟო კონტროლს, ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაული, ნარკოტიკებით ვაჭრობისა და სხვ სახის საშიში დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლას,

მიზნად ისახავენ ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლას და suuam-ის ფარგლებში კავშირების, ანალიზის და ინფორმაციის რეალურ დროში ოპერატიული გაცვლის უზრუნველყოფას,

სუუამ-ის სახელმწიფოების მეთაურთა სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების და სუუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების შესრულებისას,

მიიღეს მომდევნო დოკუმენტები, შეთანხმდნენ სუუამ-ის ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილი კოორდინატორების შეხვედრაზე ბაქოში 2004 წლის 24-25 მაისს.

1. სუუამ-ის ვირტუალური ცენტრის რეგლამენტი;
2. ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოტიკებით ვაჭრობისა და სხვა საშიში დანაშაულების წინააღმდეგ სუუამ-ის ვირტუალური ცენტრისა და სუუამ-ის სახელმწიფოთაშორისი ინფორმაციის მმართვის სისტემის (VC/IIMS) შექმნის გეგმა და 2004-2005 წლებისათვის სამოქმედო გეგმა;
3. სუუამ-ის ვირტუალური ცენტრის ფარგლები ინფორმაციის გაცვლის ერთიანი სტანდარტები და პროცედურები;
4. სუუამ-ის სახელმწიფოთაშორისი ინფორმაციის მმართვის სისტემის გეგმა;
5. ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოტიკებით ვაჭრობისა და სხვა საშიში დანაშაულების წინააღმდეგ სუუამ-ის ვირტუალური ცენტრის სტრატეგიული გეგმა.

შესრულებულია სტამბულში 2004 წლის 28 ივნისს ერთ ეგზემპლარად რუსულ ენზე.


გადაწყვეტილება ვაჭრობისა და ტრანსპორტის ხელშეწყობის პროექტების განხორციელების შესახებ სუუამ-ის რეგიონული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღების თაობაზე

სუუამ-ის სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო.

ითვალისწინებს რა სუუამ-ის ფარგლებში ვაჭრობისა და ტრანსპორტის ხელშეყობის სფეროში თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას;

ადასტურებს სასაზღვრო და საბაჟო პროცედურების გამარტივების, სასაზღვრო და საბაჟო კანონმდებლობის ჰარმონიზაციის საერთო ვალდებულებას, რომელიც მიზნად ისახავს სუუამ-ის მონაწილე სახელმწიფოების ვაჭრობის მოცულობების გაზრდას, კონტრაბანდის, საბაჟო ნორმების დარღვევის, კორუფციის და საზღვრებზე ჩადენილი ყველა სახის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას.

მიიღო სუუამ-ის ვაჭრობისა და ტრანსპორტის ხელშეწყობის პროექტების განხორციელების შესახებ სუუამ-ის რეგიონული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა (TTFP), რომელიც შეთანხმებული იყო TTFP განხორციელების საორგანიზაციო კომიტეტის 2004 წლის 20-21 აპრილს შეხვედრაზე და ეროვნული კოორდინატორების კომიტეტის 2004 წლის 26 ივნისის შეხვედრაზე სტამბულში.

შესრულებულია სტამბულში 2004 წლის 28 ივნისს ერთ ეგზემპლარად რუსულ ენზე.