საქართველოს 2018 წლის ფრანკფურტის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსი ოფიციალურად გადმოეცა

16.10.2017 ფრანკფურტი, გერმანია - ​2017 წლის 15 ოქტომბერს, საქართველოს საფრანგეთისგან ოფიციალურად გადმოეცა 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსი. საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ. 


კატარში ქართული მოდისა და კულტურისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

12.10.2017 ქ. დოჰა - კატარში, ქ. დოჰაში, საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, ქართველ-ბრიტანელი დიზაინერის, რუსუდან ჰენკოკის ნამუშევრების ჩვენება გაიმართა. ქართველი დიზაინერის ხელნაკეთი ჩანთებისა და აქსესუარების კოლექციის პრეზენტაცია ექსკლუზიურად ქალბატონებისთვის მოეწყო.


საუდის არაბეთში საქართველოს ტურიზმის შესაძლებლობების შესახებ ღონისძიება გაიმართა

09.10.2017 ქ. რიადი - საუდის არაბეთში, ქ. რიადში,  საქართველოს ტურიზმის შესაძლებლობების შესახებ ღონისძიება - “Tourism Opportunities in Georgia and Future Perspectives” - გაიმართა. “Al-Hamra Palace Hotel”- ში გამართულ პრეზენტაციაზე საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯაღავამ საუდური მსხვილი ტურისტული ...


ლიტვის დედაქალაქში „თბილისობის“ დღესასწაული აღნიშნეს

07.10.2017 ვილნიუსი, ლიტვა - საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ლიტვის დედაქალაქში „თბილისობის“ დღესასწაული აღნიშნეს. „თბილისობა ვილნიუსში 2017“ ქ. ვილნიუსში მდებარე თბილისის სახელობის სკვერში გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ლიტვაში რეკორდული რაოდენობის - ერთდროულად 1000 ხინკალი დამზადდა, რომლის მომზ...


​რუმინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რუმინეთის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

05.10.2017 ქ. ბუქარესტი - რუმინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა 2017 წლის 5 ოქტომბერს რწმუნებათა სიგელები გადასცა რუმინეთის პრეზიდენტს კლაუს იოჰანნის. რწმუნებათა სიგელის გადაცემის შემდეგ, გაიმართა  ელჩის შეხვედრა პრეზიდენტ კალუს იოჰანნისთან.  შეხვედრისას, განიხილეს ორ ქვ...


ზურაბ პოლოლიკაშვილს მონტევიდეოს საპატიო მოქალაქის სტატუსი მიენიჭა

6.10.2017 მონტევიდეო, ურუგვაი - ​ურუგვაიში ვიზიტის ფარგლებში, ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩს და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის არჩეულ გენერალურ მდივანს ზურაბ პოლოლიკაშვილს მონტევიდეოს მერმა დანიელ მარტინესმა, მონტევიდეოს საპატიო მოქალაქის სტატუსი მიანიჭა.


აშშ-ში საქართველოს საელჩოში ქართული სამზარეულოსა და ღვინის შესახებ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

5.10.2017 აშშ  - ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩომ უმასპინძლა კარლა კაპაბლოს წიგნის პრეზენტაციას ქართულ სამზარეულოსა და ღვინოზე: „Taste Georgia: A Food and Wine Journey in the Caucasus“.   


პოლონეთში დღესასწაული “თბილისური შემოდგომა ვარშავაში” გაიმართა

 4.10.2017 – 30 სექტემბერს, პოლონეთში მდინარე ვისლას ბულვარში საქართველოს დედაქალაქის დღესასწაული - “თბილისური შემოდგომა ვარშავაში” გაიმართა, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა კულტურულ-კულინარიული  ხასიათის ღონისძიებები მოეწყო.


ზურაბ პოლოლიკაშვილი ურუგვაის პრეზიდენტს შეხვდა

4.10.2017 მონტევიდეო - ​ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩი და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის არჩეული გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი ურუგვაის პრეზიდენტს ტაბარე ვასკესს შეხვდა. 


ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

04.10.2017 ირლანდია - ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრა გამართა ირლანდიის პარლამენტის თავმჯდომარესთან, შონ ო’ფარელთან.  


 <  1 2 3 4 5 6 7 8 9  >