ქ. კიევში პრესკონფერენცია -„იმოგზაურე საქართველოში - მხარი დაუჭირე საქართველოს“ გაიმართა

26.06.2019 ქ. კიევი -  უკრაინაში საქართველოს საელჩოში,საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გელა დუმბაძემ, პრესკონფერენცია „იმოგზაურე საქართველოში - მხარი დაუჭირე საქართველოს “ გამართა . შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა უკრაინის მოქალაქეთა ტურისტული ნაკადის გაზრდა საქართველოში.


ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ირლანდიური ბანკის „Allied Irish Banks - AIB” აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

25.06.2019 ირლანდია-ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი ზურაბაშვილი შეხვდა მსხვილი ირლანდიური ბანკის „Allied Irish Banks - AIB” აღმასრულებელ დირექტორს კოლინ ჰანტს.  


საქართველოს ელჩმა ფორუმში - “სარტყელი და გზა -ეკონომიკური განვითარების ახალი ფორმები“ მიიღო მონაწილეობა

25.06.2018 ჩინეთი- ჩინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არჩილ კალანდიამ მონაწილეობა მიიღო ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის ინსტიტუტის (Central Asian Regional Economic Cooperation Institute, CARECA) მიერ ორგანიზებულ ფორუმში, “სარტყელი და გზა -ეკონომიკური განვითარების ახალი ფო...


საქართველოს ელჩი ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

24.06.2019 დაკა - ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა (რეზიდენციით ქ. ნიუ დელი) არჩილ ძულიაშვილმა ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან დრ. ა. კ. აბდულ მომენთან გამართა.


მალაიზიაში ფოტოგამოფენა „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ გაიმართა

24.06.2019 კუალა-ლუმპური - მალაიზიაში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებული ფოტოგამოფენა „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ გაიმართა.  


უკრაინაში, ქ. ლვოვში საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნა

24.06.2019 უკრაინა- უკრაინის ქალაქ - ლვოვში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გელა დუმბაძემ საზეიმო ვითარებაში საქართველოს საპატიო საკონსულოგახსნა.საკონსულოს ხელმძღვანელად დანიშნულ იქნა ქ.ლვოვის საპატიო მოღვაწე, ისტორიკოსი, დამსახურებული სახელმწიფო მოხელე იაროსლავ მუზიჩკო.  


გიორგი ჯანჯღავა თურქეთში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

24.06.2019 თურქეთი -  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, იავუზ სელიმ ქირანთან.


საქართველოს გენერალური კონსული გერმანიის ფედერალური მიწის, ჰესენის პარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა

24.06.2019 გერმანია- ქ. მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ლევან დიასამიძემ შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერალური მიწის, ჰესენის პარლამენტის პრეზიდენტთან, ბატონ ბორის რაინთან.  


საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

20.06.2019 ქ. თბილისი - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან პეტერ მიკისკასთან.  


კორეის რესპუბლიკაში სეულის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა SIWSE 2019 გაიმართა

20.06.2019 კორეის რესპუბლიკა-  კორეის რესპუბლიკის დედაქალაქში  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ოთარ ბერძენიშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, დავით ტყემალაძე, აღმოსავლეთ აზიის ერთ-ერთ უდიდესი – სეულის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენას SIWSE 2019 სსი...


 <  1 2 3 4 5 6 7 8 9 10  >