უნგრეთში საქართველოსა და უკრაინის საელჩოების ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე „უკრაინა და საქართველო - ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის გზები“

21.03.2019 უნგრეთი- ბუდაპეშტში მოქმედ უკრაინის კულტურისა და დოკუმენტაციის ცენტრში, უნგრეთში საქართველოსა და უკრაინის საელჩოების ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე „უკრაინა და საქართველო - ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის გზები“.


კვიპროსში საქართველოს საელჩოს ინიციატივით საქართველო-კვიპროსის ბიზნეს კლუბი დაარსდა

21.03.2019 კვიპროსი- კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რევაზ ლომინაძემ ქ. ლიმასოლში შეხვედრა გამართა ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან. საქართველოს საელჩომ და კომპანიამ IBC Corporate Solutions, რომელიც თანაორგანიზატორი იყო, პრეზენტაციები წარადგინეს საქართველოს შესახებ, ქვეყანაში განხორცი...


ვიქტორ დოლიძე ჟენევაში გუაიდოს გარდამავალი მთავრობის წარმომადგენელს შეხვდა

20.03.2019 ქ. ჟენევა- ჟენევაში საქართვლოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ვიქტორ დოლიძემ, ხანმოკლე შეხვედრა გამართა ჟენევაში გუაიდოს გარდამავალი მთავრობის წარმომადგენელთან, მარია-ალეხანდრა არისტეგუიეტა ალვარესთან. შეხვედრა საქართველოს თანაორგანიზებით გამართული ღონისძიების - „ადამიანის უფლებათა დარღვევები ვენესუელაში&ldqu...


ჟენევაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელობის თანაორგანიზებით, ღონისძიება- „ადამიანის უფლებათა დარღვევები ვენესუელაში“ გაიმართა

20.03.2019 ქ. ჟენევა- ჟენევაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელობის თანაორგანიზებით, ადამიანის უფლებათა საბჭოს პარალელურად გაიმართა ღონისძიება - „ადამიანის უფლებათა დარღვევები ვენესუელაში“.


ვიქტორ დოლიძემ მონაწილეობა მიიღო წამების მსხვერპლთა დახმარების გაეროს ნებაყოფლობითი ფონდის მეგობართა ჯგუფის შექმნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში

 20.03.2019 ჟენევა-ჟენევაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელობის თანაორგანიზებით, წამების მსხვერპლთა დახმარების გაეროს ნებაყოფლობითი ფონდის ახალი მეგობართა ჯგუფის შექმნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.


საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი SDG Lab-ის დირექტორს შეხვდა

20.03.2019 ჟენევა - ჟენევაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ვიქტორ დოლიძემ შეხვედრა გამართა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ლაბორატორიის (SDG Lab) დირექტორთან, ნადია ისლერთან. შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ორმხრივი  თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივა.


საქართველოს ელჩმა ტონგის მეფეს რწმუნებათა სიგელები გადასცა

20.03.2019 ტონგა- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიორგი დოლიძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა ტონგის მეფეს, მის უდიდებულესობა ტუპოუ VI-ს, რითაც იგი საქართველოს პირველი სრულუფლებიანი ელჩი გახდა ტონგაში (რეზიდენციით ქ. კანბერაში). რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია დღეს დილით, ნუკუ’ალოფაში, ს...


საქართველოს ელჩი სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის ვიცე-სპიკერებს შეხვდა

19.03.2019 სომხეთი- საქართველოს  საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი საგანელიძე სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის ვიცე-სპიკერებს ალენ სიმონიანს, ვაჰე ენფიაჯიანს და ლენა ნაზარიანს შეხვდა.


საქართველოს ელჩი უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

18.03.2019 უნგრეთი- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაალ გოგსაძე უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ლასლო კოვერს შეხვდა.


საქართველოს ელჩმა საუდის არაბეთის მეფეს რწმუნებათა სიგელი გადასცა

18.03.2019 საუდის არაბეთი - საუდის არაბეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვახტანგ ჯაოშვილმა  რწმუნებათა სიგელი გადასცა ორი წმინდა მეჩეთის მფარველს, საუდის არაბეთის მეფეს, მის უდიდებულესობა სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდს.


 <  8 9 10 11 12 13 14 15 16 17  >