საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ქ. ანტალიაში გაერო-ს ეგიდით გამართულ მაღალი დონის შეხვედრაში

2016 წლის 27-29 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციამ, მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას ხელმძღვანელობით მონაწილეობა მიიღო ქ. ანტალიაში გაერო-ს ეგიდით გამართულ მაღალი დონის შეხვედრაში ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისთვის 2011 წლის სტამბოლის სამოქმედო პროგრამის შუალედური განხილვის საკითხზე.


დიპლომატიური ტურის ფარგლებში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები სამეგრელოს სტუმრობენ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, 2016 წლის 28-29 მაისს დიპლომატიური ტური იმართება. ტურის ფარგლებში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები სამეგრელოს რეგიონს ესტუმრნენ.  


კვიპროსში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებას კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრი დაესწრო

კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღდგენის 25 წლისთავისამდმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.   


საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ინდონეზიაშიც აღნიშნავენ  

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილის აღსანიშნავად  ინდონეზიაში გაიმართა საზეიმო ღონისძიება, რომელსაც დაესწრნენ დიმპლომატიური კორპუსის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.    


საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილის აღსანიშნავად, ნორვეგიაში მიღება მოეწყო

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილის აღსანიშნავად, 27 მაისს ნორვეგიის სამეფოს დედაქალაქ ოსლოსში მდებარე სამხედრო მუზეუმში  „Oslo Miltaere Sumfund“ ოფიციალური მიღება გაიმართა.


საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავის აღსანიშნავად ათენში საზეიმო მიღება გაიმართა

2016 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავის აღსანიშნავად, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქ. ათენში ოფიციალური მიღება გაიმართა. 


ქ. პრაღაში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა

ქ. პრაღაში  საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.


საგარეო საქმეთა მინისტრი და მინისტრის მოადგილე უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეხვდნენ

2016 წლის 27 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ შეხვედრები გამართეს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ჟოლტ ჩუტორასთან, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებებზე მონაწილ...


დანიაში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავი აღინიშნა

ქ. კოპენჰაგენში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ დანიაში მცხოვრები ქართველები, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები, დანიაში აკრედიტებული საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, აგრე...


დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ადგილობრივი ღირსშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებით განათდა

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საზეიმოდ  აღინიშნა. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ინიციატივით 26 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში  გაიმართა საზეიმო ღონისძიებები  -  დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ...


 <  197 198 199 200 201 202 203 204 205 206  > 
იანვარი 2018
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234