საქართველოს ელჩმა ტრინიდადის და ტობაგოს რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

9.11.2018 ქ. თბილისი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დავით სოლომონიამ (რეზიდენციით ქ. ბრაზილია), რწმუნებათა სიგელები გადასცა ტრინიდადის და ტობაგოს რესპუბლიკის პრეზიდენტს, პაოლა-მეი უიქსს.


საქართველოს ელჩმა უნგრეთის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

 6.11.2018 უნგრეთი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა  ზაალ გოგსაძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა უნგრეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს იანოშ ადერს.


ნიდერლანდებში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

6.11.2018 ნიდერლანდები - ნიდერლანდებში, დახურულ კლუბ “Sociëteit De Witte”-ში გაიმართა დისკუსია, თემაზე -  „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წელი: გამოწვევები მაშინ და ახლა“.


კანადის შეიარაღებული ძალების კოლეჯში საქართველოს დღე აღინიშნა

6.11.2018 კანადა - კანადის შეიარაღებული ძალების კოლეჯში პირველი მსოფლიო ომის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღია კარის დღე ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო ქართული კუთხე, სადაც წარმოდგენილი იყო ქართულ კულტურასთან დაკავშირებული შემეცნებითი მასალა. ასევე, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტული პო...


ქ.სტრასბურგში ქართული კულტურისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

6.11.2018 საფრანგეთი-  ქ. სტრასბურგში, ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ორგანიზებით,  ქართული კულტურისადმი მიძღვნილი  ღონისძიება -  „თბილისობა“ გაიმართა.


მექსიკაში საქართველოს ელჩმა აკადემიური წრეების წარმომადგენლებს საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის და ღია მმართველობის სფეროში არსებული რეფორმები გააცნო

6.11.2018 მექსიკა-  მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ზურაბ ერისთავი მექსიკის პოლიციის ნაციონალური უნივერსიტეტის (UNIPOL) და სამართლის დოქტორანტურის უნივერსიტეტის (EPED) წარმომადგენლებს - აკადემიური საბჭოს პრეზიდენტს, პროფესორ ალმა ლუნას, სამართლის დოქტორანტურის დეკანს, პროფესო...


უესტმინსტერის უნივერსიტეტმა ყოველწლიურ კონფერენციას - “საქართველოს დღე” - უმასპინძლა

2018 წლის 1 ნოემბერს ლონდონის უესტმინსტერის უნივერსიტეტმა ყოველწლიურ კონფერენციას - “საქართველოს დღე” - უმასპინძლა. ღონისძიება საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავს მიეძღვნა სათაურით “საქართველოს დამოუკიდებლობა 1918-1921; მაშინ და ახლა”.


საქართველოს ელჩმა მელბურნში საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია გამართა

1.11.2018 ავსტრალია- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიორგი დოლიძემ, ქ. მელბურნში საქართველოს საპატიო საკონსულოში, შეხვედრა გამართა ადგილობრივ ბიზნეს, სავაჭრო და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან, ასევე ქ. მელბურნში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრებთან.  


ქ.სიდნეიში „ძლიერთა თამაშებში“ (Invictus Games) მოასპარეზე ქართველი სამხედროების პატივსაცემად მიღება გაიმართა

29.10.2018 ავსტრალია- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა  გიორგი დოლიძემ „ძლიერთა თამაშებში“ (Invictus Games) მოასპარეზე ქართველი სამხედროების პატივსაცემად, ქ. სიდნეიში მიღება გამართა.


ეკვადორში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა

 29.10.2018 ეკვადორი- ქ. კიტოში,  საქართველოსა და ეკვადორს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 20 წლისთავისა და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება გაიმართა.


 <  2 3 4 5 6 7 8 9 10 11  >