საქართველოს ელჩმა სამოას დამოუკიდებელი სახელმწიფოს მეთაურს რწმუნებათა სიგელები გადასცა

10.04.2018 ქ.აპია - საქართველოს ელჩი, გიორგი დოლიძე ( რეზიდენციით ქ.კანბერა) სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა სამოას დამოუკიდებელი სახელმწიფოს მეთაურს, მის უმაღლესობა ტუიამალეალიიფანო ვაალეტოა სუალაუვი II-ს.


საქართველოს ელჩმა არგენტინის რესპუბლიკაში შეხვედრა გამართა სენატის თავმჯდომარესთან

9.04.2018 არგენტინა -  არგენტინის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ირაკლი ყურაშვილმა შეხვედრა გამართა არგენტინის სენატის თავმჯდომარესთან, ფედერიკო პინედოსთან.


ინდონეზიაში საქართველოს ელჩმა მონაწილეობა მიიღო გამოფენის “Wine & Cheese Expo” გახსნის ცერემონიალში

7.04.2018  ქ. ჯაკარტა - ინდონეზიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ირაკლი ასაშვილმა მონაწილეობა მიიღო ქ. ჯაკარტაში გამართულ მაღალი დონის გამოფენის “Wine & Cheese Expo” გახსნის ცერემონიალში.


რუმინეთში გამოფენა "ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა" გაიხსნა

4.04.2018 ქ.ბუქარესტი -რუმინეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ძველი წიგნებისა და რუკების ეროვნულ მუზეუმში გამოფენა "ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა" გაიხსნა, რომელიც საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავს მიეძღვნა.  


საქართველოს ელჩმა ინდონეზიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

4.04.2018 ინდონეზია-ინდონეზიაში საქართველოს ელჩმა, ირაკლი ასაშვილმა ინდონეზიის პრეზიდენტს, ჯოკო ვიდოდოს რწმუნებათა სიგელები გადასცა. ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ გაიმართა ელჩის  შეხვედრა ინდონეზიის პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.


ბუენოს-აირესის რელიგიური ფილმის საერთაშორისო ფესტივალი (ARFECINE) ქართული ფილმით გაიხსნა

3.04.2018 ქ. ბუენოს-აირესი - ქართველი რეჟისორის, ზაზა ურუშაძის, ახალი ფილმით ,,აღსარება" გაიხსნა ბუენოს-აირესში, რელიგიური ფილმის საერთაშორისო ფესტივალი (ARFECINE).  ფესტივალზე ფილმის ჩვენება არგენტინის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს, ფესტივალის ხელმძღვანელობისა და ,,Alliance Française”-ეს ორგანიზებით გ...


საქართველოს ელჩი კორეის რესპუბლიკაში ქართველ სტიპენდიანტებს შეხვდა

2.04.2018 კორეა -  კორეის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ოთარ ბერძენიშვილი კორეულ Booyoung Group-ში შემავალი საქველმოქმედო ფონდის-  Woojung Education and Culture Foundation მიერ გამოცხადებულ სასტიპენდიო კონკურსში გამარჯვებულ ქართველ სტუდენტებს, რუსუდან ფირცხალავასა და სოფიო კვინიკაძეს შეხვდა.


საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის პრაქტიკული გზამკვლევის პრეზენტაცია გაიმართა

30.03.2018 ქ. ათენი - ​ქ. ათენში საქართველოს საელჩოს მიერ პრაქტიკული გზამკვლევის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ორგანიზაცია ICMPD-ის (International Center for Migration Policy Development) ხელშეწყობით მომზადდა. პუბლიკაციაში მოცემულია საბერძნეთის საემიგრაციო კანონმდებლობის შესახებ ყოვლისმომცველი ინფორმაცია, შესაბამის ...


რუმინეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ბუქარესტის ანთიმოზ ივერიელის სახელობის ლიცეუმში ქართული კუთხე გაიხსნა

29.03.2017 ქ.ბუქარესტი - მიმდინარე წლის 29 მარტს, რუმინეთში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ბუქარესტის ანთიმოზ ივერიელის სახელობის ტექნიკურ ლიცეუმში ქართული კუთხე გაიხსნა.  


საქართველოს ელჩმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

29.03.2018 ქ. ბერლინი - გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში   საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა  გერმანიის ფედერალურ  პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს რწმუნებათა სიგელები გადასცა.


 <  1 2 3 4 5 6 7 8 9 10  >