საქართველოს ელჩმა ერზერუმში შეხვედრები გამართა

7.11.2019 თურქეთი - ერზერუმში სამუშაო მივლინების ფარგლებში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრები გამართა ერზერუმის გუბერნატორთან ოქაი მემიშთან, მერთან მეჰმეთ სექმენთან და ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან ბულენთ ჩაქმაქთან.  


თურქეთში საქართველოს ელჩი სამუშაო ვიზიტით ერზერუმს ეწვია

7.11.2019 თურქეთი - ერზერუმში სამუშაო მივლინების ფარგლებში, საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ გურჯი ხათუნისა და მისი ვაჟის, სულთან ალაედდინ ქეიქუბად II-ის ახლად აღმოჩენილი საძვალე და საფლავის ქვები მოინახულა.


საქართველოს ელჩმა სლოვენიის ეროვნული ასამბლეის წევრთან გამართა შეხვედრა

7.11.2019 სლოვენია - საქართველოს ელჩმა ირაკლი კოპლატაძემ შეხვედრა გამართა სლოვენიის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) წევრთან, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე სლოვენიის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილესთან, მატეი ტონინთან, რომელმაც 14 ოქტომბრის ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების მხარდამჭერი გან...


სლოვენიაში ქართული ფოლკლორული ანსამბლის კონცერტი ჩატარდა

7.11.2019 სლოვენია - ლიუბლიანის უდიდეს საკონცერტო დარბაზში „ცანკარევ დომ“ სრული ანშლაგით და უდიდესი წარმატებით ჩატარდა ქართული ფოლკლორული ანსამბლის „იბერი“ კონცერტი, რომლის დასრულების შემდეგ საელჩომ ორგანიზება გაუკეთა ქართული ღვინის მიღება-დეგუსტაციას (vin d'honneur ). 


ქ. მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ჰესენის ფედერალური მიწის ფინანსთა მინისტრთან შეხვედრა გამართა

6.11.2019 გერმანია - ქ. მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ლევან დიასამიძემ შეხვედრა გამართა ჰესენის ფედერალური მიწის ფინანსთა მინისტრთან თომას შეფერთან. 


სომხეთში „ვეფხისტყაოსნის“ სპეციალური გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა

5.11.2019 სომხეთი - საქართველოს კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ნაციონალური ცენტრისა და ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით საელჩოში შედგა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ სპეციალური გამოცემის პრეზენტაცია. 


ლონდონის უესტმინსტერის უნივერსიტეტმა ყოველწლიურ კონფერენციას „საქართველოს დღე” უმასპინძლა

4.11.2019 დიდი ბრიტანეთი - უესტმინსტერის უნივერსიტეტმა უმასპინძლა რიგით 32-ე ყოველწლიურ ღონისძიებას “საქართველოს დღე”, რომელიც მიეძღვნა თემას „საქართველო, როგორც განათლებისა და მეცნიერების ჰაბი”. ღონისძიება ჩატარდა საქართველოს საელჩოსა და უესტმინსტერის უნივერსიტეტის თანა-ორგანიზებით და მასში მონაწ...


ვიქტორ დოლიძე შვეიცარიაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს შეხვდა

01.11.2019 შვეიცარია - ჟენევაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ვიქტორ დოლიძე შეხვდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) გენერალურ დირექტორს- გაი რაიდერს.


დავით დონდუამ ეუთო-ს მუდმივ საბჭოზე ოკუპირებულ რეგიონებში და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა

31.10.2019 ავსტრია- ავსტრიაში საქართველოს ელჩმა და საქართველოს  წარმომადგენლმა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში დავით დონდუამ ეუთო-ს მუდმივ საბჭოზე ოკუპირებულ რეგიონებში და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა. მან ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოებს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია სოფლე...


დანიის სამეფოში საქართველოს საელჩომ, „ვეფხისტყაოსნის“ გამორჩეული ილუსტრატორის, მიხაი ზიჩის გამოფენას უმასპინძლა

31.10.2019 დანიის სამეფო - დანიის სამეფოში საქართველოს საელჩომ, დანიის სამეფოში უნგრეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, უმასპინძლა „ვეფხისტყაოსნის“ გამორჩეული ილუსტრატორის, ცნობილი უნგრელი მხატვრის, მიხაი ზიჩის გამოფენას. წარმოდგენილი იქნა ზიჩის 25 ნამუშევრის მაღალი რეზოლუციის ასლი.  


 <  7 8 9 10 11 12 13 14 15 16  >