დანიის სამეფოში საქართველოს ელჩი ევროპის საბჭოს შესახებ სემინარზე მოხსენებით წარსდგა

12.12.2019 დანიის სამეფო - დანიის ევროპული მოძრაობის ორგანიზებით გაიმართა სემინარი ევროპის საბჭოს შესახებ. ღონისძიებაზე მომხსენებლებად წარმოდგენილი იყვნენ დანიის სამეფოში საქართველოს ელჩი გიგი გიგიაძე და საფრანგეთის ელჩი კაროლინ ფერარი, როგორც ორგანიზაციის მიმდინარე და ყოფილი თავმჯდომარე ქვეყნების ელჩები. ღონისძიებას მოდ...


ქ. დარმშტატში ქართული ხელოვნების სახლი გაიხსნა

11.12.2019 გერმანია - ქ. დარმშტატში ქართული ხელოვნების სახლის „Blue Face“ ოფიციალური გახსნის საზეიმო ღონისძიება გაიმართა.


თურქმენეთში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო „ნეიტრალიტეტის საერთაშორისო დღისადმი“ მიძღვნილ კონფერენციაში

11.12.2019 თურქმენეთი - თურქმენეთში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო „ნეიტრალიტეტის საერთაშორისო დღის“ აღსანიშნავად საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში გამართულ კონფერენციაში, სახელწოდებით: „თურქმენეთის ნეიტრალიტეტი - თანამშრომლობა მშვიდობის, უსაფრთხოებისა და მდგრადი გა...


ტალინში ქართული დიზაინით გაფორმებული სკვერი გაიხსნა

11.12.2019 ქ. ტალინი - ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, არჩილ ყარაულაშვილმა და ტალინის მერმა, მიხაილ კილვარტმა, ტალინის ცენტრში ქართული დიზაინით გაფორმებული სკვერი “რაუას მწვანე სივრცე” გახსნეს. დამსწრე საზოგადოებას ასევე მიმართეს ტალინის ცენტრალური უბნის გამგებელმა, ვლადიმერ სვეტმა და არქიტექტორმა, ...


საქართველოს ელჩი ვილნიუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს შეხვდა

11.12.2019 ლიეტუვა - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან ღვაჩლიანმა გამართა შეხვედრა ვილნიუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტთან სიგიტას ლეონავიჩიუსთან და აღნიშნული პალატის წევრებთან. შეხვედრის ფარგლებში ელჩმა ვილნიუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებს გააცნო საქართველოს საინვესტიციო გარემ...


მაინის ფრანკფურტში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

11.12.2019 გერმანია - ქ. მაინის ფრანკფურტში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ საფერავის საერთაშორისო კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული ღვინოები და თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშისგან წარმოებული ღვინოები დაეგემოვნებინათ.


მექსიკაში საქართველოს ელჩი იუკატანის შტატის გუბერნატორს შეხვდა

10.12.2019 მექსიკა - იუკატანის შტატში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მექსიკაში საქართველოს ელჩმა ზურაბ ერისთავმა ოფიციალური შეხვედრა გამართა შტატის გუბერნატორთან მაურისიო ვილა დოსალთან.


საქართველოს ელჩი ესტონეთის პარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა

10.12.2019 ესტონეთი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესტონეთის რესპუბლიკაში, არჩილ ყარაულაშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტის (Riigikogu) პრეზიდენტთან, ჰენნ პილუაასთან.


ბელგრადში გამართულ ალკოჰოლური სასმელების გამოფენაში საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა

სერბეთის რესპუბლიკაში  საქართველოს საელჩოს ოფისის, საქართველოს საპატიო კონსულისა და "ბელგრადის ღვინის სალონის" ორგანიზატორების მიერ მიღწეული შეთანხმებით, საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა ალკოჰოლური სასმელების გამოფენაში, რომელიც 6-7 დეკემბერს ბელგრადში გაიმართა. 


ნატალი საბანაძემ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამოქალაქო საზოგადოების მე-11 ასამბლეაში მონაწილეობა მიიღო

9.12.2019 ბელგია - ბელგიაში საქართველოს ელჩმა და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელმა, ნატალი საბანაძემ მონაწილეობა მიიღო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამოქალაქო საზოგადოების მე-11 ასამბლეაში.


  < 1 2 3 4 5 6 7 8 9 10  >