სომხეთის რესპუბლიკაში ქართული ფოლკლორული ანსამბლის კონცერტი გაიმართა

26.05.2018 სომხეთი - საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძებების ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონცერტო დარბაზში გაიმართა ქართული ფოლკლორული ანსამბლის „მრავალჟამიერის“ კონცერტი.


პოლონეთში პრეზიდენტის სასახლე საქართველოს დროშის ფერებით განათდა

26.05.2018 პოლონეთი - საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით, პოლონეთში, პრეზიდენტის სასახლე საქართველოს დროშის ფერებით განათდა.


კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩო საქართველოს დროშის ფერებში განათდა

26.05.2018 კატარი - კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩო საქართველოს დროშის ფერებში განათდა.საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს საელჩოში, საზეიმო მიღება გაიმართა.


საუდის არაბეთში ორი ცათამბჯენი საქართველოს დროშის ფერებით განათდა

26.05.2018 საუდის არაბეთი - საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით, რიადის ორი ცათამბჯენი- “Kingdom Tower” და “Tamkeen Tower” საქართველოს დროშის ფერებით განათდა.


საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, დუბლინის ცენტრში საქართველოს სახელმწიფო დროშები აღმართეს

26.05.2018 ირლანდიაში საქართველოს საელჩოსა და დუბლინის მერიის ერთობლივი ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, დუბლინის ცენტრში საქართველოს სახელმწიფო დროშები გამოიფინა.  


ოტავას მერიის წინ საქართველოს სახელმწიფო დროშა საზეიმოდ აღმართეს

26.05.2018 ოტავა - საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, 25 მაისს, ოტავას მერიის წინ საზეიმოდ აღიმართა საქართველოს სახელმწიფო დროშა. დროშის აღმართვის ცერემონიას ოტავას მერი, მერიის წარმომადგენლები, კანადის დედაქალაქში მცხოვრები ქართველები დაესწრნენ. დამსწრეებს სი...


ლიეტუვას დედაქალაქ ვილნიუსში ხიდები და სამი ჯვრის მონასტერი საქართველოს დროშის ფერებში განათდა

26.05.2018 ქ.ვილნიუსი-საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავის აღსანიშნავად, ლიეტუვას დედაქალაქ ვილნიუსში საქართველოს დროშის ფერებში განათდა ხიდები მდინარე ნერისზე და ქალქის ღირსშესანიშნაობა -სამი ჯვრის მონუმენტი.  


რუმინეთში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

26.05.2018 ქ.ბუქარესტი- საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, რუმინეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, სასტუმრო  ,,რამადა ბუქარესტ მეჯესტიკის" შენობაზე გაიხსნა მემორიალური დაფა, რომელიც გვამცნობს, რომ 1919 წელს, ამ შენობაში განთავსებული იყო საქართველ...


სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ საზეიმო მიღება გამართა

26.05.2018 სლოვენია-საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილის აღსანიშნავად, სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ საზეიმო მიღება გამართა.


ბრაზილიაში ქართული ანბანის სამი სახეობის გამოფენა გაიმართა

26.05.2018 ბრაზილია - ბრაზილიის ბანკის კულტურულ ცენტრში გამართულ გამოფენაზე უნიკალური ქართული ანბანის სამი სახეობა წარმოადგინეს. ასევე აჩვენეს ვიდეო რგოლი ქართული ანბანის შესახებ, სახელწოდებით “GEORGIA MADE BY CHARACTERS“. ღონისძიება ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველ...


 <  2 3 4 5 6 7 8 9 10 11  >