მიხეილ ჯანელიძემ ეკონომიკური დიპლომატიის 2016-2017 წწ. სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გამართა

2016 წლის 31 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ბიზნეს-ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.


ქ. სოფიაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე ბულგარულ ენაზე ვეფხისტყაოსნის გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა

ქ. სოფიაში, ბულგარეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება.


ქ.ასტანაში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა

​ქ.ასტანაში  საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.


ბერნში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება გაიმართა

ბერნში, შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება.


„პალაცო დელა კანჩელერია“-ში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა

იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ბრამანტეს უნიკალურ „პალაცო დელა კანჩელერია“-ში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი და ოფიციალური მიღება გაიმართა. საზეიმო ღონისძიება აღორძინების ხანის მხატვრის ჯორჯო ვაზარის მიერ მოხატულ დარბაზში ჩატარდა.


სეულში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, სეულში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძესა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ჟან-მარკ ეროს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ

2016 წლის 30 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სატელეფონო საუბარი გამართა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჟან-მარკ ეროსთან. მიხეილ ჯანელიძემ მიულოცა ჟან-ჟაკ ეროს მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა საქმიანობაში.


სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან შეხვედრა

2016 წლის 30 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ  დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან ლუკაშ პარიზეკთან, რომელიც საქართველოს სტუმრობს სლოვაკეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში.


დიპლომატიური ტურის ფარგლებში ელჩები ანაკლიის პორტის პროექტს და სასათბურე მეურნეობას გაეცნენ

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით ორგანიზებული დიპლომატიური ტურის ფარგლებში საქართველოში აკრედიტებული რეზიდენტი და არარეზიდენტი ელჩები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერიტორიას ეწვივნენ და ასევე მოინახულეს ცაიშის სასათბურე მეურნეობა.


დიპლომატები სამეგრელოს რეგიონის შესაძლებლობებს გაეცნენ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით მიმდინარე დიპლომატიური ტურის ფარგლებში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები სამეგრელოს რეგიონის ეკონომიკურ და ტურისტულ შესაძლებლობებს გაეცნენ.


 <  196 197 198 199 200 201 202 203 204 205  > 
იანვარი 2018
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234